„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე"
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 16/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 430020000.05.001.102907) მე-3
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, კანონის 46ე მუხლით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის ცვლილება ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან
ჩარიცხულ სტუდენტებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების
(№1198-IVმს-XIმპ; 10/12/2025) საფუძველზე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 46-ე
მუხლით
(„აკადემიური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
უმაღლესი
განათლებისა
განათლების
და
მართლმადიდებლური
საფეხურები“)
განსაზღვრული
საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა. აღნიშნული ცვლილების მე-3
მუხლი ამოქმედდა ზოგადი ფორმულირებით, რაც გულისხმობს კრედიტების შეცვლილი
რაოდენობის სავალდებულო გავრცელებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ ყველა
სტუდენტზე, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის
საფეხურებზე.
ამ რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია, კერძოდ, 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ
ჩარიცხულ
მაგისტრანტებთან
მიმართებით,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის. კერძოდ, სტუდენტები უკვე
სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე
გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები და სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ
პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და
მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით
პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ
კრედიტების რაოდენობასთან.
რაც შეეხება დოქტორანტურის საფეხურს, კანონში განხორციელებული ცვლილებით
კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა — პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს
არანაკლებ 3 წელს. შესაბამისად, ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1
სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე სამართლებრივად და შინაარსობრივად
მოკლებულია საფუძველს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ დაზუსტდეს კანონის
გარდამავალი დებულება და მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონის 46-ე მუხლით
განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის ცვლილება ვრცელდება 2025 წლის 1
სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება კანონის გარდამავალი დებულების
შინაარსი და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება
ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის ცვლილება,
რომელიც კრედიტების ახალ რაოდენობას ადგენს, ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1198IVმს-XIმპ; 10/12/2025) მე-3 მუხლში, სადაც ჩნდება სპეციალური დათქმა: კრედიტების
რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე
გავრცელდეს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში. აღნიშნული
სპეციალური დათქმის არარსებობა მაგისტრატურისა საფეხურისთვის, კრედიტების
ცვლილებების ამოქმედების საერთო ვადიდან გამომდინარე, წარმოშობს სამართლებრივ
მოცემულობას, რომლის მიხედვითაც ამ საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
კრედიტების ცვლილება გავრცელდება 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ
სტუდენტებზე. რაც შეეხება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, კანონში
განხორციელებული ცვლილებით კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა — პროგრამის
ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს არანაკლებ 3 წელს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები,
წარმოდგენილი
ცვლილების
შესაბამისად,
განახორციელებენ
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაციას შეცვლილ კრედიტების
რაოდენობასთან 2025 წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულოდ, ხოლო
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს შეცვლიან 2026–2027 სასწავლო წლიდან
ჩარიცხული სტუდენტებისთვის. აღნიშნული დაწესებულებებში დასაქმებული აკადემიური
პერსონალის სამუშაო დატვირთვა შესაძლოა შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამების
კრედიტების ადაპტაციის პროცესში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების
აღებას.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ფიზიკური და იურიდიული
პირებისათვის, რომლებზედაც ვრცელდება მისი მოქმედება.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-13
პუნქტით გათვალისწინებული, კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტების
რაოდენობის ცვლილება გავრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან მხოლოდ
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, ხოლო
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ცვლილება გავრცელდება 2026-2027
სასწავლო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები,
წარმოდგენილი
ცვლილების
შესაბამისად,
განახორციელებენ
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაციას შეცვლილ კრედიტების
რაოდენობასთან 2025 წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ხოლო მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამებს შეცვლიან 2026–2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხული
სტუდენტებისთვის.
აღნიშნული
დაწესებულებებში
დასაქმებული
აკადემიური
პერსონალის სამუშაო დატვირთვა შესაძლოა შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამების
კრედიტების ადაპტაციის პროცესში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.