სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-12-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 25
შენიშვნა გასვლითი სხდომა
2025 წლის 25 დეკემბერი, 15 საათი
სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული ღვინის მუზეუმი
ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის 32
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
25 დეკემბერი 2025 15:00
2025 წლის 25 დეკემბერი, 15:00 საათი
სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული მუზეუმი
ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის 32
დღის წესრიგი
1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და
ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ;
მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
სოფლის მეურნეობის კომიტეტი
ოქმი N25
2025 წლის 25 დეკემბერი, 15 საათი
სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული ღვინის მუზეუმი
ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის 32
სხდომას თავმჯდომარეობდა:
გიორგი გუგუჩია
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გიორგი გუგუჩია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, დავით შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,
გელა აბულაძე, ზაალ დუგლაძე, ედიშერ თოლორაია, სამველ მანუკიანი, ზურაბ
ქადაგიძე, ვასილ ჩიგოგიძე.
აპარატის თანამშრომლები:
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, ნინო ქორიძე, გიორგი გვასალია, ბარბარა
მახარაძე, ირმა ქიტიაშვილი, ნინო ჟღენტი, ეკატერინე ლაბარტყავა.
მოწვეული სტუმრები: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარე,
ზურაბ
ვაჭარაძე
-
სსიპ
ღვინის
ეროვნული
სააგენტოს
თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე კობერიძე - სსიპ ღვინის ეროვნული
სააგენტოს წარმომადგენელი.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ.
(მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I.
მოისმინეს:
ლევან მეხუზლას ინფორმაცია - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს
გაწეული საქმიანობის და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ. ღვინის
ეროვნული სააგენტოს ძირითადი საქმიანობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის
განვითარების
ხელშეწყობაა.
აღნიშნული
მიზნის
მისაღწევად,
ღვინის
ეროვნული სააგენტო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: მევენახეობის
განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის
ხელშეწყობა; რთველის პროცესის ორგანიზება; ქართული ვაზის კულტურის
კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის
განვითარება; ღვინის ლაბორატორიული კვლევა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2024 წელი საქართველოს მეღვინეობის
ინდუსტრიისთვის წარმატებული იყო. საქართველოდან ქართული ღვინის და
ალკოჰოლიანი
სასმელების
ექსპორტის
რაოდენობამ
და
შემოსავლებმა
რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, დაბინავდა და გადამუშავდა რეკორდული
რაოდენობის
ყურძენი,
ქართული
ღვინოპროდუქცია
წარდგენილი
იყო
მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე,
ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდა ქართული ღვინის პოპულარიზაციასა
და მის სამომხმარებლო კულტურის ზრდაზე ორიენტირებული აქტივობები,
განხორციელდა ღონისძიებები ქართული ღვინის ხარისხის მონიტორინგის
მიმართულებით, გაგრძელდა ვენახების კადასტრის ეროვნული პროგრამა,
გატარდა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისკენ მიმართული სხვა
მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, გასულ წელს, „ქართული ღვინის
პოპულარიზაციის
ხელშეწყობის
სახელმწიფო
2
პროგრამის“
ფარგლებში
მარკეტინგული
ხარჯების
თანადაფინანსება
ექსპორტირებულ
ღვინოზე,
პროგრამით
თანადაფინანსების
მოცულობამ
შეადგინა
მოხდა
416,707
ლიტრ
ისარგებლა
ხუთმა
კომპანიამ.
243,281.28
ლარი.
2024
წელს
საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე
ლიტრი, 276,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 6%, ხოლო შემოსავლების
ზრდამ 7% შეადგინა. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
პოლონეთი - 12% (6,7 მლნ ლიტრი), გერმანია - 30% (1,28 მლნ ლიტრი), აშშ - 32%
(1,2 მლნ ლიტრი), ლიეტუვა - 11% (707 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 42%
(425,6 ათასი ლიტრი), თურქეთი - 62% (538 ათასი ლიტრი), აზერბაიჯანი - 34%
(237 ათასი ლიტრი), კანადა - 16% (198 ათასი ლიტრი), ისრაელი - 2% (314 ათასი
ლიტრი), არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 80% (70 ათასი ლიტრი),
სამხრეთ კორეა - 26% (72,5 ათასი ლიტრი) და სხვა. ამასთან ერთად, მსოფლიოს
56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 53% შეადგინა. სპირტიანი სასმელების
ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 289 მლნ-მდე აშშ დოლარი.
ჯამურად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან, შემოსავლების
სახით მიღებულია 565 მლნ აშშ დოლარი, რაც არის დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 2024 წელს, რთველის
ფარგლებში
გადამუშავდა
დამოუკიდებელი
საქართველოს
ისტორიაში
უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით
45%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2024 წლის მოსავალი,
რაოდენობასთან ერთად, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. ღვინის კერძო
სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად,
აღნიშნული წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი
და ხარისხიანი. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-მდე მევენახე ფერმერმა
ჩააბარა. მევენახეობის მთავარ რეგიონებში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში
გადამუშავდა 291 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა
შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.
უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ხარისხის კონტროლზე. მისი ინფორმაციით,
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და
საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის
ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა
ალკოჰოლიანი
სასმელების
ხარისხის
კონტროლს
რეგულარულად
ახორციელებენ. ამ მიზნით, 2024 წელს განახორციელდა 17 სახელმწიფო და 376
საინსპექციო კონტროლი. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმებული
28 კომპანიის 154 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში,
3
ხოლო საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 83 კომპანიაში და აღებული 1927
ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში. შიდა ბაზრის
კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე, აღებული ნიმუშების
რაოდენობა იყო 136, აქედან 73 ნიმუშში აღმოჩნდა დარღვევა. სერტიფიცირების
მიზნით
ლოტთან შეუსაბამო
სასმელის
ნიმუშის
ყურძნისეული
წარდგენისთვის
წარმოშობის ალკოჰოლიანი
შედგა
23
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი, დაჯარიმდა 15 კომპანია.
ლევან მეხუზლამ ასევე, ისაუბრა საანგარიშო პერიოდში, ვენახების კადასტრის
პროგრამასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულდა ვენახების
კადასტრის
სრულყოფის,
სისტემის
გამართული
ფუნქციონირებისა
და
საკადასტრო ინფორმაციის განახლების მიზნით.
წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“ დაემატა და
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რაც
ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის
ზრდისთვის. ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული
ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: ქინძმარაული, მანავი,
კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი,
ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი,
კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი,
ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა,
ოკამი და ობჩა.
მომხსენებელმა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 2025 წელს სააგენტოს
მიმდინარე
აქტივობების
შესახებ.
„ქართული
ღვინის
პოპულარიზაციის
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური
და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინო მსოფლიოს 21 ქვეყანაში
წარმოდგენილი იყო 50-მდე გამოფენა-ფესტივალზე და 280-მდე დეგუსტაციაზე.
(აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია,
დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია,
ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, ბრაზილია, სომხეთი, უზბეკეთი).
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში გაიმართა 32
ღონისძიება.
საქართველოში
უცხოელი
18
ღვინის
ღვინის
პროფესიონალებისა
ტური
გაიმართა.
და
აღნიშნულ
მედიისთვის
ღონისძიებებში
მონაწილოება 250-მდე ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ და მარანმა მიიღო.
4
ლევან მეხუზლას განცხადებით, 11 თვის მონაცემებით მსოფლიოს 70 ქვეყანაში
ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი
ღვინო (კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: თანხა - 7%,
რაოდენობა - 9%). მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი
257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები. ჯამურად, 11
თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანაში შემოსავლის
სახით მიღებულია მნიშვნელოვანი თანხა - ნახევარ მილიარდამდე (502,5 მლნ)
აშშ დოლარი.
სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და
მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტი,
რომლის
მიზანია
ხარისხიანი,
კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების
წარმოების,
ასევე,
რეალიზაციისათვის
საერთაშორისო
ბაზრების
კანონპროექტი
დაარეგულირებს
აუცილებელი
მოთხოვნათა
ადგილობრივი
გათვალისწინების
ვენახების
გაშენების,
და
ხელშეწყობა.
პროდუქციის
ეტიკეტირების, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებისა და აღრიცხვიანობის
წესებს. კანონპროექტი მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს.
ცვლილებები მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ.
საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების
ღვინოებს
„ლეჩხუმი“,
„რაჭა“
და
„საზანოს
ოცხანური“
დაემატა.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც
ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის
ზრდისთვის.
რაც შეეხება, რთველი-2025-ს,
საქართველოს მაშტაბით 730 კომპანიის მიერ
გადამუშავდა 337.6 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავალი 22 ათასამდე მევენახემ
დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი (327 ათასამდე ტონა),
კახეთზე მოდის, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაჭაში გადამუშავებულია
ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც
უდიდესი
წილი
ალექსანდროული
და
მუჯურეთულია.
მთავრობის
გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია
აღარ გაიცა. ყურძნის ხარისხთან მიმართებაში, ძალიან
მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება იყო მიღებული - ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს
„მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად
იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად,
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე
5
ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს
- 1.00 ლარად. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება
და კიდევ უფრო გამკაცრდება. ხარისხიანი ყურძენი, თავისთავად, ხელს უწყობს
ხარისხიანი ღვინის დაყენებას, რაც ცალსახად არის გარანტი ექსპორტის კიდევ
უფრო
დიდი
შესაძლებლობების,
კონკურენტუნარიანობის
ახალი
გაზრდის.
რაჭის
ბაზრების
რეგიონში,
ათვისების
კერძო
და
სექტორის
სტიმულირების მიზნით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის
მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ ალექსანდროულისა და
მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა განისზღვრა 4 ლარით, როგორც 1 კგ
ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს:
ვასილ ჩიგოგიძემ, რომლის შეკითხვა შეეხებოდა შიდა ბაზარზე პროდუქციის
კონტროლის საკითხს. იგი ასევე დაინტერესდა, 340000 ტონა ყურძნიდან
როგორია სპირტის მიმართულებით გამოყენებული ყურძნის წილობრივი
მონაცემები. ზურაბ ქადაგიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში,
რთველის დაწყებისას იქმნება საგანგებო შტაბები, ტარდება ოპერატიული
ღონისძიებები. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ახლო მომავალში,
სახელმწიფოს მხრიდან სისტემაში მოვიდეს რთველთან დაკავშირებული ყველა
ღონისძიება, პროცესი დაიხვეწოს. კიდევ ერთი საკითხი - ევროპა და არა მარტო,
მისდევენ ბიოპროდუქციის წარმოების ტენდენციას. საქართველოშიც რამდენიმე
კომპანიამ დაიწყო ბიოღვინის წარმოება. საინტერესოა, რა ინფორმაცია აქვთ
აღნიშნულ საკითხზე. ლევან მეხუზლამ ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს და
გააკეთა
განმარტებები.
მან
შიდა
ბაზრის კონტროლთან დაკავშირებით
განაცხადა, რომ კონტროლის ფუნქცია მინიჭებული აქვს სურსათის ეროვნულ
სააგენტოს, თუმცა ხდება ხოლმე დელეგირება ალკოჰოლურ სასმელებზე. შედიან
სურსათის
სააგენტოს
სუპერმარკეტებში,
წარმომადგენლებთან
მაღაზიათა
ქსელებში.
ერთად
ამოწმებენ,
ადგილობრივ
ყიდიან
თუ
არა
სერტიფიცირებულ ღვინოს. არასერტიფიცირებული პროდუქციისას, სურსათის
სააგენტო უწერს ჯარიმას. ხდება ნიმუშების აღება და შემოწმება ფიზიკო-ქიმიურ
მაჩვენებლებზე. დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს ხელმძღვანელმა
განაცხადა,
რომ
კანონით
აკრძალულია
დაცული
ადგილწარმოშობის
დასახელების ჩამოსასხმელი სახით რეალიზაცია. ეს დარღვევაა, რომელიც
ბიზნესოპერატორმა უნდა გამოსწოროს. თუ ღვინო არ შეესაბამება დასახელებას,
ხდება ასეთი ღვინის ჩამოხარისხება. ასევე, თუ საზღვარზე აღებული და
6
სააგენტოში მოტანილი ნიმუშები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამ შემთხვევაში
ხდება დაჯარიმება. რაც შეეხება ბიოპროდუქციას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ
სამწუხაროდ, სააგენტოში ამ ეტაპზე არ ხდება ცალკე ბიოსერტიფიცირება. ეს არ
არის მათი კომპეტენცია. რამდენად ბიოღვინოა, ამის სტატისტიკა არ არის,
თუმცა შეინიშნება ბიოპროდუქციის წარმოების ტენდენცია და ფიქრობენ,
დაიწყონ სტატისტიკაზე მუშაობა. საქართველოში ქვევრის
ტექნოლოგია
მიესადაგება და ხელს უწყობს ბიოღვინის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ყურძენი
იყოს ბიოლოგიურად სუფთა. თვითონ ღვინოს, გამომდინარე იქიდან, რომ მასში
ბევრი ანტიოქსიდანტია, ტანინი და სხვა ბუნებრივი დამცავი საშუალება,
ნაკლებად ჭირდება გოგირდის და სხვა ნივთიერებების ჩარევა. მომხსენებელმა
განაცხადა, რომ ამ საკითხს მიიღებს შენიშვნის სახით და ფიქრობს, რომ უკვე
არის დრო, მეტი ყურადღება მიაქციონ ბიოღვინის წარმოებას. რაც შეეხება
რთველს, მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის სტრატეგიული დარგია. ეს ჩანაწერია
კანონში, რომელიც ავალდებულებს მათ, მეტად იზრუნონ ყურძენზე, ვენახზე და
ღვინოზე, ვიდრე სხვა კულტურებზე. წელს უკვე ქონდათ ელექტრონული
სასწორები, არ იყო საჭირო 200-300 ადამიანის დაქირავება. ყველა ყურძენი
აღწერილი და დაფიქსირებულია. შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უნდათ დანერგონ,
განსხვავებით ყურძნის სპონტანური კრეფისა, იქნება დაკრეფის ნებართვა. ჯერ
მცირე
მოცულობით,
საპილოტედ
რაჭაში
გამოიყენებენ,
მერე
კახეთში
ადგილწარმოშობის ყურძენზე და შემდეგ, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით.
გიორგი გუგუჩია: რომელიც დაინტერესდა რამდენიმე საკითხით: მან განაცხადა,
რომ აღსანიშნავია ღვინის ექსპორტის ღირებულების მაღალი მაჩვენებელი (276.0
მლნ აშშ დოლარი), რომლის წილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში
16%-ს შეადგენს. ამასთან, ღვინის საექსპორტო ბაზრის 65% მიემართება ერთი
ქვეყნისაკენ (რუსეთი). შესაბამისად, საინტერესოა, რა დამატებითი აქტივობები
და ღონისძიებები იგეგმება ბაზრის დივერსიფიკაციისთვის? რამ განაპირობა
არაბეთის გაერთიანებული ემირატებში ექსპორტის 80%-იანი ზრდა 2024 წელს?
გიორგი გუგუჩია ასევე დაინტერესდა ექსპორტის 11 თვის მონაცემებით, ღვინის
ექსპორტის რაოდენობა 9%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით არის შემცირებული
2024 წელთან შედარებით. რამ განაპირობა კლება და რა სტრატეგია აქვს
სააგენტოს ამ ტენდენციის შესაცვლელად?
ლევან მეხუზლა: რომელმაც ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს და განმარტა,
რომ სააგენტოს ყველა აქტივობა გათვლილია დასავლეთის, ან შორეული
აღმოსავლეთის ქვეყნებზე. სააგენტოს აქვს სტრატეგიული ბაზრები, აშშ, დიდი
ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, სადაც
მიზანმიმართული კამპანიები მიმდინარეობს. წელს ასევე, იმუშავებენ კანადის
მიმართულებით. არც ერთი თეთრი ქართული ღვინის პოპულარიზაციის
7
პროგრამიდან არ იხარჯება მეზობელ ქვეყნებზე. მაქსიმალურად უწყობენ
დივერსიფიკაციას ხელს. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან იქით, რომ მაქსიმალურად
მოხდეს ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება. არაბეთთან
დაკავშირებით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ არ არის სტრატეგიული ბაზარი,
სავარაუდოდ, რომელიმე კონკრეტულმა კომპანიამ მონახა გაყიდვის არხი და
მოახდინა
ექსპორტი.
შემდეგში,
შეუძლიათ
მოაწოდონ
კომიტეტს
დაზუსტებული ინფორმაცია კონკრეტულად, რას უკავშირდება გაერთიანებულ
საემიროებში პროდუქციის ექსპორტი. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობის
შემცირებას, აღნიშნული საკითხი რუსეთის აქციზის ზრდას უკავშირდება, რამაც
მოახდინა გავლენა ექსპორტის მონაცემებზე, ეს არის მაგალითი იმისა, რატომ
უნდა იყოს ბაზრები დივერსიფიცირებული და რატომ უნდა იყოს ქვეყანა
ნაკლებად დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს
მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების
შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
გიორგი გუგუჩია
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
8