„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.01.2026
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#255/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 10
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-02
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი 1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი. 2. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს და აქვს სამეცნიერო-კვლევით და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 3. დაწესებულების დირექტორის დანიშვნა ხდება 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. 4. დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 7. ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის შესაბამისად და წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ნაწილს. ზემოაღნიშნული კონცეფციის მიხედვით, უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი კვლევითი დაწესებულებების შესაძლებლობები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი მაქსიმალურად მჭიდრო ინტეგრაცია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესება. მოქმედი სამართლებრივი რეგულირება არ უზრუნველყოფს დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებზე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მკაფიო განაწილებას, რაც პრაქტიკაში იწვევს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაჭიანურებას, მართვის პროცესის ფრაგმენტაციასა და ეფექტიანობის შემცირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის მოდელის გამარტივება და გაძლიერება; დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი რეგულირება; სახელმწიფო ინტერესების სათანადო დაცვა იმ დაწესებულებებში, რომლებიც ფუნქციონირებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ; მართვის პროცესში გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობისა და ოპერატიულობის გაზრდა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს:  გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებასა და ინსტიტუციური სტაბილურობის  ზრდას; სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელების უფრო ეფექტიან კოორდინაციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10³ მუხლში და იგი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად:  განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო-კვლევით და ხელმძღვანელ პოზიციაზე, ასაკობრივი ზღვარი);  ფიქსირდება დირექტორის უფლებამოსილების ვადა (5 წელი) და ზედიზედ დანიშვნის მაქსიმალური რაოდენობა (ორჯერ);  დაწესებულების დირექტორის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ენიჭება დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს;  დირექტორის დანიშვნამდე უზრუნველყოფილია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის სამართლებრივი შესაძლებლობა;  გამონაკლისი კვლავ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ა.ვ) ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლებას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლებას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას საჯარო ან კერძო სექტორზე. ცვლილებები მიზნად ისახავს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. კანონპროექტი წარმოადგენს აუცილებელ და დროულ ნაბიჯს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის სისტემის გამართვისა და სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის ხელშეკრულებას/შეთანხმებას. მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გამოყენებული კანონპროექტის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.