საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში (APF) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში (APF) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-09
ბიუროს ნომერი 111
📜 ტექსტი
წერილი
2-1390/26
09-02-2026
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 217-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
გიგზავნით
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
ასამბლეაში
(APF)
საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
თეა წულუკიანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში
პერიოდი: 2025 წლის იანვარი - 2026 წლის იანვარი
2025 წელს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის რიგით 50-ე
ყოველწლიურ სესიასა და ასამბლეის ევროპის რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიურ
ასამბლეაში.
2025 წლის 9-13 ივლისი, პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა, რიგით 50-ე
ყოველწლიური სესია.
დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი კახიანი, ანტონ ობოლაშვილი, ნინო
ბუჯიაშვილი
საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაცია,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის და საქართველოს პარლამენტის
წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, საფრანგეთის რესპუბლიკაში,
ქალაქ პარიზში, ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მიიღო
მონაწილეობა.
სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ფრანკოფონიის როლი კრიზისში
მყოფ სამყაროში“.
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და
ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს საკითხთა კომიტეტების სხდომებში.
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე გიორგი კახიანმა დელეგატებს სიტყვით
მიმართა. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ, გარე და შიდა
გამოწვევების მიუხედავად, მიაღწია ძლიერ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას და
ჩამოყალიბდა წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების მისაბაძ
მოდელად. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი, რომელსაც
გააჩნია ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ძლიერი ინსტიტუციური სისტემა და სანდო
ეკონომიკური პოლიტიკა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა
მიღწეული ყველა სფეროში.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვაჭრობა და ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ
მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველო ინარჩუნებს რეგიონული სავაჭრო
ცენტრის როლს, საერთაშორისო ბაზრებზე გაუმჯობესებული წვდომისა და
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელის წყალობით.
გიორგი კახიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მდგრადი განვითარება ეფუძნება
თანამშრომლობას,
კავშირების
განმტკიცებასა
და
ინოვაციებს,
სადაც
საპარლამენტო დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და საქართველო
1
მზად არის რეგიონული ინტეგრაციისადმი ერთგულებით შეიტანოს წვლილი
საერთო ინიციატივებში.
დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეა დარჩება საპარლამენტო დიპლომატიისა და თანამშრომლობის
სასიცოცხლო პლატფორმად მსოფლიოში, რომელიც რთული გამოწვევების წინაშე
დგას.
საქართველო მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთო მიზნების მიღწევაში და
გააღრმავოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ფრანკოფონიის
სამყაროს სხვა წევრ სახელმწიფოებთან.
ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით
წარსდგა ანტონ ობოლაშვილი და საქართველოს ეკონომიკურ პროგრესსა და
მიღწევებზე გააკეთა აქცენტი. მან აღნიშნა, რომ საქართველოში 2023 წელს,
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის გამართვა
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან სწორედ ამ სესიაზე, საქართველო
ოფიციალურად გახდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული
წევრი. დელეგაციის წევრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ბოლო წლებში
შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ეკონომიკად ჩამოყალიბდა და
რეგიონული და გლობალური გამოწვევების მიუხედავად შეინარჩუნა
მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა.
საქართველო აღიარებულია მიმზიდველ საინვესტიციო დანიშნულების ადგილად,
ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, დაბალი ხარჯებისა და შემცირებული რისკების
გამო, რაც საერთაშორისო რეიტინგებშიც აღინიშნება.
ღონისძიებას ესწრებოდა ასამბლეის წევრი 60-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგატი.
სესიის დასასრულს გადაწყდა, რომ მომდევნო ასამბლეას, 2026 წლის ივლისის
თვეში უმასპინძლებს კამერუნის რესპუბლიკა.
2025 წლის 19-22 ოქტომბერი, ანდორა-ლა-ველა ანდორას სამთავრო, ევროპის
რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიური ასამბლეა
დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი კახიანი, ნინო ბუჯიაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი
გიორგი კახიანი, ანდორის სამთავროში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის
ევროპის რეგიონის რიგით 37-ე ყოველწლიურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
სესიის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელიც სხვადასხვა
მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ეკონომიკურ გამოწვევებს, დასაქმების
პრობლემებსა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ახალგაზრდობის
ჩართულობას შეეხო.
ასამბლეამ
მიიღო
დეკლარაცია,
რომელშიც
ხაზგასმულია,
რომ
ბოლოდროინდელმა კრიზისებმა (კონფლიქტები უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში,
2
რეგიონული არასტაბილურობა) გამოავლინა ფრანგულენოვანი ქვეყნების
ეკონომიკური
სუვერენიტეტის
გაძლიერებისა
და
პარტნიორობის
დივერსიფიკაციის აუცილებლობა. ახალგაზრდების როლი ეკონომიკური
განვითარების მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მათი
მობილობის, ტრენინგისა და დასაქმების პოლიტიკის გაძლიერება. დეკლარაციაში
ასევე ხაზგასმულია, ხელოვნური ინტელექტის როლი ინკლუზიური ზრდის
მიმართულებით.
სხდომაში მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის წევრი
150-ზე მეტმა დელეგატმა ევროპის 24 ქვეყნიდან და რეგიონიდან.
3