„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 85 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
სარეგისტრაციო
კოდი:
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
300010000.05.001.020884)
შეტანილ
13.06.2023,
იქნეს
შემდეგი
ცვლილება:
1. მე-10 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქსტატს
ხელმძღვანელობს
აღმასრულებელი
დირექტორი.
აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით.
2.
კანდიდატს
აღმასრულებელი
არჩევს
დირექტორის
საქართველოს
თანამდებობის
მთავრობის
დასაკავებლად
დადგენილებით
შექმნილი
დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის
საფუძველზე, რომელსაც აცხადებს საქსტატი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს
ღია
კონკურსის
შედეგად
შერჩეულ
პირთაგან
თანამდებობაზე
ნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის
ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
გ) მე-5-მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებიდან და კონსტიტუციური სამართლის
პრინციპებიდან
გამომდინარე,
სახელმწიფო
მმართველობის
მოდელი
ექსკლუზიურად წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით. ამ პრინციპის
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია,
რომ
საჯარო-მმართველობითი
ფუნქციის
განმახორციელებელი ორგანო ექვემდებარებოდეს უმაღლესი აღმასრულებელი
ხელისუფლების
განმახორციელებელ
სუბიექტს
და
მის
წინაშე
იყოს
ანგარიშვალდებული. აღნიშნული პრინციპი, მათ შორის, მოითხოვს ორგანოს
ხელმძღვანელისა და სხვა უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე განწესების
თაობაზე,
ერთი
სახელისუფლებო
შტოს
ფარგლებში,
გადაწყვეტილების
ეფექტიანად მიღების შესაძლებლობას.
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
(საქსტატის) აღმასრულებელი დირექტორისა და საქსტატის საბჭოს წევრის
დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა, რაც უზრუნველყოფს
საქსტატის დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებას და ხელს შეუწყობს
სამსახურის საქმიანობისა და მისი კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
აგრეთვე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების ღია
კონკურსის წესით შერჩევა გარანტირებული იქნება, რაც უზრუნველყოფს
ოფიციალური სტატისტიკის კანონის დოკუმენტთან (Generic Law on Official
Statistics, UNECE) შესაბამისობის შენარჩუნებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს
თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების
დანიშვნასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ აუქმებს
ზედამხედველობის მექანიზმს და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ
ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
მთავრობის წინაშე (არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს
პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქსტატის საქმიანობის
შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე
•
დანიშნავს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს
•
შეარჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი
საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე,
რომელსაც გამოაცხადებს საქსტატი.
• საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე
დანიშნავს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
• დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის
ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
აუცილებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის)
დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოფილ
იქნეს ახალი დირექტორის დროული დანიშვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიხედვით
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; თორნიკე ბერეკაშვილი;
გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი და ლევან მაჭავარიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; თორნიკე ბერეკაშვილი;
გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი და ლევან მაჭავარიანი.