„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი
ნომერი
#283/3-XIმპ,
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-06
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. შრომითი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს პირზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზეც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. უცხოელი შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.“. 2. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით ან ელექტრონული პროგრამის საშუალებით იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტი მიზნად ისახავს, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უცხოელის შესახებ ინფორმაციის მიღების/გამოთხოვის ფორმის განსაზღვრას. მოქმედი რეგულაციით, სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მხოლოდ წერილობით გამოითხოვს ინფორმაციას იმ უცხოელის შესახებ, რომლის მიმართაც კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ქვეყანაში განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში, ინფორმაციის მხოლოდ წერილობითი მიმოცვლა პრობლემას წარმოადგენს როგორც დროის, აგრეთვე, ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიმართულია ზემოაღნიშნული პროცესის გამარტივებისა და უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმის შექმნისკენ, რადგან კანონპროექტით ჩნდება ინფორმაციის ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მიმოცვლის შესაძლებლობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მოცემული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ბინადრობის უზრუნველსაყოფად ნებართვისა და აუცილებელია მიგრაციული „უცხოელთა პროცესების და ეფექტიანი მოქალაქეობის არმქონე მართვის პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შედეგად, ერთი მხრივ, დაზუსტდება თუ ვის შეუძლია მოიპოვოს შრომითი ბინადრობის ნებართვა, ხოლო, მეორე მხრივ, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა, ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს აგრეთვე ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რაც გაამარტივებს და დააჩქარებს უწყებებს შორის ინფორმაციის მიწოდებას და ეფექტიანს გახდის ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიმართულია შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწისკენ, კერძოდ, ცვლილების თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება იმ პირებზეც, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელზეც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამასთანავე, შესაბამისი პირი შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამეწარმეო ან/და შრომითი საქმიანობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტში, კერძოდ, ზუსტდება, რომ პრაქტიკაში არსებული რეალობისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, სააგენტოს ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება გარდა წერილობითი ფორმისა, შეეძლება აგრეთვე ელექტრონულად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის ვადებში შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) დასრულდეს შესაბამისი საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი და ირაკლი მეზურნიშვილი.