საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია

ინტერპელაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება"
ნომერი
#2-1556/26
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2026-02-18

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 607/1-1/26 11-02-2026 საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად გადმოგცემთ საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვას (№2-1556/26; 11.02.2026;). (დანართი: 1 ფურცელი). პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა
2-1556/26 11-02-2026 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეკითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისთვის, ინტერპელაციის წესით მიმართვისთვის. 1.უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში? 2.როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით? 3.როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით? 4.გაქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად? 5.რა ზომებს ატარებთ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად? 6.რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს? 7.რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“? პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge