„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.03.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#266/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 192-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 193-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 193. ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, მისთვის შესაბამისი კანდიდატურის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს ამ რეგლამენტის 182-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაზე, თუ ამ რეგლამენტის 181ე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 6. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს კანდიდატურებს და უსმენს ამ რეგლამენტის 183-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: წინამდებარე რეგლამენტის ცვლილებების პაკეტში პროექტი შემავალი გამომდინარეობს „ოფიციალური საკანონმდებლო სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლითაც ახლებურად განისაზღვრება საქსტატის საბჭოს წევრებისა და აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის წესი. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს საქართველოს პარლამენტი. თუმცა, კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად აღარ იარსებებს საქართველოს პარლამენტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშნვნის თაობაზე თანხმობის მიცემის წესი. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე თანამდებობაზე დანიშნავს საქსტატის საბჭოს წევრებსა და სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებული იქნება 192-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სტატისტიკის დირექტორისა და ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ეროვნული დანიშვნაზე პარლამენტის თანხმობის მიცემის წესს. სამსახურის აღმასრულებელი საბჭოს წევრის ასევე, ცვლილების შესაბამისად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის სათაური და პირველი, მე-2, მე-5 და მე6 პუნქტები . ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტის მიმართ. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, რეგლამენტის პროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): რეგლამენტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან აუცილებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოფილ იქნეს ახალი დირექტორის დროული დანიშვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელიდა შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის ორგანიზაციის/დაწესებულების, პროექტის სამუშაო შემუშავებაში ჯგუფის, ექსპერტის მონაწილე შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; თორნიკე ბერეკაშვილი; გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი და ლევან მაჭავარიანი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი; თორნიკე ბერეკაშვილი; გიორგი ბარვენაშვილი; ირაკლი მეზურნიშვილი და ლევან მაჭავარიანი.