სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-02-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 33
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის სხდომა
თარიღი
23 თებერვალი 2026 12:00
2026 წლის 23 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის
მოსმენა;
მომხსენებელი:
სსიპ
-
ილია
ჭავჭავაძის
სახელობის
საქართველოს
ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი - კონსტანტინე გამსახურდია.
ეროვნული
კომიტეტის სხდომის ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი
N 33
2026 წლის 23 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. სსიპ
-
ილია
ბიბლიოთეკის
ჭავჭავაძის
მიერ
სახელობის
გაწეული
საქართველოს
საქმიანობისა
და
ეროვნული
დაგეგმილი
პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული
ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი - კონსტანტინე გამსახურდია.
სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.
სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ
ბერიძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი; აბესაძე გრიგოლ; მალხაზ
თორია.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები; სსიპ - ილია ჭავჭავაძის
სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები;
სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა
და
დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის
წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით.
მოისმინეს: პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე სსიპ - ილია
ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობისა
და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ეროვნული
ბიბლიოთეკის
გენერალურმა
დირექტორმა კონსტანტინე
გამსახურდიამ ბიბლიოთეკაში განხორციელებულ, დაგეგმილ სარესტავრაციო
და აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ბიბლიოთეკის
ფონდების განახლებისა და შევსების პროცესზე.
კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა პროექტ „გიგანტური წიგნების“ შესახებ
და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების
სრული კომპლექტი გამოიცა. მისი თქმით, პროექტი 2026 წელს გაგრძელდება.
„გიგანტური წიგნების“ პროექტი უნიკალური და ისტორიული მნიშვნელობის
ინიციატივაა. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, პირადად დავსწრებოდი
მისი მეორე ეტაპის პრეზენტაციას. ეს გამოცემები წარმოადგენს მე-19 საუკუნის
მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების
მატიანეს - ჩვენი კოლექტიური მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილს, სადაც
თავმოყრილია
დიდი
მამულიშვილების
სტატიები,
წერილები
და
ლიტერატურული ნაწარმოებები. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ
„გიგანტური
წიგნები“
მაქსიმალურად
ხელმისაწვდომი
გახდეს
საზოგადოებისთვის და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ჩვენი ისტორიული და
კულტურული მემკვიდრეობა. - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს გაფართოვდა ელექტრონული
რესურსების ლაბორატორია. მისივე თქმით, 2026 წელს ეროვნულ
ბიბლიოთეკაში „მადლიერების
გამოფენის“ გახსნა
და
სამეცნიერო
ჟურნალის „ლიბრარიუმის“ გამოცემაა დაგეგმილი.
ეროვნული
ბიბლიოთეკის
დირექტორის
მოადგილემ მირიან
ხოსიტაშვილმა კულტურის კომიტეტის წევრებს საგამომცემლო საქმიანობისა
და
საბიბლიოთეკო
სფეროში
ხელოვნური
ინტელექტის
დანერგვის
მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
მირიან ხოსიტაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მულტიფუნქციური
ბიბლიოთეკების განვითარების ეროვნულ მოდელზე გაამახვილა. როგორც მან
აღნიშნა, დღესდღეობით საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელში 834
ბიბლიოთეკაა. მათ შორის, 662 სასოფლო, 107 საქალაქო და 65 მუნიციპალური
მთავარი ბიბლიოთეკაა რეგისტრირებული. მისი თქმით, ეროვნული
ბიბლიოთეკის მიზანი რეგიონული ბიბლიოთეკების მულტიფუნქციურ
საზოგადოებრივ ცენტრებად ჩამოყალიბებაა.
„ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიზანია ქვეყანაში ერთიანი
ციფრული პლატფორმის შექმნა და მისი ინტეგრირება ყველა მუნიციპალურ
ბიბლიოთეკაში,
რათა
უზრუნველყოფილი
იყოს
საერთო
სისტემაში
გაერთიანებული რესურსების ხელმისაწვდომობა და ერთიანი წვდომა.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი
მიზანშეწონილია განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ,
როგორც ქვეყნის მთავარმა ბიბლიოთეკამ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მისი
ჩართულობით და ინსტიტუციური მხარდაჭერით განხორციელდეს სისტემის
პროგრამული უზრუნველყოფა, განვითარება და მდგრადი ფუნქციონირება.“ განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
მუნიციპალური
ბიბლიოთეკების
გაძლიერება.
„ჩვენ, კომიტეტი, უკვე ერთი წელია აქტიურად და საფუძვლიანად ვმუშაობთ
მუნიციპალიტეტებში მოქმედი კულტურის ორგანიზაციების მდგომარეობის
შესწავლაზე. ვაფასებთ როგორც არსებულ ვითარებას, ისე იმ ძირითად
გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეს დაწესებულებები დგანან. საერთო ჯამში,
ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 270-ზე მეტი მსგავსი ორგანიზაცია და
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში მათი დაფინანსება
მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ კვლავაც
აუცილებელია მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული კულტურის
ორგანიზაციების გაძლიერება და მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაღრმავება.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მუნიციპალური ბიბლიოთეკების
მდგომარეობა, რომლებიც არაერთ გამოწვევას აწყდებიან, მათ შორის
ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. პრაქტიკამ ნათლად დაგვანახა, რომ ამ
მიმართულებით საჭიროა არსებული მიდგომების გადახედვა და გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ როგორც საკანონმდებლო მექანიზმების
გამოყენების შესაძლებლობას, ისე კონკრეტულ გზებსა და ფორმებს, თუ როგორ
შეიძლება ამ სფეროს სისტემური განვითარება.
ამ პროცესის ფარგლებში უკვე შემუშავებული გვაქვს წერილობითი
რეკომენდაციები,
რომლებიც,
ჩვენი
შეფასებით,
დაეხმარება
მუნიციპალიტეტებს შესაბამისი, მიზნობრივი და ეფექტიანი ნაბიჯების
გადადგმაში,
რათა
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდეს
კულტურის
ორგანიზაციების ფუნქციონირება და განვითარების პირობები.“ - განაცხადა
გიორგი გაბუნიამ.
„უმნიშვნელოვანესია, რომ გადაიდგას ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული
ნაბიჯები არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით,
არამედ ციფრული ტრანსფორმაციის კუთხითაც. ციფრული ტექნოლოგიების
განვითარება დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ
ვცხოვრობთ
ეპოქაში,
სადაც
ინფორმაციის
მიღება,
გაზიარება
და
ხელმისაწვდომობა
ტექნოლოგიური
საშუალებებით
მნიშვნელოვნად
გამარტივდა და უფრო ეფექტიანი გახდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი უდიდესი
კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული მეხსიერება, რომელიც დაცულია
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა
გახდეს
საზოგადოებისთვის,
მათ
შორის
თანამედროვე
ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი
ისტორიისა და კულტურის შენარჩუნებას, არამედ მის ფართო გავრცელებას და
ხელმისაწვდომობას.“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ,
გაბუნიამ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.
გიორგი
სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე