„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-06
ბიუროს ნომერი 124
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა)„ო12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო13“ ქვეპუნქტი
„ო13) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული
ინდივიდუალურ მეწარმედ.“;
ბ) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი:
ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება,
რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ
ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების
შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;“.
2. 71 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე
სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), აგრეთვე
სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული
ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული
სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე
სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა),
ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე შესამცირებლად უზრუნველყოს
„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების
გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება,
მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.“.
3. 541 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ
მეწარმეს, იურიდიულ პირს და საჯარო დაწესებულებას, რომელიც ემსახურება ჰაერის
კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას,
რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.
3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ
მეწარმეზე, იურიდიულ პირზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე − 3 წლის ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით
თანახმად, 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე
სტაციონარული მოწყობილობის ყველა (მათ შორის ფიზიკური პირები, რომლებიც საკუთარი
სახლის გაგრილება/გათბობის მიზნით ფლობენ ამ ტიპის მოწყობილობას) მფლობელი
ვალდებულია:
•
მოწყობილობა
დაარეგისტრიროს
მაცივარაგენტების
მართვის
ელექტრონულ
სისტემაში;
•
აწარმოოს მოწყობილობის მომსახურების ელექტრონული ჟურნალი;
•
ყოველწლიურად აწარმოოს მოწყობილობის ჟონვაზე შემოწმება და ჟონვის აქტი ასახოს
ელექტრონულ ჟურნალში.
აღნიშნული ვალდებულებები, ერთი მხრივ, არამეწარმე ფიზიკური პირთან მიმართებით
პრაქტიკულად აღუსრულებადია, ხოლო მეორეს მხრივ რიგით მოქალაქეს ავალდებულებს
სხვადასხვა პროცედურების შესრულებას, რაც ზედმეტ ბიუროკრატიასთან ერთად, გარკვეულ
ფინანსურ ხარჯთანაც არის დაკავშირებული. ამასთან, ასეთი მოწყობილობების წილი ჯამურ
რაოდენობაში მიზერულია და მათგან შესაძლო გაჟონვები ვერ იქნება მნიშვნელოვანი, ვერც
გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და ვერც ქვეყნის მიერ მონრეალის ოქმის ფარგლებში
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაცივარაგენტზე
მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და
იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2017 წლის 22 ივნისის N302 დადგენილების საფუძველზე ახორციელებს მაცივარაგენტზე
მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და
იურიდიული
პირის
სერტიფიცირებას.
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სერტიფიცირებული პირის განმარტება მოიცავს მხოლოდ ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალურ
მეწარმესა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, შესაბამისად, კანონმდებლობა არ
ითვალისწინებს სერტიფიკატის გაცემას საჯარო დაწესებულებებზე და
დაინტერესების
შემთხვევაში მათზე არ გაიცემა სერტიფიკატი. აქედან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებს
უწევთ შეიძინონ შესაბამისი მომსახურება სერტიფიცირებული პირებისგან და არა თავად
გამართონ სამაცივრე, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების მოწყობილობები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოწყობილობათა ნაწილი განთავსებულია საიდუმლო
ობიექტებზე, სადაც გარე აქტორების დაშვება დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებთან.
წარმოდგენილი ცვლილების საფუძველზე შესაძლებელი გახდება აღნიშნული ხარვეზის
გამოსწორება.
სერტიფიცირების პროცესი რეგულირდება „მაცივარაგენტზე მომუშავე
მოწყობილობების
მომსახურე
ფიზიკური
პირის,
ინდივიდუალური
მეწარმისა
და
იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2017 წლის 22 ივნისის N302 დადგენილებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, ზემოაღნიშნული საკითხები დარეგულირებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად არსებული პრობლემების გადასაჭრელად
საჭიროა ამ კანონში ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
არამეწარმე ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან მათ მფლობელობაში არსებული 3 კგ ან 3
კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული
მოწყობილობის რეგისტრაციისა და ჟონვაზე შემოწმების ვალდებულებისგან.
