„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.01.2026
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#255/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 9
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-02
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 328 მუხლი: „მუხლი 328. სახელმწიფოს დაწესებულებების მიერ იმ მიერ დაფუძნებული პროგრამების უმაღლეს განხორციელება საგანმანათლებლო რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ბ) არანაკლებ 240 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე; გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე; დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ე) მასწავლებლის საგანმანათლებლო მომზადების პროგრამა, ინტეგრირებული ვეტერინარიის საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი ცვლილება შედის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნულის გათვალისწინებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ უნდა იქნეს, რომლის თანახმადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას. ასევე, აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 16 დეკემბერს შესული ცვლილების (№1198-IVმს-XIმპ) თანახმად, განისაზღვრა, რომ (მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს და ამტკიცებს მის დროებით წესდებას. ამავე კანონის 101 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში. ამასთან მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება, მათ შორის, იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს მას. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში. შესაბამისად, აუცილებლობა იმ დღის წესრიგში საგანმანათლებლო დგება საკანონმდებლო პროგრამებთან მოწესრიგების მიმართებით, რომლებსაც ზემოხსენებული დაწესებულებები მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ და მთავრობის დადგენილებით აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება აღარ ექნებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, აღნიშნული ცვლილების უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე მასობრივად გავრცელება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ და გამოიწვევდა დიდი რაოდენობით რიგგარეშე მობილობის განხორციელების აუცილებლობას, რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო სტუდენტების მიერ განათლების მიღების უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ აღნიშნული პროგრამები, რაც თავის მხრივ, თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ადაპტირება აღნიშნულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საკუთარი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ამოღებულ იქნება. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია თანმდევი ცვლილების შეტანა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ასევე, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში, დღის წესრიგში დგება საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც ზემოხსენებული დაწესებულებები მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ და მთავრობის დადგენილებით აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლება აღარ ექნებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ პროგრამებზე უკვე ირიცხებიან სტუდენტები, აღნიშნული ცვლილების უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე მასობრივად გავრცელება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მათ და გამოიწვევდა დიდი რაოდენობით რიგგარეშე მობილობის განხორციელების აუცილებლობას, რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო რეალიზაციაზე. სტუდენტების შესაბამისად, მიერ აუცილებელია განათლების კანონში მიღების შესაბამისი უფლების ცვლილებების განხორციელება, რათა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გარდამავალი პერიოდით მილევად რეჟიმში განახორციელონ ზემოხსენებული პროგრამები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შესაბამისად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი ცვლილებები. ამასთან, კანონპროექტის მიღების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ვადით გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, კანონპროექტის მიღების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო მოახდინონ დაწესებულებებს ადაპტირება „უმაღლესი მიეცემათ შესაძლებლობა, განათლების შესახებ“ რომ ეტაპობრივად საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან და შესაბამისად დაგეგმონ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას. წარმოდგენილი კანონპროექტით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდება ზემოხსენებული რეგულაციის ამოღება. ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 8921 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ, მიეცეთ უფლება ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოხსენებულ ჩამონათვალში, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე. ბ) არანაკლებ 240 კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე. დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე. ე) მასწავლებლის საგანმანათლებლო მომზადების პროგრამა, ინტეგრირებული ვეტერინარიის საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით იმ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლებიც არ იქნება განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ა.ვ) ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ის პირები, რომლებიც ირიცხებიან კანონპროექტით გათვალისწინებულ (მუხლი 328.) პროგრამებზე მილევადი სახით, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.