„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997,
გვ. 1) 15092 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის
გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების
დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი
აქტების შესაბამისად, ფუნქციონირებდა კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის
ფორმით, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად 2026
წლის 1 ივნისამდე. ამ საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის
შემთხვევაში
არასამეწარმეო
ვალდებულებებისა
და
(არაკომერციულ)
შესაბამისი
ქონებრივი
იურიდიულ
პირად
რეგისტრაციის,
საკითხების
რეგულირების
მიზნებისთვის
გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მისი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების
ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების
შინაარსით, რომლის თანახმად, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი სისხლის
დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო
სამართლებრივი
აქტების
შესაბამისად,
ფუნქციონირებდა
კერძო
სამართლის
სამეწარმეო
იურიდიული პირის ფორმით, შეიძლება 2026 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდეს არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირების წესების დასადგენად საჭიროა ცვლილების
განხორციელება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რათა „ადამიანის სისხლისა და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის შემდეგ არ წარმოიქმნას შეუსაბამობა აღნიშნულ ორ კანონს შორის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში მოვა
„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატან ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და 15092 მუხლს
ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი
სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა
და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და
სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ფუნქციონირებდა კერძო სამართლის სამეწარმეო
იურიდიული პირის ფორმით, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირად 2026 წლის 1 ივნისამდე. ამ საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად
რეგისტრაციის, მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების
მიზნებისთვის გამოიყენებულ იქნება ამავე მუხლის სხვა დებულებებიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილია საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ძირითადი
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, წინამდებარე კანონპროექტიც საჭიროა განხილულ
იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
რესპუბლიკის
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის
დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებდნენ კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული
პირის ფორმით, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში
მოუწევთ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის საფასურის გადახდა 200
ლარის ოდენობით (დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში - 400 ლარის ოდენობით).
აღნიშნული საფასურებიდან მიღებული თანხა აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შემოსავალში, რაც ასევე გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში
მიმართული 10%-ის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შედეგად, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის
დაწესებულებებს, რომლებიც ფუნქციონირებდნენ კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული
პირის ფორმით, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის შემთხვევაში
მოუწევთ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის საფასურის გადახდა 200 ლარის ოდენობით
(დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში - 400 ლარის ოდენობით).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.