„სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-02
ბიუროს ნომერი 107
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის
შექმნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 72-ე
მუხლის პირველი პუნქტისა და 76-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის
საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლის,
ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასებისა და შესაძლო
პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირების მიზნით შეიქმნას სასურსათო
პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია.
2. საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების
ვადა განისაზღვროს 3 თვით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2026 წლის ... თებერვალი.
შალვა პაპუაშვილი