საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანამდევი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№151/2-XIმპ; 08.09.2025) საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.02.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე
ნომერი
#2-2137/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-23
ბიუროს ნომერი 114

📜 ტექსტი

წერილი
2-2137/26 23-02-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისა და დამატებითი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე, გთხოვთ, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი ვადის 1 თვით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№151/2-XIმპ, 08.09.2025). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge