„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-30
ბიუროს ნომერი 120
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-13 მუხლის 185 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,185. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს,
განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობები, ასევე
შეთავსებით ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების
სფეროში, აგრეთვე სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ
საწარმოში საავიაციო სფეროში, თუ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
საქმიანობას აღნიშნულ სფეროებში ახორციელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სისტემაში დასაქმებული პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით
გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ
აჩერებს მის მოქმედებას.
ბ) მე-13 მუხლის 186 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 187 პუნქტი:
,,187. სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე სახელმწიფო ან
სახელმწიფოს
წილობრივი
მონაწილეობით
შექმნილ
საწარმოში
საავიაციო
სფეროში,საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს
საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ხელმძღვანელს/მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირს,
აგრეთვე
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში მოქმედ სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/მოადგილესა და ადმინისტრაციული
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ანაზღაურებადი საქმიანობა
განახორციელოს სამედიცინო სფეროში არამენეჯერულ პოზიციაზე,
ამ პუნქტით
გათვალისწინებული
საქმიანობის
განხორციელება
სამედიცინო
საქმიანობის
განმახორციელებელ
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ხელმძღვანელის/მოადგილისთვის
დასაშვებია
სახელმწიფო
კონტროლის
განმახორციელებელი
ორგანოს
ხელმძღვანელის,
ხოლო
ადმინისტრაციული
დასაქმებული
პირებისათვის
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ხელშეკრულებით
ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ
სამინისტრო) სისტემის
საქმიანობის სპეციფიკისა და არსებული სფეროების
გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემაში შეთავსებითი საქმიანობის საკითხების
დაზუსტებას. კერძოდ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული
პირების გარკვეულ კატეგორიას, კერძოდ, სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს,
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს,
აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შეეზღუდათ შეთავსებით
საქმიანობის უფლება სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საავიაციო სფეროში.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გიორგი
აბრამიშვილის
სახელობის
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალი), რომელიც ახორციელებს
სამედიცინო საქმიანობას, მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულები არიან სამედიცინო
განათლებისა და მოქმედი სამედიცინო პრაქტიკის მქონე პერსონალი. აღნიშნული პირების
სამედიცინო საქმიანობის უწყვეტობისა და მათთვის კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის,
მიზანშეწონილია ცვლილება განხორციელდეს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელს, მის
მოადგილეებს, აგრეთვე ამ ჰოსპიტალში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირებს, ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთავსებითი
საქმიანობების გარდა, უფლება ექნებათ განახორციელონ შეთავსებით ანაზღაურებადი
საქმიანობა სამედიცინო სფეროში, არამენეჯერულ პოზიციებზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შეთავსებით ანაზღაურებადი საქმიანობის საკითხები რეგულირდება „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, აუცილებელია
ცვლილება განხორციელდეს აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიხედვით ცვლილება განხორციელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელს,
მის მოადგილეებს, აგრეთვე ამ ჰოსპიტალში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირებს, ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შეთავსებითი საქმიანობების გარდა, უფლება ექნებათ, განახორციელონ შეთავსებით
ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში არამენეჯერულ პოზიციებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე13 მუხლს დაემატება 187 პუნქტი, რომელიც დააზუსტებს სამხედრო ჰოსპიტალში
დასაქმებული პირიების შეთავსებით ანაზღაურებადი საქმიანობის საკითხს. ამასთან,
ტექნიკურად დარედაქტირდება ამავე კანონის მე-13 მუხლის 185 პუნქტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან პროექტით
წარმოდგენილი ინიციატივა მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში.
სამინისტროს
სისტემის
სპეციფიკიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია
კერძოდ,
სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, დროის
შემჭიდროვებულ ვადაში მიეცეთ სამედიცინო სფეროში შეთავსებით საქმიანობის საშუალება,
რათა შეუფერხებლად განხორციელდეს სამხედრო ჰოსპიტლის საქმიანობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, შეთავსებით
ანაზაღაურებადი საქმიანობის უფლება ექნებათ სამხედრო ჰოსპიტალის ზოგიერთი
კატეგორიის თანამშრომლებს, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, იოსებ
ჯორბენაძე, ზვიად შალამბერიძე, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ხელაძე, გია ბენაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, იოსებ
ჯორბენაძე, ზვიად შალამბერიძე, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ხელაძე, გია ბენაშვილი.