„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.01.2026
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#255/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 10
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-02
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება − უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;“; ბ) „ო2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) ,,წ1" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაშიგასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;“; დ) ,,წ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; ე) ,,წ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) ,,წ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წ10) სპეციალური ბაკალავრიატის მასწავლებლის საგანმანათლებლო მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისგან პროგრამა დამოუკიდებელი, − შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; ზ) ,,ხ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ხ1“ ქვეპუნქტი: ,,ხ1) წამყვანი პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;“; თ) ,,ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ14) სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“; ი) ,,ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, პროგრამებს, პროგრამებსა და ბაკალავრიატისა მაგისტრატურის სამეცნიერო და ან/და კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს;“; კ) ,,ჰ35“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ35) ქართულ ენაში საგანმანათლებლო მომზადების პროგრამა, საგანმანათლებლო რომლითაც პროგრამა ხორციელდება – სპეციალური ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებისა უცხოელთა და „საქართველოს რეგისტრაციის, მოქალაქეთა პირადობის და (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ლ) ,,ჰ54“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ54) სახელმწიფო დაწესებულების ენის სპეციალური ბაკალავრიატის, კურსი ვეტერინარიის − უმაღლესი საგანმანათლებლო ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი;“. 2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტეგრირებულ სამაგისტრო, სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო ბაკალავრიატის, დიპლომირებული პროგრამაზე ვეტერინარიის მედიკოსის/სტომატოლოგის მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესს;“. 4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 - 23 პუნქტები: „21. სახელმწიფოს დაწესებულებების მიერ დაფუძნებული რეორგანიზაციის უმაღლესი შემთხვევაში, საგანმანათლებლო საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი. ამავე დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო - დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით გადაეცემა აკადემიური საბჭოს და/ან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება. 23. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ.“. 5. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა წამყვანი პროფესორი, პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი პროფესორისგან, პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტპროფესორისა და ასისტენტისაგან.“. 7. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11) წამყვანი პროფესორები უძღვებიან სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ამასთან, მონაწილეობას იღებენ აღნიშნულ პროცესსა და საქმიანობაში“. 8. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები 1. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. 2. პროფესორის თანამდებობაზე: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა); გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; დ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს პროფესორის თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები. 3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო მიმართულების (გარდა დაწესებულებაში თეორიული სახელოვნებო დარგებისა) (შემოქმედებითი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო- შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებოშემოქმედებით უმაღლეს (შემოქმედებითი) საგანმანათლებლო მიმართულების (გარდა დაწესებულებაში თეორიული სახელოვნებო დარგებისა) ასისტენტ- პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. 5. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით სახელოვნებო ასისტენტის უმაღლეს (შემოქმედებითი) მიმართულების თანამდებობაზე საგანმანათლებლო საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა დაწესებულებაში თეორიული დარგებისა) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი წესდებით შეიძლება განსაზღვრული წესით დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 8. მართლმადიდებლური დაწესებულების აკადემიურ საღვთისმეტყველო თანამდებობაზე უმაღლესი არ საგანმანათლებლო ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.“. 9. 462 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. 473 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სტუდენტები ვალდებული არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.“. გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.“. 11. 52-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. უმაღლესი ვეტერინარიის საგანმანათლებლო დაწესებულების ინტეგრირებულ მედიკოსის/სტომატოლოგის მიერ სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამაზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული სტუდენტის მიღების საფუძველი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ინტეგრირებული სამაგისტრო, ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული ვეტერინარიის მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს.“. 12. 522 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 522. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ.“. 13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8921 მუხლი: „მუხლი 8921. სახელმწიფოს დაწესებულებების მიერ იმ მიერ დაფუძნებული პროგრამების უმაღლესი განხორციელება საგანმანათლებლო რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ბ) არანაკლებ 240 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე; გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე; დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ე) მასწავლებლის საგანმანათლებლო მომზადების პროგრამა, ინტეგრირებული ვეტერინარიის საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს უფლება აქვთ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ 2031 წლამდე, ხოლო თუ სწავლის აღნიშნულ თარიღამდე დასრულება შეუძლებელია — ისარგებლონ მობილობის უფლებით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46² მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ხასიათდება სწავლების ხანგრძლივი პერიოდისა და მაღალი საკრედიტო დატვირთვის (არანაკლებ 300 კრედიტი) მოთხოვნით, რაც პრაქტიკაში ამცირებს პროგრამის მიმართ ინტერესს და მის ხელმისაწვდომობას პოტენციური სტუდენტებისთვის. ხანგრძლივი სწავლის პერიოდი და შესაბამისი ფინანსური და დროითი რესურსების საჭიროება მნიშვნელოვნად ზღუდავს აბიტურიენტთა არჩევანს და არ შეესაბამება შრომის ბაზარზე შედარებით სწრაფი ინტეგრაციის მოთხოვნებს. ამავე დროს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 47² მუხლი არეგულირებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის მომზადებას უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი მოდელის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა შეიძლება ინტეგრირებული იყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში ან განხორციელდეს დამოუკიდებლად, მათ შორის იმ პირებისთვისაც, რომელთაც უკვე აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მასწავლებლის პროფესიის ხელმისაწვდომობას და მიზნობრივი ჯგუფების მოცვას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46² მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და ამავე კანონის 47² მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ერთსა და იმავე მიზანს მასწავლებლის მომზადებას ემსახურება. მიუხედავად ამისა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების უფრო მასწავლებლის ხანგრძლივ მომზადების და ნაკლებად მოქნილ საგანმანათლებლო მოდელს, პროგრამა მაშინ როდესაც შესაძლებელს ხდის მასწავლებლის მომზადებას უფრო მოკლე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტრაექტორიების ფარგლებში. ამ პირობებში, ორივე რეგულაციის პარალელურად არსებობა იწვევს ერთი და იმავე ფუნქციის ორმაგ რეგულირებას, რაც არაეფექტიანად იყენებს საგანმანათლებლო რესურსებს და ართულებს მასწავლებლის მომზადების სისტემის თანმიმდევრულ განვითარებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ამოღება მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე პოტენციური სტუდენტების ინტერესების უკეთ დაცვას. წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს დაზუსტებასა და პროცესის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია კანონით განსაზღვრული, მკაფიო, დროებითი და მიზნობრივი მექანიზმები, როცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია აუცილებელია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე (სისტემური რეფორმა, აკადემიური და სამეცნიერო ხარისხის გაზრდა, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ეფექტიანობა, სტრატეგიული პოზიციის გაძლიერება საერთაშორისო რეიტინგებში, სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა). კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანს ასევე წარმოადგენს, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის დახვეწა. ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. კანონპროექტით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს ზემოხსენებულ აკადემიურ თანამდებობაზე - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. ასევე, დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 16 დეკემბერს შესული ცვლილების (№1198-IVმს-XIმპ) თანახმად, განისაზღვრა, რომ (მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს და ამტკიცებს მის დროებით წესდებას. ამავე კანონის 101 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს საქართველოს საგანმანათლებლო მთავრობის მიერ და განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში. ამასთან მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება, მათ შორის, იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს მას. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც ზემოხსენებული დაწესებულებები მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ და მთავრობის დადგენილებით აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება აღარ ექნებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, აღნიშნული ცვლილების უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე მასობრივად გავრცელება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ და გამოიწვევდა დიდი რაოდენობით რიგგარეშე მობილობის განხორციელების აუცილებლობას, რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო სტუდენტების მიერ განათლების მიღების უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად მიზანშეწონილია, დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ აღნიშნული პროგრამები, რაც თავის მხრივ, თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საკუთარი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ხასიათდება სწავლების ხანგრძლივი პერიოდისა და მაღალი საკრედიტო დატვირთვის (არანაკლებ 300 კრედიტი) მოთხოვნით, რაც პრაქტიკაში ამცირებს პროგრამის მიმართ ინტერესს და მის ხელმისაწვდომობას პოტენციური სტუდენტებისთვის. ამასთან, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ერთსა და იმავე მიზანს - მასწავლებლის მომზადებას ემსახურება. მიუხედავად ამისა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების უფრო ხანგრძლივ და ნაკლებად მოქნილ მოდელს, მაშინ როდესაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო შესაძლებელს ხდის მასწავლებლის მომზადებას უფრო მოკლე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტრაექტორიების ფარგლებში. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ამოღება მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ასევე აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს დაზუსტებასა და პროცესის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამასთან აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში საკადრო პოლიტიკის სისტემური დახვეწა და აკადემიური მართვის გაძლიერება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კანონით განისაზღვროს ახალი აკადემიური თანამდებობა - წამყვანი პროფესორი, რომლის დაკავებაც შესაძლებელი იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის მიერ, რომელსაც აქვს არანაკლებ 8 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება და განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები. კანონპროექტი ასევე არეგულირებს წამყვანი პროფესორის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებებს, რაც უზრუნველყოფს აკადემიური მმართველობის ხარისხის ამაღლებასა და უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკის რეფორმის პრაქტიკულ განხორციელებას. ასევე, ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს, რომ დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, გარკვეული გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ ასევე, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში, დღის წესრიგში დგება საგანმანათლებლო საკანონმდებლო პროგრამებთან მოწესრიგების მიმართებით, აუცილებლობა რომლებსაც იმ ზემოხსენებული დაწესებულებები მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ და მთავრობის დადგენილებით აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება აღარ ექნებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, აღნიშნული ცვლილების უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე მასობრივად გავრცელება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ განხორციელების და გამოიწვევდა აუცილებლობას, დიდი რაოდენობით რიგგარეშე მობილობის რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო სტუდენტების მიერ განათლების მიღების უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად, აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ ზემოხსენებული პროგრამები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად:  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას.  უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი სიცხადე და რეორგანიზაციის პროცესის ეფექტიან და გამჭვირვალე განხორციელება;  აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე არჩევა შესაძლებელი იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება არანაკლებ 10 წელია და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული ან სამეცნიერო მიღწევებით. ასევე დაარეგულირდება წამყვანი პროფესორის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები, რაც უზრუნველყოფს აკადემიური მმართველობის ხარისხის ამაღლებასა და უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკის რეფორმის პრაქტიკულ განხორციელებას.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ვადით გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, კანონპროექტის დაწესებულებებს მიეცემათ მიღების შემდეგ შესაძლებლობა, უმაღლეს რომ საგანმანათლებლო ეტაპობრივად მოახდინონ ადაპტირება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციას, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46² მუხლით გათვალისწინებული ხანგრძლივი, ხუთწლიან ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო პროგრამის ამოღებას. ცვლილების შედეგად მასწავლებლის მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სწავლების უფრო მოკლე, მოქნილ და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ ფორმატს. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ რეგულაციას იმ პირებისთვის, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე უკვე ჩარიცხულნი იყვნენ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. ცვლილების შედეგად აუცილებელია მათი სამართლებრივი მდგომარეობის მკაფიო განსაზღვრა, რათა დაცული იყოს სწავლაზე წვდომის უფლება და თავიდან იქნას აცილებული სამართლებრივი გაურკვევლობა. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ 2031 წლამდე, ხოლო თუ სწავლის აღნიშნულ თარიღამდე დასრულება შეუძლებელია - ისარგებლონ მობილობის უფლებით. ასევე, კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი. ამავე დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. წესი, თუ ეს აუცილებელია ზემოხსენებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და შექმნას დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო - დროებითი მმართველი საბჭო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით გადაეცემა აკადემიური საბჭოს და/ან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება. დროებითი მმართველი საბჭოს უფლებამოსილება იქნება დროებითი და მიზნობრივი, გავრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და შეწყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის ჩამონათვალში წამყვანი პროფესორის დამატებას, მათ შორის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებების რეგულირებას. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე არჩევა შესაძლებელი იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება არანაკლებ 8 წელია და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიული ან სამეცნიერო მიღწევებით. ამასთან, კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ემატება 8921 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე. ბ) არანაკლებ 240 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე. ე) მასწავლებლის საგანმანათლებლო მომზადების პროგრამა, ინტეგრირებული ვეტერინარიის საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით იმ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლებიც არ იქნება განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით იმისათვის, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული, უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული საკადრო პოლიტიკის დახვეწა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დროულად მოხდეს უმაღლესი განათლების სისტემაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები, ასევე, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიუჯეტები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების მიმართულებით გათვალისწინებულია - 153.3 მილიონი ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მრავალკომპონენტიანია, რომელიც მოიცავს მათ შორის საკადრო პოლიტიკის დახვეწას, ამ და სხვა მიმართულებით შესაძლოა რეფორმის ფარგლებში საჭირო გახდეს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობა. 2026 წლიდან დაიწყება კონცეფციის განხორციელების პირველი ეტაპი, რომლის ძირიათადი დაფინანსებაც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონში, ხოლო რაც შეეხება მომავალი 3-4 წლის კონცეფციას, მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოცულობა გათვალისწინებული იქნება შემდგომი/შესაბამისი წლების საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ის პირები, რომლებიც ირიცხებიან კანონპროექტით გათვალისწინებულ (მუხლი 8921) პროგრამებზე მილევადი სახით, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება 8 სახელმწიფო და 3 კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მასწავლებლის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო ეროვნული ჩარიცხული გამოცდებით მომზადების პროგრამებზე სტუდენტების 2025 ინტეგრირებულ წლის სემესტრული ერთიანი თანხა ჯამში შეადგენდა - 654,0 ათას ლარს. ასევე, პროექტის თანახმად, შემოდის წამყვანი პროფესორის თანამდებობა, რაც იქონიებს ფინანსურ გავლენას უნივერსიტეტებსა და ამ პოზიციებზე დასაქმებულ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.