„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდგომ – „კოდექსი“) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან
დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა
გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო
წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო,
სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის. აგრეთვე, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული
გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული
გემების
ტექნიკურ
რეგულირებასა და ინსპექტირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.
3. მე-12 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) შიდა სახმელეთო წყლებში გადასაადგილებლად;“.
4. 272 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ ნაწილი:
„11. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და
ინციდენტების მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის
ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო.“.
5. 28-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი:
„ა.დ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი - „წყლის რესურსების მართვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გამოყენებული
მცურავი საშუალება;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის
გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ან/და 41 ნაწილების შესაბამისად;“;
გ) „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის
ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა
გემისა და შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და
გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება;“.
6. 29-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გემის რეესტრში რეგისტრაცია, გარდა ამ მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა,
შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ ნაწილი:
„41. შიდა სახმელეთო წყლების წიგნში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.“.
7. 30-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. შიდა სახმელეთო წყლების გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ
რეგისტრაციამდე არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 და 31 ნაწილებში მითითებული 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ,
განსაკუთრებულ შემთხვევაში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი
რეგისტრატორის თანხმობით, დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება
გახანგრძლივდეს, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე
უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.“.
8. 32-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი.
„ე) შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნისგან.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა-დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ წიგნში, იგი უფლებამოსილია განახორციელოს ნაოსნობა შიდა სახმელეთო წყლებში და
არ საჭიროებს შიდა სახმელეთო წყლების წიგნში რეგისტრაციას.
22. თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნში, იგი
ვალდებულია მოიხსნას რეგისტრაციიდან და საზღვაო წყლებში ნაოსნობისთვის დარეგისტრირდეს ამ
მუხლის პირველი ნაწილის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნში.“;
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ასევე
ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის „ბ“-„ზ1“, „თ.ა“, „თ.გ“, „კ“
ქვეპუნქტებით, 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, მე-5 ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით, მე-6, მე-7
და მე-9 ნაწილებით, 30-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 32-ე მუხლის 11,12 , მე-2 და მე-3 ნაწილებით, 35-ე მუხლის პირველი და მე-7
ნაწილებით, 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“, „ე-თ“ ქვეპუნქტებით,
მე-3 ნაწილის „ა“-„დ“, „ზ“ ქვეპუნქტებით, მე-5-მე-7 ნაწილებით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 40-ე მუხლის პირველი ნაწილით და კოდექსის XIII თავით განსაზღვრული უფლებამოვალეობები.“.
9. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას
ახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის აღიარების წესი და პირობები
განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.“.
10. 35-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ ნაწილი:
„21. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს
დროებითი ან მუდმივი.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ ნაწილი:
„31. შიდა სახმელეთო წყლების გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ
რეგისტრაციამდე.“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პატარა გემის, ზომამცირე გემისა და შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის
მუდმივი რეგისტრაციისას, რეგისტრაციის მოწმობა განახლდება ყოველწლიურად.“.
11. 36-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ
მოითხოვს რეგისტრაციის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან
რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას 35-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ ნაწილი:
„41. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია:
ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ნაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად
განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად;
ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან/და გემის რეგისტრაციის პირობებთან ან/და
უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა.“;
გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3, მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი
ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის
შეწყვეტის
შესახებ
გადაწყვეტილება
სამართლებრივი აქტით.“.
ფორმდება
მთავარი
რეგისტრატორის
ინდივიდუალური
12. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ ნაწილი:
„11. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი
მდგომარეობა
შეესაბამება
ნაოსნობის
უსაფრთხოებისა
და
გარემოს
დაცვის
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.
მუხლი 2.
1. 2026 წლის 1 ივლისამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის N451
დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს:
ბ.ა) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემების ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცება;
ბ.ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. 2026 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემი განიმარტება როგორც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გამოყენებული მცურავი საშუალება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ
კანონის
პირველი მუხლი,
გარდა
ამ კანონის
პირველის მუხლის
მე-5
ნაწილით
გათვალისწინებული 28-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული 28-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 28 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და
რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიღების
მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი
საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცვლილების შესაბამისად, შიდა სახმელეთო
წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ
განისაზღვრა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელსაც დაეკისრა აღნიშნული სფეროს
რეგულირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ნაოსნობასთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული სახით საკანონმდებლო ხარვეზის შევსების
მიზნით საჭიროა „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ (შემდგომში - კოდექსი) აისახოს ისეთი საკითხები,
რომელიც მცურავი საშუალებების რეგისტრაციასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან არის
დაკავშირებული. კატარღა, იახტა ან სამგზავრო გემი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, ამიტომ
მისი რეგისტრაცია, საკუთრების უფლება და უზრუნველყოფა უნდა რეგულირდებოდეს იგივე
სამართლებრივი პრინციპებით, როგორც სხვა გემების შემთხვევაში. კოდექსში აღნიშნული ცვლილებების
და ნორმების შეტანა უზრუნველყოფს ერთიან რეგულირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კოდექსით ასევე დარეგულირდეს შიდა
სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და იპოთეკის
საკითხები, ერთიანი და იდენტური სამართლებრივი წესების საფუძველზე. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი მიზნად ისახავს კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, რათა
სრულყოფილად დარეგულირდეს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული მცურავი
საშუალებების რეგისტრაციისა და უზრუნველყოფის (საზღვაო იპოთეკის) საკითხები, რაც ხელს შეუწყობს
სამართლებრივი რეგულირების სრულყოფასა და შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ნაოსნობის
უსაფრთხოების გაძლიერებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მოქმედი კოდექსი სრულყოფილად
არ არეგულირებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების
რეგისტრაციისა და იპოთეკის საკითხებს. აღნიშნული ქმნის სამართლებრივ ხარვეზს და ართულებს ამ
სფეროში ერთიანი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელება უზრუნველყოფს რეგისტრაციისა და საკუთრებით ურთიერთობათა ერთიან
რეგულირებას, გააძლიერებს სახელმწიფო კონტროლს და ხელს შეუწყობს შიდა სახმელეთო წყლებში
ნაოსნობაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს დაემატება ახალი წიგნი, შიდა
სახმელეთო წყლების გემის წიგნი, სადაც მოხდება შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული
გემების რეგისტრაცია და აღნიშნულ გემებზე გავრცელდება კოდექსის მოთხოვნები გემების
რეგისტრაციასთან მიმართებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული
საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა კოდექსში, კერძოდ:
მცურავი
კოდექსის პირველი მუხლს, რომელიც განსაზღვრავს კოდექსის რეგულირების სფეროს, ემატება
ჩანაწერი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემების რეგისტრაციასთან
დაკავშირებით და განისაზღვრება, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კოდექსი დაარეგულირებს შიდა
სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს.
