„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-16
ბიუროს ნომერი 117
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ ცვლილება და
კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პირის დაზვერვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ
შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შეიძლება
დადგინდეს
ამ
თავით
დადგენილისგან
განსხვავებული
წესები,
რომლებსაც
დაზვერვის სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, თუ
კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი გამომდინარეობს „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და მისი
მიზანია საკანონმდებლო აქტების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ,
ძირითადი ინიცირებული კანონპროქტის
მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ახალი
რედაქცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს აძლევს
შესაძლებლობას, რომ დაზვერვის სააგენტოში დანიშნული პირებისთვის სპეციალური
მომზადების კურსის დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან გათავისუფლებისა და
ხანგრძლივობის შემცირების საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება მიანიჭოს
დაზვერვის სააგენტოს უფროსს. აღსანიშნავია, რომ სპეციალური მომზადების კურსის
გავლის საკითხები იმავდროულად წარმოადგენს ასევე დაზვერვის სააგენტოში
სამსახურის გავლის შემადგენელ ნაწილსაც. აღნიშნულის გამო კი უკვე წარმოიშვა ამ
კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის რედაქტირების საჭიროებაც. ეს პუნქტი
განსაზღვრავს, რომ დაზვერვის სააგენტოში - სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ
შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ წესებს (თუნდაც
განსხვავებულ
წესებს)
ამტკიცებს
უშუალოდ
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სათანადო ცვლილება არ შევა
მე-7 პუნქტში, მაშინ ორი საკანონმდებლო აქტის მარეგულირებელი ნორმები
წინააღმდეგობაში მოვა ერთმანეთთან და არ იქნება თანხვედრაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ეს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტთან და
აღნიშნულ ნორმებს შორის შესაძლო წინააღმდეგობის აღმოფხვრის მიზნით კანონის
29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„7. პირის დაზვერვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ
შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შეიძლება
დადგინდეს
ამ
თავით
დადგენილისგან
განსხვავებული
წესები,
რომლებსაც
დაზვერვის სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, თუ
კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული
გარემოებების დროულად გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანია კანონპროექტის
შემჭიდროებულ ვადებში მიღება. შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
ალექსანდრე
ტაბატაძე,
ზვიად
შალამბერიძე, ირაკლი ხელაძე, გენრიეტა წიწავა, ვიქტორ ჯაფარიძე, თენგიზ
შარმანაშვილი, იოსებ ჯორბენაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
ალექსანდრე
ტაბატაძე,
ზვიად
შალამბერიძე, ირაკლი ხელაძე, გენრიეტა წიწავა, ვიქტორ ჯაფარიძე, თენგიზ
შარმანაშვილი, იოსებ ჯორბენაძე.