საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის მომართვა საქართველოს კანონების პროექტების განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ: ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანამდევი კანონების პროექტებისა (№223/2-XIმპ, 02.12.2025) – 3 კვირით; ბ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა (№210/2-XIმპ, 19.11.2025) - 2 კვირით
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-04
ბიუროს ნომერი 115
📜 ტექსტი
წერილი
2-2477/26
02-03-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-2394/26; 27.02.2026), უზრუნველვყოთ საკომიტეტო
განხილვის ვადის გაგრძელება შემდეგ კანონპროექტებზე:
1. საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და მის თანამდევ საქართველოს კანონის პროექტებზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სოციალური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№223/2-XIმპ, 02.12.2025);
2. საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№210/2-XIმპ, 19.11.2025).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განგვისაზღვროთ საქართველოს
კანონის პროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი
საქართველოს კანონების პროექტების (№223/2-XIმპ, 02.12.2025) საკომიტეტო განხილვის
ვადა 3 კვირით, ხოლო საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№210/2-XIმპ, 19.11.2025) - 2 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge