„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.03.2026
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#275/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-30
ბიუროს ნომერი 120

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №008, 8.05.96, გვ. 9) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ნავთობკომპანიებს შორის 1996 წლის 8 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) ცვლილება-დამატების განხორციელების შედეგად აღნიშნული ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) მოქმედების დასრულების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 8 ივნისი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 1996 წლის 8 მარტს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ შემდგომში - „კორპორაცია“) და ნავთობკომპანიებს შორის, ბაქო-სუფსის მილსადენის საქართველოში მდებარე მონაკვეთთან დაკავშირებით გაფორმდა ,,მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ“ ხელშეკრულება (შემდგომში - „PCOA“), რომლის მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 24 აპრილს. იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერირების ხელშეკრულების (,,აზერბაიჯანული ხელშეკრულება“) ვადა 2026 წლის 7 ივნისს იწურება, გარდამავალ პერიოდში ბაქო-სუფსის მილსადენის მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია, „PCOA“-ის მოქმედების ვადა თანხვედრაში იყოს ,,აზერბაიჯანულ ხელშეკრულებასთან“. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება უცხოურ ნავთობკომპანიებთან და მილსადენის ოპერატორ კომპანიასთან. შესაბამისად, 2026 წლის 8 ივნისამდე მილსადენის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მათ მიერ იქნება გაწეული. „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) პირველი მუხლის მე-3 პუნქტით „PCOA“-ის მინიჭებული აქვს კანონის ძალა და შესაბამისად, „PCOA“-ის მოქმედების ვადის ცვლილება, შესაბამის ცვლილება-დამატების გაფორმებასთან ერთად, საჭიროებს „კანონში“ ცვლილებასაც. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 მარტის №543 განკარგულებით, მოწონებულ იქნა „PCOA“-ის ცვლილება-დამატება. ხსენებულ ცვლილება-დამატებაზე ხელმოწერის პროცესი დასრულდა მიმდინარე წლის 19 მარტს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „PCOA“-ს „კანონის“ მიხედვით აქვს კანონის ტოლფასი ძალა. შესაბამისად, „PCOA“-ში ცვლილება საჭიროებს ასევე „კანონში“ ცვლილების შეტანასაც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად, მიღებულ იქნება 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულების („მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება“) ცვლილება ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2026 წლის 8 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „PCOA“-ის მოქმედების ვადებში და ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 8 ივნისამდე (ნაცვლად 2026 წლის 24 აპრილისა). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან, ,,PCOA“-ს მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 24 აპრილს, ხოლო ბაქო-სუფსის მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთით ოპერირების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა სრულდება 2026 წლის 8 ივნისს. შესაბამისად, გარდამავალ ეტაპზე, მილსადენის მთლიანობის, ჯეროვანი და შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნეს განხილული. ბ) კანონპროექტის გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან. მილსადენის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაწეული იქნება უცხოურ ნავთობკომპანიებისა და მილსადენის ოპერატორ კომპანიისგან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, შესაძლებლობას მოკლებულია ვიმსჯელოთ ფინანსურ გავლენებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს ფინანსურ გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, შესაძლებლობას მოკლებულია ვიმსჯელოთ იმ პირების ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ასეთი არ არსებობს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები; დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.