„მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.04.2026
ავტორი
ფრაქცია „საქართველოსთვის“
ნომერი
#286/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ - ეკონომიკური შედეგების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 76-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ქვეყანაში მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების საჭიროების სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლის, ქვედა სახელფასო ზღვრის დანერგვის მექანიზმების ობიექტური შეფასებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაძლო სოციალურ - ეკონომიკური შედეგების იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნას მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია. 2. საქართველოს პარლამენტის განისაზღვროს 3 თვით. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2026 წლის ... მარტი. შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ - ეკონომიკური შედეგების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: ქვეყანაში მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემას, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ღირსეული შრომის პრინციპებთან. წინამდებარე ინიციატივა მიზნად ისახავს დასაქმებულთა სოციალურ დაცვას, სიღარიბის დაძლევას და შრომის ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების საკითხების მეთოდურ შესწავლას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმალური ხელფასის ისეთი ზღვრის დადგენას, რომელიც უზრუნველყოფდა ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და დაიცავდა მათ ექსპლუატაციისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ იმაზე აპელირებს, რომ თითქოს მინიმალური ხელფასი მცირე ბიზნესს დააზიანებს და სამუშაო ადგილებს შეამცირებს. ჩვენი მიზანია, ხელისუფლების ამ „ეჭვებს“ რეალური კვლევა დავუპირისპიროთ. კომისიამ უნდა აჩვენოს, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ეს მტკიცება, თუ ის უბრალოდ ვიწრო პარტიულ მიზნებს ემსახურება. ჩვენი პოზიცია ურყევია - მინიმალური ხელფასი არის არა ეკონომიკური ტვირთი, არამედ სოციალური სოლიდარობისა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური სტიმულირების ეფექტური მექანიზმია. „მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის“ შექმნის მიზანია, საზოგადოებას წარუდგინოს არა სუბიექტური აღქმები, არამედ ფაქტებსა და ციფრებზე დაფუძნებული კომპლექსური ანალიზი. კომისიის ფარგლებში უნდა შეფასდეს, რამდენად რეალურია ხელისუფლების მიერ დასახელებული საფრთხეები, თუ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ფუნდამენტური სოციალური უფლებების რეალიზაციისთვის ხელის შესაშლელად. კომისია, საკუთარი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ექსპერტების, ბიზნესსექტორის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობას, რათა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით დადგინდეს ოპტიმალური ბალანსი სოციალურ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგრადობას შორის. აღნიშნული კვლევა დაასრულებს სპეკულაციებს მინიმალური ხელფასის ნეგატიური გავლენის შესახებ და დაამტკიცებს, რომ ადეკვატური ანაზღაურება ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტზე სოციალური დახმარებების წნეხს და აუმჯობესებს ქვეყანაში სოციალურ გარემოს . გადაწყვეტილების მიღების პროცესის გადაყვანა ვიწრო პოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევი ვარაუდებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ხელს შეუწყობს სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას სოციალური მიმართულებით. კომისიის მიერ მიღებული ობიექტური დასკვნა ნათელს მოჰფენს შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს, გააქარწყლებს ხელოვნურად შექმნილ შიშებს და საფუძველს ჩაუყრის მინიმალური ხელფასის შესახებ სამართლიანი სახელმწიფო სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და მოქალაქეთა ღირსეული ყოფის გარანტი გახდება. ა.ა.ბ)არსებული პრობლების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების პროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ქვეყანაში მინიმალური შრომის ანაზღაურების დაწესების ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობითა და ხელისუფლების მხრიდან პროცესის ხელოვნური შეფერხებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეფორმა კონსტიტუციით გარანტირებული სოციალური სამართლიანობისა და ექსპლუატაციის პრევენციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაჟღერებული დაუსაბუთებელი ეჭვები თითქოს მინიმალური ხელფასის დაწესება დააზიანებს მცირე ბიზნესს და შეამცირებს სამუშაო ადგილებს - საჭიროებს ფაქტობრივ გადამოწმებას. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია პროცესის გადაყვანა ვიწრო პოლიტიკური ვარაუდებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში. დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა საშუალებას მოგვცემს, ექსპერტების, ბიზნესსექტორისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, განხორციელდეს საკითხის კომპლექსური ანალიზი. ეს უზრუნველყოფს ობიექტური დასკვნის მომზადებას, რომელიც გააქარწყლებს ხელოვნურად შექმნილ შიშებს, დაადგენს ოპტიმალურ ბალანსს სოციალურ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგრადობას შორის და საფუძველს ჩაუყრის ქვეყანაში მინიმალური ხელფასის სამართლიანი სახელმწიფო სტანდარტის დამკვიდრებას. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების პროექტის მიღება უზრუნველყოფს მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებული საკითხის გადაყვანას პოლიტიკური ვარაუდებიდან ობიექტური ციფრებისა და ფაქტობრივი ანალიზის სივრცეში. კომისიის მუშაობა მოამზადებს მყარ სამართლებრივ საფუძველს სამართლიანი სახელფასო სტანდარტის დასანერგად, რაც პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე, მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე. პროცესის გამჭვირვალობა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობა, გაზრდის საზოგადოებრივ ნდობას დაგეგმილი რეფორმის მიმართ და შექმნის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალური კეთილდღეობის გრძელვადიან გარანტიას. ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნაში, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გზით შეაფასებს მინიმალური ხელფასის დაწესების სოციალურ - ეკონომიკურ ეფექტიანობას და მოამზადებს ობიექტურ დასკვნას ქვეყანაში სამართლიანი შრომითი სტანდარტების დასანერგად. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზეზია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი. შესაბამისად, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა მისი მიღების თარიღი. აღნიშნული პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება; დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 79-ე მუხლს, რომელიც ასახავს დროებითი კომისიის შექმნის საბიუჯეტო გავლენას, დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება: დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: დადგენილების პროექტის მიერ გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა არ არის მოსალოდნელი; გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ)დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტი საერთაშორისო მიღება არ ორგანიზაციებში ეწინააღმდეგება წევრობასთან საქართველოს დაკავშირებით მიერ აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დადგენილების პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დადგენილების პროექტის მიმართ ასეთი არ არის. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე)დადგენილების პროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“. ვ)დადგენილების „საქართველოსთვის“ პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია