საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თამჯდომარის გიორგი გაბუნიას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-02-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 32
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის სხდომა
თარიღი
09 თებერვალი 2026 12:00
2026 წლის 9 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1.
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (248/4-XIმპ, 12.12.2025);
მომხსენებლები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე;
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო
საბჭოს შექმნა;
მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი
N 32
2026 წლის 9 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (248/4-XIმპ, 12.12.2025);
მომხსენებლები: აჭარის ავტონომიური
თავმჯდომარე - დავით გაბაიძე;
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია
დიასამიძე;
2.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
საკონსულტაციო საბჭოს შექმნა;
49-ე
მუხლის
შესაბამისად,
მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.
სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.
სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე;
ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი; ნოდარ ტურძელაძე; აბესაძე გრიგოლ;
მალხაზ თორია.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები;
სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა
კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს
ხმათა უმრავლესობით.
მოისმინეს: კულტურის კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება
განიხილა და მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე აჭარის ავტონომიური
თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს
მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზება განხორციელდა და ორ
სამინისტროდ გაიყო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და
სპორტის სამინისტროდ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის
სამინისტროდ.
ცვლილებების თანახმად, დასახელება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“ იცვლება და
ფორმულირდება როგორც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და
სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“. ასევე, სსიპ აჭარის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების კომპონენტში, „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“
ნაცვლად
მიეთითება
„აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
კულტურის
სამინისტრო“.
„რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, მისი შესაბამისად,
ძეგლებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ოქმის
შედგენა ეკისრება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელიც აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ)
სტატუსით ფუნქციონირებს. აღნიშნული სსიპ რეორგანიზაციის შედეგად იმყოფება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში“ განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,
დავით გაბაიძემ.
მოისმინეს: სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
49-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი.
საბჭოს შემადგენლობა გახლავთ შემდეგი შემადგენლობით:
1. გიორგი გაბუნია - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; საკონსულტაციო
საბჭოს თავმჯდომარე
2. გიორგი ვაჩნაძე - სსიპ
თბილისის
ვანო
სარაჯიშვილის
სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
3. ყარამან ქუთათელაძე სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი
4. გიორგი შალუტაშვილი - სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა
და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
5. გიორგი დონაძე - სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის
სახელმწიფო ცენტრის დირექტორი
6. ჯიქი ჯანგულაშვილი სსიპ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის
სამხატვრო ხელმძღვანელი
7. ვალერი ასათიანი - აკადემიკოსი
8. როზეტა გუჯეჯიანი - ისტორიკოსი, ეთნოლოგი, პროფესორი
9. გიორგი კალანდია - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
10. გიორგი სიხარულიძე - სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი
11. ქეთევან დუმბაძე - სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი
12. მაყვალა გონაშვილი - მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
13. ნიკოლოზ შველიძე - სსიპ ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი
14. ბადრი მაისურაძე - სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი
15. დიმიტრი ღვთისიაშვილი - სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ
მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი
16. ქეთევან აბაშიძე - ხელოვნებათმცოდნე
„იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ ჩვენი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში, თანამშრომლობა ჩვენთვის
მნიშვნელოვანია, რადგან განათლება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს
წარმოადგენს. შესაბამისად, კულტურის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ
დაწესებულებებსა და ინსტიტუტებთან აქტიურ მუშაობას და მზად არის აღნიშნული
პროცესისთვის“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ
საკითხს კენჭი უყარა.
კულტურის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს, საბჭოს
შემადგენლობასა და დებულებას კენჭი უყარა.
სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე