საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა ბერეკაშვილის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება; დროებითი კომისიის სხდომის ოქმი - კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი შოთა ბერეკაშვილი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-04
ბიუროს ნომერი 110 (14:55)
📜 ტექსტი
წერილი
2-1261/26
04-02-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარდა სასურსათო პროდუქციის,
მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
გაცნობებთ რომ, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის თანახმად,
კომისიის წევრთა მიერ, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ფრაქცია
„ქართული ოცნების“ წევრი შოთა ბერეკაშვილი, ხოლო კომისიის თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობაზე - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“
წევრი ეკა სეფაშვილი.
სხდომაზე ასევე, შემუშავდა კომისიის დებულების პროექტი, რომელსაც წარმოგიდგენთ
დასამტკიცებლად.
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
პროექტი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის
ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია (შემდგომ - დროებითი კომისია)
არის საქართველოს პარლამენტის 2026 წლის – 3 თებერვლის N1345-Vმს-XIმპ დადგენილებით
შექმნილი საქართველოს პარლამენტის (შემდგომ - პარლამენტი) დროებითი სუბიექტი.
2. დროებითი კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომ - რეგლამენტი), ამ დებულებისა და სხვა
ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
4. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის
2026 წლის – 3 თებერვლის N1345-Vმს-XIმპ დადგენილებით.
მუხლი 2. დროებითი კომისიის მიზანი და უფლებამოსილებები
1. დროებითი კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის,
მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე
დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო
პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება.
2. დროებითი კომისია უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და
საწვავის ფასების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის და
პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირების საფუძველზე შეიმუშაოს დასკვნები და
რეკომენდაციები;
გ) სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, ასევე იურიდიული პირებისაგან
კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები და სხვა საჭირო
ინფორმაცია;
დ) გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წინაშე მოიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა
კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) განახორციელოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობის
მიზნით დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან და სხვა ორგანიზაციებთან.
მუხლი 3. დროებითი კომისიის შემადგენლობა, დებულება და თანამდებობის პირები
1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც
და დროებით კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის
წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი კომისიის თავმჯდომარე და
დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე:
ა) რეგლამენტით დადგენილი წესით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და დროებითი
კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს დროებითი კომისიის წევრთაგან, დროებითი კომისიის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
ბ) შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
4. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის
უფლებამოსილების შეწყვეტის წესს არეგულირებს რეგლამენტი.
მუხლი 4. დროებითი კომისიის თავმჯდომარე
დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) ხელმძღვანელობს დროებითი კომისიის საქმიანობას; იწვევს და წარმართავს დროებითი
კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს დროებითი კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) დროებითი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას;
ბ) ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ)
ახორციელებს
დროებითი
უფლებამოსილებებს.
კომისიის
დებულებით
მისთვის
მინიჭებულ
სხვა
მუხლი 6. დროებითი კომისიის მუშაობის წესი
1. დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს დროებითი
კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ
გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის
წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე
განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა
მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული
წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია დროებითი კომისიის
სხდომამდე წერილობით აცნობებს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს.
5. დროებითი კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა
პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი
ტრანსლაციით.
6. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს
გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის
დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ
სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
7. დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას
გამართვა დაუშვებელია.
8. დროებითი კომისიის მუშაობა აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს
აწერს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს დროებითი კომისიის
შემადგენლობიდან.
2. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.
3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება
აქვს, წარადგინოს ახალი წევრი.
მუხლი 8. დროებითი კომისიის დაფინანსება
დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები, მათ შორის, შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯები, ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს
გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.