„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, დავით დოლიძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ზარქუა, ვარლამ ლიპარტელიანი
ნომერი
#267/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1524 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1524. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით.“; გ) მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 500 ლარის ოდენობით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღესდღეობით სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წარმოადგენს. დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსება ან/და რეალიზაცია. აღნიშნული საკითხი 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რისთვისაც განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დაამტკიცა „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“, რომელიც ამოქმედდა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან. ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციისთვის მიზანშეწონილია მსგავსი წესი შეიმუშაონ სხვა მუნიციპალიტეტებმაც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკითხის დარეგულირების მიზნით და ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით საჭიროა შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა მიიღონ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა ან/და რეალიზაციის წესი, რომლის დარღვევისთვისაც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სანქციები. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას გარემოზე ისეთი მავნე ზემოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ხელყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებას ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა ან/და რეალიზაციის პროცესში ჰაერისა და ნიადაგის სხვადასხვა ნივთიერებითა და მტვრის ნაწილაკებით დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის შესაბამისად, ცვლილება შედის 1524 მუხლის სათაურსა და ამავე მუხლის პირველ და მეხუთე ნაწილებში. 1524 მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული წესი ამ ეტაპზე მოქმედებს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კანონპროექტის პირველი მუხლით კი შესაბამისი მუნიციპალიტეტები შეძლებენ მსგავსი წესის შემუშავებას, რომლის დარღვევისთვისაც დაწესებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები. კერძოდ: • მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 30000 ლარით. • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, განთავსება ან/და განსაზღვრული ფეთქებადი რეალიზაცია იმ მუნიციპალიტეტის ან ამტვერებადი ადგილებში, საკრებულოს ნივთის/ნივთიერების რომლებიც საამისოდაა მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 5000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ოქტომბერს, ვინაიდან კანონპროექტის ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის შესამუშავებლად და მისაღებად საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის არსებობა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, რომელიც დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. ცვლილება ითვალისწინებს თბილისის გარდა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც სანქციების შემოღებას - მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე - 1000-დან 30 000 ლარამდე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრირება განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რესურსით და ამ ეტაპზე და შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში არ იგეგმება არანაირი ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების წარმოქმნას. გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დაარღვევენ: - მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა ან/და რეალიზაციის წესს, ვინაიდან: • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზემოხსენებული მასალების განთავსებისა ან/და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 2500 ლარის გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 5000 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 5000 და 15 000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით; • იგივე ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 5000 ლარის გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 10 000 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 10 000 და 30 000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით; • ზემოხსენებული მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 1000 ლარის გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 2500 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 2500 და 5000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით; • იგივე ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 2500 ლარის გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 5000 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 5000 და 15 000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს თბილისის მსგავსად ახალი სანქციების შემოღებას სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესაბამისი საკრებულოების მიერ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის და ამტვერებადი მასალის დამუშავების, შენახვისა და განთავსების წესების დარღვევისთვის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, დავით დოლიძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ზარქუა, ვარლამ ლიპარტელიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, დავით დოლიძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ზარქუა, ვარლამ ლიპარტელიანი. სალომე