საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილ „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ (№1-768/26; 03.02.2026) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.02.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-2075/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-23
ბიუროს ნომერი 114

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი 2-2172/26 23-02-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 23 თებერვლის №114 სხდომა ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,III. საორგანიზაციო საკითხები“, №2 ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №114-XⅠმპ): „საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა (№2-2075/26; 23.02.2026) საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილ 300-ზე მეტი პირის ხელმოწერილ „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ (№1-768/26; 03.02.2026) პეტიციასთან დაკავშირებით“. ბიუროს გადაწყვეტილება: „ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილ 300-ზე მეტი პირის ხელმოწერილ „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ (№1-768/26; 03.02.2026) პეტიციასთან დაკავშირებით.“. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
2-2075/26 23-02-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დასკვნას საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე: „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ (N1-768/26, 03.02.2026). დანართი: “3” ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-2073/26 20-02-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების გათვალისწინების შესახებ (N1-768/26, 03.02.2026) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2026 წლის 20 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია: „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ (N1-768/26, 03.02.2026). პეტიციის ავტორების მოთხოვნაა პარლამენტმა შეიმუშავოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც დაემატება გარდამავალი დებულება, რომლის საფუძველზეც 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყონ სწავლა ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე 2026-2027 სასწავლო წელს. პეტიციით აგრეთვე, მოთხოვნილია სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. კომიტეტმა გაითვალისწინა პეტიციის ავტორთა და ხელმომწერთა მომართვა კომიტეტის სხდომაზე დასწრების თაობაზე. შესაბამისად, მათ მიეცათ შესაძლებლობა სხდომაზე პოზიციის წარმოდგენის. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge პეტიციაში წამოჭრილი საკითხზე კომიტეტმა პოზიციის წარმოსადგენად მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო). კომიტეტმა განიხილა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლას იწყებენ ბავშვები, როგორც სკოლამდელი განათლების გამოცდილებით, ასევე მის გარეშე. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ კომპეტენციებსა და უნარებს, რომლებიც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის არის აუცილებელი. წერილში აღნიშნულია, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით. იგი მოიცავს ფიზიკურ, კოგნიტურ, ემოციურ, სოციალურ და ქცევით მზაობას, რაც ასაკთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისასალმებელია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაასრულა სასკოლო მზაობის პროგრამის სრულად განახლება. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლამდელი განათლების დაწესებულებები 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში განახორციელებენ ახალ კურიკულუმებით სწავლებას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის, სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამდენად, სამინისტრო მიზანშეუწონლად მიიჩნევს 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილებაზე გარდამავალი პერიოდის დაშვებას. პეტიციით მოთხოვნილი სასკოლო მზაობის შეფასების მექანიზმების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია დასაბუთება, რომ აღნიშნული შეფასება მოითხოვს ბავშვზე ხანგრძლივ დაკვირვებას, სასკოლო მზაობა არ ფასდება ეტაპობრივი შეფასებით (მათ შორის, ფიზიკური და კოგნიტური განვითარება, ფსიქო-ემოციური და სოციალური უნარები), რაც დაკავშირებულია შესაბამისი კომპეტენციების დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსის საჭიროებასთან, რაც არ არის შესრულებადი. კომიტეტზე ხაზი გაესვა, რომ პეტიციით გათვალისწინებული საკითხების განხილვა განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის კომიტეტზე განხილვის ეტაპზე. საგულისხმოა, რომ მიმდინარე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ემოციური ინტელექტისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განმტკიცება. დღეს მოქმედი სისტემის ფარგლებში, ყველაზე დიდი გამოწვევა და ფაქტია, რომ ბავშვს აქვს შესაძლებლობა სკოლაში სწავლა დაიწყოს 6 წლამდე ასაკში, ამასთან, შესაძლებელია არ ჰქონდეს საკმარისი სასკოლო მზაობა, ემოციურ-ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი და თვითდისციპლინა. 6 წლამდე ბავშვებში ხშირად ფიქსირდება დაღლა ან ჰიპერაქტიულობა, დემოტივაცია, რაც აფერხებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას და ცალსახად ხელს უშლის ბავშვის სრულყოფილ ადაპტაციას სკოლაში, აქვეითებს მოსწავლის თვითშეფასებას და ზრდის სწავლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას. საყურადღებოა აგრეთვე, სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს 16/09/2019-31/12/2019 პერიოდში დაბადებული 14,687 ბავშვიდან სკოლაში მხოლოდ 8,329 (57%) ბავშვი დარეგისტრირდა. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ზოგადი განათლების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ რიგ ნაბიჯებზე, კერძოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გახდა უფასო, შესაბამისად, ყველა ბავშვი უზრუნველყოფილია სასკოლო მზაობის პროგრამებით. საპილოტე რეჟიმში მოეწყო 150 სკოლა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს მომდევნო წელს სწავლა განაგრძონ შეუფერხებლად. მისასალმებელია, რომ სამინისტრომ შეზღუდულ დროში სრულად განაახლა სასკოლო მზაობის კურიკულუმი, რომელიც ჰოლისტურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის მხრიდან მშობლებს მიეცათ შეთავაზება, ბავშვის სასკოლო მზაობის პროგრამებთან დაკავშირებით წარმოედგინათ ალტერნატიული წინადადებები შესაძლო თანამშრომლობის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შემდგომი შესწავლა და განხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი