„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.03.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#265/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44 . იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიული დახმარების სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის თანხმობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: იურიდიული დახმარების სამსახურისა და იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობისა და მისი კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით 2026 წლის 20 იანვარს საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი (№250/3-XIმპ, 20.01.2026). აღნიშნული ინიციატივის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების საბჭოს გაუქმებისა და ამ საბჭოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობასა და სამსახურის დირექტორს შორის გადანაწილების შესახებ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა რამდენიმე საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების საჭიროება, რაც უზრუნველყოფილ იქნა იმავე საკანონმდებლო პაკეტში არსებული კანონპროექტების სათანადო კორექტირებით მათი მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების პროცესში. 2026 წლის 4 მარტს დასახელებულ საკანონმდებლო პაკეტში არსებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა მიიღო მესამე მოსმენით და სათანადო ცვლილებები უკვე ასახულია შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღების მიუხედავად, მისი მიზნების სრულყოფილად მისაღწევად კვლავ არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების საჭიროება, სახელდობრ: ვინაიდან ინიციირების დროს ხსენებული ინიციატივა არ ითვალისწინებდა იურიდიული დახმარების საბჭოს გაუქმებას, საკანონმდებლო პაკეტში არ იყო წარმოდგენილი ცვლილების პროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში, რომლის 44-ე მუხლი განსაზღვრავს იურიდიული დახმარების საბჭოს როლს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ამდენად, აღნიშნული ნორმა დღესაც მოქმედებს, რაც შეუსაბამოა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან. სწორედ ამ შეუსაბამობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად წინამდებარე კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისობა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 44-ე მუხლი, რის შედეგადაც განისაზღვრება, რომ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია არა იურიდიული დახმარების საბჭოს, არამედ მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის თანხმობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია ძალაში უნდა შევიდეს 2026 წლის 1 მაისიდან, რადგან ამავე თარიღიდან ამოქმედდება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს რაიმე სახის ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.