ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.03.2026
ავტორი
ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია"
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#[58fb]/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-03-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 34

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 09 მარტი 2026 12:00 2026 წლის 9 მარტი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე - თამარ გვარიშვილი; ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი - ლაშა მდივანი.
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N 34 2026 წლის 9 მარტი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე - თამარ გვარიშვილი; ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი - ლაშა მდივანი. სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია. სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი; ტურძელაძე ნოდარ; აბესაძე გრიგოლ; მალხაზ თორია. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები; ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის“ წარმომადგენლები; სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. მოისმინეს: კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა. სხდომაზე, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გვარიშვილმა რეფორმის შედეგად კანონში განხორციელებულ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების სისტემა და ამოქმედდა „კერძო კოპირების“ ჰონორარის შეგროვების მექანიზმი. მომხსენებელმა ასოციაციის საქმიანობაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ჰონორარის შეგროვების დინამიკასთან დაკავშირებული სტატისტიკა გააცნო. თამარ გვარიშვილმა აღნიშნა, რომ IPOA-ს ინიციატივით და საერთო კრების გადაწყვეტილებით, დაფუძნდა ფონდი „მესმა“, რომლის მიზანია კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მისივე ინფორმაციით, 2026 წლის მაისში დაგეგმილია ასოციაციის მონაწილეობა SCAPR-ის გენერალურ ასამბლეაში, ხოლო ივნისში - CISAC-ის კონფერენციაზე. კომიტეტის სხდომაზე ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა მდივანმა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და დარგის განვითარებაზე ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. „თუ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ახალი პროდუქტის შესაქმნელად იყენებს სხვა ავტორების ნამუშევრებს და შესაბამისად, შესაძლოა შეეხოს მათ საავტორო უფლებებს, გარწმუნებთ, რომ 5– 10 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მიაღწევს განვითარების ისეთ დონეს, როდესაც მას უკვე ექნება შესაძლებლობა სრულიად დამოუკიდებლად შექმნას ნებისმიერი ტიპის პროდუქტი და ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება იმის დამტკიცება, რომ მან ვინმეს საავტორო უფლება გამოიყენა.“- განაცხადა სოსო გიორგაძემ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „დღესაც და მომავალშიც ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, საკუთარი უნარები განავითაროს, მათ შორის ხელოვნების სფეროში წარმატებით გამოიყენოს და ახალი შემოქმედებითი ფორმები შექმნას. რა თქმა უნდა, ამ პროცესს სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებიც. თუმცა ერთი რამ რჩება უცვლელი - ის, რისი ჩანაცვლებაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია, არის ადამიანური ემოციები და ის უნიკალური განცდა, რომელსაც ქმნის ადამიანი. მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, ამ წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებების დანერგვა მომავალში ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანი იქნება.“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ. „ასევე მსურს ხაზი გავუსვა ხელოვანთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას მათი უფლებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად იცოდნენ, რა უფლებები აქვთ და როგორ შეუძლიათ ამ უფლებების ეფექტიანად დაცვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ ბევრის გაკეთება შეგვიძლია.“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გაბუნიამ წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა. გიორგი სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე