საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე - 2025 წლის 10 დეკემბრიდან 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.03.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3271/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-23
ბიუროს ნომერი 119 (11:55)

📜 ტექსტი

წერილი
2-3271/26 19-03-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე - 2025 წლის 10 დეკემბრიდან - 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ინფორმაცია
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2025 წლის 10 დეკემბრიდან - 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში) 2025 წლის 10 დეკემბრიდან - 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 18 სხდომიდან, დავალებები (სულ 26), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 4 სხდომაზე, მათ შორის 23 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის სტრუქტურებიდან მიღებული თანახმად: ინფორმაციის 25 დავალება შესრულებულია, 1 დავალების შესრულებაზე - მიმდინარეობს მუშაობა) საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით  ოქმი N103/2-X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - მცირე სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისათვის; - გამაგრილებელი ჯგუფების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის; - ლიფტების გეგმიური ტექნიკური ინსპექტირების სახელმწიფო შესყიდვისათვის; - შეკვეთით ნაბეჭდი მასალის სახელმწიფო შესყიდვისათვის; - დროშების სახელმწიფო შესყიდვისათვის. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა: - დროშების სახელმწიფო შესყიდვა /მიმდინარეობს მუშაობა/ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ოქმი №97/19-ХI03  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: ერთი კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და დასკვნა წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მიერ წარმოდგეწილ „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის“ პაციენტებისთვის საჭირო Page |2 მედიკამენტების მიღების მხარდაჭერის თაობაზე“ პეტიციაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შესახებ. დავალების შესრულების მდგომარეობა: კომიტეტმა 2025 წლის 15 დეკემბრის საქართველოს პარლამენტისათვის სხდომაზე (ოქმი N49) განიხილა წარდგენილ პეტიციაზე (№1-10487/25; 3.12.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები. გადამოწმების შედეგად დადგინდა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან 458 ხელმოწერის ნამდვილობა (რაც აღემატება 300 ხელმოწერას) და დასკვნა (217403/25 15-12-2025) წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით  ოქმი N103/4 -X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - ახალი ამბების სააგენტოს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის; - ყვავილების თაიგულების სახელმწიფო შესყიდვისათვის; - 2 ცალი ბრენდული პერსონალური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვისათვის; - 160 ცალი პლანშეტური კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი N103/5 -XIმპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - მთარგმნელობითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის; - გათბობა კონდიცირების სისტემის ფანკოილების სახელმწიფო შესყიდვისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია 2 Page |3  ოქმი N103/6 -XIმპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სათანადო პროცედურები: - A4 ფორმატის 2000 შეკვრა უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის შესყიდვისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ოქმი N103/12- X1მპ  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება:  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და სახელფასო ფონდის (12 000 ლარის ოდენობით) განსასაზღვრად (ერთი მოწვეული სპეციალისტისთვის 1600x4 კოეფ=6400, ერთი მოწვეული სპეციალისტისათვის 1600x2 კოეფ=3200, ერთი მოწვეული სპეციალისტისათვის 1600x1.5 კოეფ=2400);  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის 8160 ლარის ოდენობით განსასაზღვრად (თითოეული სპეციალისტისათვის 2720 ლარი);  კულტურის კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 3 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის 8640 ლარის ოდენობით განსასაზღვრად (2 მოწვეული სპეციალისტისათვის 5120 ლარი, აქედან თითოეული სპეციალისტისათვის 2560 ლარი, 1 მოწვეული სპეციალისტისათვის 3520 ლარის ოდენობით);  სპორტის კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 2 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულების ვადის გასაგრძელებლად და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 4480 ლარის ოდენობით (კოეფ - 2.8) და მეორე მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, ყოველთვიურად, 3520 ლარის ოდენობით (კოეფ - 2.2) განსაზღვრისათვის; 3 Page |4  დიასპორის კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის განსასაზღვრად (ერთი მოწვეული სპეციალისტისთვის 2400 ლარის ოდენობით, კოეფ - 1.5, ერთი მოწვეული სპეციალისტისათვის 2560 კოეფ -1.6);  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 1 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის განსასაზღვრად ერთი მოწვეული სპეციალისტისთვის 3360 ლარის ოდენობით;  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 2 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის განსასაზღვრად, თითოეულისათვის ყოველთვიურად 3200 (2x1600)ლარის ოდენობით;  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 5 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის განსასაზღვრად (3 მოწვეული სპეციალისტისათვის ყოველთვიურად 4480 ლარის ოდენობით და 2 მოწვეული სპეციალისტისათვის - ყოველთვიურად 3520 ლარის ოდენობით);  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 4 მოწვეული სპეციალისტის ხელშეკრულებების ვადის გასაგრძელებლად და თვიური სახელფასო ფონდის (14400)ლარის ოდენობით განსასაზღვრად(ერთი მოწვეული სპეციალისტისთვის 4000 ლარის ოდენობით, კოეფ - 2.5, ერთი მოწვეული სპეციალისტისათვის 3520 ლარის ოდენობით, კოეფ -2.2, ერთი მოწვეული სპეციალისტისათვის 3200 ლარის ოდენობით, კოეფ -2, ერთი მოწვეული სპეციალისტისათვის 3680 ლარის ოდენობით, კოეფ -2.3,). დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ოქმი №109/2-XI83  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: ერთი კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და დასკვნა წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს: „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა 4 Page |5 ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ“ პეტიციაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შესახებ დავალების შესრულების მდგომარეობა: კომიტეტმა 2026 წლის 9 თებერვლის საქართველოს პარლამენტისათვის სხდომაზე (ოქმი N49) განიხილა წარდგენილ პეტიციაზე (№1-768/26; 03.02.2026) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები. გადამოწმების შედეგად დადგინდა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან 508 ხელმოწერის ნამდვილობა (რაც აღემატება 300 ხელმოწერას) და დასკვნა (21425/26 09-02-2026 ) წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ოქმი №106/11-ХI03 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა: ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების წამდვილობა და შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს: არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძე) მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შესახებ. დავალების შესრულების მდგომარეობა: კომიტეტმა 2026 წლის 12 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N53) განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები. გადამოწმების შედეგად დადგინდა 30 913 ხელმოწერის ნამდვილობა, რაც აღემატება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას და იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. კომიტეტის დასკვნა (2-1636/26; 12-02-2026) წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია 5