„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (279/3-XIმპ, 25/03/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 11
III მოსმენა
✓ 78 ✗ 10
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-30
ბიუროს ნომერი 120
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„დაზვერვის
სააგენტოს
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
ეროვნული
სადაზვერვო
პროგრამიდან,
აგრეთვე
სადაზვერვო
საქმიანობასთან
დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო
დავალებებს;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და
გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების
შესაბამის სამსახურებთან;“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით:
ვ.ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით
გამოსცემს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ვ.ბ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ვ.გ)
თანამდებობებზე
ნიშნავს
და
თანამდებობებიდან
ათავისუფლებს
სააგენტოს
სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს;
ვ.დ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში
გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ვ.ე)
აუცილებლობის
შემთხვევაში
იღებს
გადაწყვეტილებებს
სააგენტოს
მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემის
შესახებ;
ვ.ვ) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებში;
ზ)
თანამდებობებზე
ნიშნავს
და
თანამდებობებიდან
ათავისუფლებს
სააგენტოს
მოსამსახურეებს, ამ პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და
თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და
მათ მოადგილეებს;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“−„მ“ ქვეპუნქტები:
„თ)
ეროვნული
სადაზვერვო
პროგრამიდან,
აგრეთვე
სადაზვერვო
საქმიანობასთან
დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს
სადაზვერვო დავალებებს;
ი)
დადგენილი
წესით
წაახალისებს
სააგენტოს
მოსამსახურეებს
ან
სააგენტოს
მოსამსახურეებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს
მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;
ლ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
მ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან
ათავისუფლებს
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსი.
სააგენტოს
უფროსის
მოადგილეთა
უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით.“.
4. მე-11 მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოში სამუშაოდ მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს
გამოსაცდელი ვადით. იგი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ
დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსი. პირის სპეციალური მომზადების კურსის
გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება
განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
ეს
უფლებამოსილებები
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
სამართლებრივი აქტით შეიძლება სააგენტოს უფროსს გადაეცეს.
5. სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის
შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან უფრო მაღალ
თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სადაზვერვო დაწესებულების ან/და
უსაფრთხოების
სამსახურის ოპერატიული
ან/და ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ
2
ქვედანაყოფში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. პირი, რომელსაც ასეთი სამუშაო
გამოცდილება არ აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს
მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანხმობის შემთხვევაში.
6. სააგენტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება მივლენილ
იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის, სადაზვერვოანალიტიკური ფუნქციის ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის
არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,
2026 წლის ... მარტი.
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2025 წელს, აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,
დაზვერვის სააგენტო, საქვეუწყებო დაწესებულების სახით გადავიდა საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
დაქვემდებარებაში.
დაგეგმილი
სამართლებრივი
რეფორმა
შეუფერხებლად განხორციელდა, თუმცა არსებობს მოქმედი რეგულაციების კიდევ უფრო დახვეწის
და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობაში ახალი მიდგომების დანერგვის შესაძლებლობაც. კერძოდ,
არსებული
რეგულაციების
თანახმად,
დაზვერვის
სააგენტოს
უფროსის
ცალკეული
უფლებამოსილებები, როგორც წესი ხორციელდება - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ სააგენტოს საქმიანობიდან
გამომდინარე, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი
რიგი საკადრო, საფინანსო და სამართლებრივ საკითხები სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების
ფარგლებში მოექცეს, შესაბამისად პროექტით მნიშვნელოვანია დაზუსტდეს და ერთმანეთისგან
მკაფიოდ გაიმიჯნოს ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის
სააგენტოს უფროსი და უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
ამავე საკითხს უკავშირდება აგრეთვე დაზვერვის სააგენტოში დანიშნული პირის მიერ
სპეციალური მომზადების კურსის გავლა. მოქმედი კანონის თანახმად, აღნიშნულ კურსებს
ამტკიცებს პერსონალურად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა მას არა აქვს იმის
შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კურსების დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან
გათავისუფლების
ან/და
კურსის
ხანგრძლივობის
შემცირების
საკითხების
განსაზღვრის
უფლებამოსილება, დელეგირების წესით მიანიჭოს დაზვერვის სააგენტოს უფროსს.
პრაქტიკა
ცხადჰყოფს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში არსებობს ასეთი კურსების სწრაფად დამტკიცების,
კურსის შემადგენლობის დაკომპლექტების და ჩატარების გადაუდებელი საჭიროება, შესაბამისად
პროცესის
ოპერატიულობიდან
გამომდინარე
მსგავსი
შემთხვევებისთვის
მიზანშეწონილია
უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი უფლებამოსილებები, მის მიერ
განსაზღვრულ ფარგლებში გადასცეს სააგენტოს უფროსს.
გარდა ამისა, მოქმედი კანონი განსაზღვრავს, რომ დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და
ანალიტიკური
ფუნქციის
შემსრულებელი
ქვედანაყოფების
ხელმძღვანელი
რგოლის
4
(სამმართველოს უფროსის და უფრო ზევით) დასაკავებლად აუცილებელია - ამავე პროფილით
არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება, რაც ხელს უშლის მითითებულ პოზიციებზე თუნდაც
ერთწლიანი გამოცდილების მქონე პერსპექტიული კადრების დანიშვნას და მათ შემდგომ
დაწინაურებას.
ქვედანაყოფებში
გართულებულია
აგრეთვე,
ამავე
ფუნქციური
დანიშნულების
დაზვერვის ოფიცერთათვის უფრო მაღალი კატეგორიების (მე-6
და
მქონე
ზევით)
მინიჭებაც, რაც მოითხოვს სათანადო მიდგომის შემუშავებას. სააგენტოში მუშაობის ორწლიანი
გამოცდილების მოთხოვნა მოქმედებს აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში
დაზვერვის
სააგენტოს
მოსამსახურეთა
მივლენაზეც,
რაც
ზემოაღნიშნულ
გარემოებათა
გათვალისწინებით მიზანშეწონილია შემცირდეს ერთ წლამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტში
აღნიშნული
საკითხი,
მისი
არსიდან
გამომდინარე,
მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
დაზვერვის
სააგენტოს
-
საკადრო,
საფინანსო
და
სამართლებრივ
საკითხებთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, განსაზღვრულ შემთხვევებში მოხდება დროის
ოპტიმალურ მონაკვეთში, ზედმეტი პროცედურების გარეშე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ახალი რეგულაციები იძლევა დაზვერვის სააგენტოს საკადრო, საფინანსო და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების
სწრაფად და ოპერატიულად მიღების შესაძლებლობას. კერძოდ, მკაფიოდ გაიმიჯნება და კიდევ
ერთხელ დაზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის
სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის მქონე ქვედანაყოფებში,
ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსი და ზევით) დანიშვნისთვის საკმარისი
იქნება სადაზვერვო დაწესებულების ან/და უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ან/და
ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. ამავე
თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნა, რომელსაც არ ექნება ასეთი სამუშაო გამოცდილება,
შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე - სამსახურის
უფროსის თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, გაუქმდება დაზვერვის სააგენტოს ამავე ფუნქციური
დანიშნულების მქონე ქვედანაყოფებში დაზვერვის ოფიცერთათვის უფრო მაღალი კატეგორიების
(მე-6
და
ზევით) მინიჭებისთვის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნები. ერთ წლამდე
5
შემცირდება აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაზვერვის სააგენტოს
მოსამსახურეთა მივლენისთვის დაწესებული სამუშაო გამოცდილების ვადაც.
სააგენტოში დანიშნული პირები გაივლიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
მიერ დამტკიცებულ - სპეციალური მომზადების კურსებს, თუმცა სამსახურის უფროსს ექნება
შესაძლებლობა - ასეთი კურსების დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან გათავისუფლების ან/და
კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება, დელეგირების
წესით გადასცეს (მიანიჭოს) დაზვერვის სააგენტოს უფროსს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული გარემოებების
დროულად გადაჭრის მიზნით მნიშვნელოვანია კანონპროექტის შემჭიდროებულ ვადებში მიღება.
შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
6
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
7
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
8
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე, ირაკლი ხელაძე, გია ბენაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე, ირაკლი ხელაძე, გია ბენაშვილი.
9