შესაძლებელი გახდება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე საჯარო
დაწესებულებების სერტიფიცირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის მე-4 მუხლში და ემატება „ო12“ ქვეპუნქტის, რომლის თანახმადაც
განიმარტება ტერმინი
„არამეწარმე ფიზიკური პირი“; ამავე მუხლის „რ1“ ქვეპუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით და სერტიფიცირებული პირების ჩამონათვალს ემატება
„საჯარო დაწესებულება“.
ასევე, 71 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში შედის ცვლილება და ზუსტდება რომ ამ
პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება არამეწარმე ფიზიკურ პირზე.
ასევე, ცვლილება შედის 541 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და იმ პირების ჩამონათვალს
ვისაც ეკისრებათ სერტიფიცირების ვალდებულება ემატება „საჯარო დაწესებულებაც“ და
„საჯარო დაწესებულებაზე“ სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი
საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
კანონპროექტს გავლენა ექნება სსიპ- გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან გაიზრდება სერტიფიკატის მიღების მსურველთა
რაოდენობა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაცემული სერტიფიკატების
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს
გავლენა
ექნება
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან/და
მუნიციპალიტეტის ორგანოების (საჯარო დაწესებულებების) კუთვნილებაში არსებულ
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების ხარჯებზე, ვინაიდან შესაძლებლობა
ექნებათ თავად უზრუნველყონ ამ მოწყობილობების მომსახურება. მაცივარაგენტების მართვის
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია 31 საჯარო დაწესებულება (სსიპ, სამინისტრო,
სსდ), რომელთაც ჯამში რეგისტრირებული აქვთ 400-მდე მოწყობილობა. აღნიშნული
დაწესებულებები ამ ეტაპზე თავიანთი დანადგარების მოვლა-მომსახურებას ახორციელებენ
მომსახურების შესყიდვის საშუალებით. სერტიფიკატის აღება ნებაყოფლობითია და საჯარო
დაწესებულებეს შეეძლებათ კვლავ შეისყიდონ ეს მომსახურება ან აიღონ სერტიფიკატი და
თავად განახორციელონ მომსახურება. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ
რამდენი საჯარო დაწესებულება აიღებს სერტიფიკატს და თავად უზრუნველყოფს მის
საკუთრებაში არსებული მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურებას.
სერტიფიკატის აღების საფასური იურიდიული პირებისთვის (მათ შორის საჯარო
დაწესებულებებისთვისაც იგივე იქნება) დადგენილია 500 ლარის ოდენობით (3 წლის ვადით),
შესაბამისად ამას გარკვეული გავლენა ექნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე რომლებიც ემსახურებიან საჯარო დაწესებულებებს,
რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობები და ამ პროექტის
მიღების შემდეგ მათთან ურთიერთობას შეწყვეტენ, თუ ეს საჯარო დაწესებულება თავად
აიღებს სერტიფიკატს და თავად განახორციელებს ამ მოწყობილობების მომსახურებას. ეს
გამოიწვევს მათი შემოსავლების შემცირებას, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება
შეწყვეტილი კონტრაქტების რაოდენობაზე და ღირებულებაზე.
კანონპროექტს ასევე დადებითი გავლენა ექნება არამეწარმე ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან
კანონპროეტი აზუსტებს რომ არამეწარმე ფიზიკურ პირებზე აღნიშნული ნორმის მოქმედება არ
ვრცელდება. არსებულ რედაქციაში ეს დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, ვინაიდან
ფიზიკური პირი არის როგორც არამეწარმე ისე ინდ. მეწარმეც ეს იწვევდა გაუგებრობას და ამ
ცვლილებით ხდება ამ საკითხის დარეგულირება. კერძოდ, არამეწარმე ფიზიკურ პირებს
რომლებსაც მფლობელობაში აქვთ 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ
ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობი, მათზე რეგისტრაციისა და ჟონვაზე
შემოწმების ვალდებულები არ გავრცელდება. ჟონვაზე შემოწმებისთვის - სერტიფიცირებული
პირის მომსახურებით სარგებლობის ღირებულება 50-100 ლარის ფარგლებშია თითოეულ
მოწყობილობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.