საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2026-04-15
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
2-4429/26
14-04-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 14 აპრილის №125 სხდომა
ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,I. განსახილველი საკითხები“, №25
ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №125-XⅠმპ):
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია
(ინტერპელაციის დღის განსაზღვრა).
ბიუროს გადაწყვეტილება:
ბიურომ საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 14-17 აპრილის პლენარული
სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისას საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის დღედ
განსაზღვრა 2026 წლის 15 აპრილი.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ:
იურიდიული
დეპარტამენტის უფროსი
ალექსანდრე ტაბატაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წერილი
2-4128/26
06-04-2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
საქართველოს
კონსტიტუციის
43-ე
მუხლის
მე-2
პუნქტისა
და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი─მე-3 და
მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2026 წლის 14/15/16 აპრილს, საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის
გამართვის მიზნით, დანართის სახით გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის
ფრაქცია „საქართველოსთვის“ წერილობით შეკითხვებს.
გთხოვთ, აღნიშნული შეკითხვები გადასცეთ ადრესატს ─ საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს.
დანართი: ერთი PDF ფაილი.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
შალვა კერესელიძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
1763/1-1/26
08-04-2026
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს,
ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს
ქალბატონო მაკა,
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად გადმოგცემთ
საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“
მიერ ინტერპელაციის წესით
დასმულ შეკითხვას (№2-4128/26; 06-04-2026).
(დანართი: 4 ფურცელი).
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა
კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს
1.
რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლების თანახმად მოხდა კონსტიტუციურად
განსაზღვრული და სავალდებულო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება 2028 წლამდე, მაშინ
როდესაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი უახლოეს წლებში აქტიურ ფაზაში შედის და
უკრაინა და მოლდოვა გეგმავენ თავიანთი მოლაპარაკებების თავების დახურვას 2028
წლისთვის?
2.
გთხოვთ განმარტოთ, ქართული ოცნების აღნიშნული ცალმხრივი გადაწყვეტილება
როგორ შეესაბამება ხელისუფლების კონსტიტუცით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ქვეყნის
გაცხადებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს.
3.
რა კონკრეტული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად ევროკავშირის მიერ, გაწევრიანების
მოლაპარაკებების დასაწყებად განსაზღვრული ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად?
გთხოვთ წარმოადგინოთ თითოეულ პუნქტზე შესრულების ინდიკატორები და ევროკავშირის
მხრიდან მიღებული ოფიციალური შეფასებები.
4.
თუ მთავრობის პოზიციაა, რომ ევროკავშირის მხრიდან ადგილი აქვს „უსამართლო
მიდგომებს“, რომელი კონკრეტული გადაწყვეტილება ან დოკუმენტი მიიჩნიეთ ასეთად?
5.
რა კონკრეტული ქმედებები განხორციელდა 2025 წლის 4 ნოემბრის ევროკომისიის
ანგარიშში მითითებული კრიტიკული საკითხების საპასუხოდ (ქმედება/თარიღი/შედეგი)?
6.
არსებობს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განახლებული სამოქმედო გეგმა
2026 წლისთვის?
7.
რა ფორმატში და როდის გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის
წარმომადგენლებთან
(ევროკომისია, ევრობის საბჭო, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა
სამსახური, ევროპარლამენტი) 2024–2026 წლებში?
8.
რა იყო 2025 წლის 21 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირსა და შავი ზღვა-კავკასიაცენტრალური აზიის ქვეყნების საგარე საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს
არმიწვევის მიზეზი? შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დღის წესრიგი გახლდათ “ტრანს-რეგიონული
ურთიერთკავშირი (Cross-Regional Connectivity Agenda), რომლის მიზანია ცენტრალური აზიის
დაკავშირება ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიის და თურქეთის გავლით.
9.
როგორ აფასებთ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ საჯარო ანტიდასავლურ და
ანტიევროპულ რიტორიკას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან? თვლით თუ არა,
რომ მსგავსი არამეგობული რიტორიკა აზიანებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ
პრიორიტეტებს და მის ეროვნულ ინტერესებს?
10.
2024-2025 წლებში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რასაც 2026 წლის
თებერვალში დამატებითი შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები მოჰყვა გამოიწვია
მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, გთხოვთ წარმოადგინოთ
იმ პროექტების სრული ჩამონათვალი, რომლებიც შეჩერდა ან გაუქმდა აღნიშნული კანონების
ამოქმედების შედეგად (მიზანი, დონორი, ფინანსური მოცულობა).
11.
შეფასდა თუ არა ამ კანონების ამოქმედების შედეგად საქართველოსთვის მიყენებული
ფიზიკური და რეპუტაციული ზიანი — რამდენმა პარტნიორმა შეამცირა ან შეაჩერა პროგრამები?
რამდენმა პარტნიორმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მაგალითად ევროკავშირმა
და ნატომ, შეამცირა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოსთან?
12.
ჰქონდა თუ არა ევროკავშირთან ურთიერთობებში დამდგარ კრიზისს პირდაპირი
გავლენა აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე?
13.
რა არის მთავრობის პოზიცია
საოკუპაციო რეჟიმებთან ძალის არგამოყენების
ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ითხოვთ თუ არა ანალოგიური ვალდებულების აღებას
რუსეთისგან?
14.
როგორია სამინისტროს პოზიცია, სოხუმის აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის
აღდგენის, აგრეთვე გალის ე.წ. საბაჟო ტერმინალის აშენების ფონზე, რუსეთთან, ოკუპირებული
აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა და დიპლომატიური ურთიერთობების
დამყარების საკითხებზე, რომელსაც პერიოდულად აჟღერებენ რუსეთისა და საოკუპაციო
რეჟიმის წარმომადგენლები?
15.
რა არის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია პრო-სამთავრობო ექსპერტების და
პარტიების მხრიდან ნეიტრალიტეტის საკითხის გააქტიურებასთან დაკავშირებით? მიგაჩნიათ
თუ არა საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში
საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება?
16.
ხომ არ არის ერთმანეთთან კავშირში მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი რეკომენდაციების შეუსრულებლობა, შემდეგ
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცალმხრივი შეჩერება და ნეიტრალიტეტის საკითხის
გააქტიურება? შეესაბამება თუ არა მსგავსი ინიციატივა კონსტიტუციურ ჩანაწერს ევროპული
ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ?
17.
რომელი კონკრეტული საერთაშორისო მისიები იმყოფებოდნენ საქართველოში 2024–
2026 წლებში სანქციების რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით (სახელი,
წარმომადგენლობა, ვიზიტის თარიღები, მანდატი)?
18.
2024–2026 წლებში რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სანქცირებულ საქონელს
ან ოპერაციას არ მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის, ექსპორტის ან რეექსპორტის
უფლება?
19.
როგორია საქართველოს მექანიზმი ევროკავშირთან, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან
სანქციების შესრულების შესახებ ინფორმაციის რეგულარული გაცვლისთვის?