კოდექსის მე-9 მუხლი ადგენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძირითად ფუნქციებს, ამავე
მუხლს დაემატება ჩანაწერი შიდა სახმელეთო წყლებთან მიმართებით სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით და განისაზღვრება, რომ იგი ახორციელებს შიდა
სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ რეგულირებასა და ინსპექტირებას
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია „გემი“-ს განმარტება, წარმოდგენილი
ცვლილებებით, ტერმინი გემი ასევე მოიცავს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული
მცურავი საშუალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით. კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილს
დაემატება „დ1“ ქვეპუნქტი.
ცვლილება ასევე შეეხება 272 მუხლში. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი
სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას განახორციელებს შიდა სახმელეთო
წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვინაიდან, ამ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზეზია, შიდა სახმელეთო წყლებში
ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის წესებთან დაკავშირებული
საკითხების ასახვა კოდექსში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი
შეეხება კოდექსის II თავს, რომელიც ადგენს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. 28ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების მიზანია დაინერგოს შიდა
სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ცნება და დაზუსტდეს რეგისტრაციის შეწყვეტის
და გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მარეგულირებელი საკითხები.
29-ე მუხლის მე-4 ნაწილის ცვლილება ადგენს გამონაკლის. ხოლო 41 ნაწილით დგინდება, რომ შიდა
სახმელეთო წყლების წიგნში გემის რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.
30-ე მუხლში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა
შეიძლება გაიცეს 6 თვის ვადით, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს 1 წლამდე.
კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი შედგება 4
წიგნისგან. ვინაიდან, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია ასევე
ხდება ამავე რეესტრში, რეესტრს დაემატება ახალი წიგნი, შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნი,
სადაც მოხდება აღნიშნული გემების რეგისტრაცია. ამავე მუხლს დაემატება ახალი 21 და 22 ნაწილები,
რომლის შესაბამისად, თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია რომელიმე წიგნში, გარდა შიდა
სახმელეთო წყლების გემების წიგნისა, იგი უფლებამოსილია განახორციელოს ნაოსნობა შიდა
სახმელეთო წყლებში და არ საჭიროებს შიდა სახმელეთო წყლების წიგნში რეგისტრაციას. ხოლო, თუ
მცურავი
საშუალება რეგისტრირებულია
შიდა
სახმელეთო
წყლების
გემის
წიგნში, იგი
ვალდებულია მოიხსნას რეგისტრაციიდან და საზღვაო წყლებში ნაოსნობისთვის დარეგისტრირდეს
რომელიმე წიგნში.
კოდექსის 34-ე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლებში
ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ტექნიკური
ზედამხედველობის ორგანიზაცია. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარებასა და
მათ საქმიანობაზე მონიტორინგს განახორციელებს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
კოდექსის 35-ე მუხლი ადგენს, რომ შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული გემების რეგისტრაციის
მოწმობა შეიძლება ასევე იყოს დროებითი ან მუდმივი. ხოლო დროებითი რეგისტრაციის მოწმობა
შესაძლოა გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე. ხოლო, მუდმივი რეგისტრაციის შემთხვევაში,
რეგისტრაციის მოწმობა განახლდება ყოველწლიურად.
კოდექსის 36-ე მუხლი ადგენს, გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის და
მოხსნის საფუძველს. ხოლო წარმოდგენილი პროექტით, 36-ე მუხლს დაემატება 41 ნაწილი, რომელიც
ადგენს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემებისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის
საფუძვლებს. მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილია რეგისტრაციიდან მოხსნის და შეწყვეტის
შეთხვევაში გემთმფლობელის ვალდებულებების შესახებ.
38-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი და მის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული
გემი
სანაოსნოდ
დაიშვება,
თუ
მისი
მდგომარეობა
შეესაბამება
ნაოსნობის
უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების
შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტებში განსახორციელებელი
ცვლილებების
მავალებელი
ნორმები
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე,
კანონპროექტით
გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები - ძალაში შევა 2026 წლის 1 ივლისიდან. ხოლო, ამ კანონის
პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული 28-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი (რომელშიც
მოხსენიებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი) ამოქმედდება 2026 წლის 1
სექტემბრიდან, ვინაიდან, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შედის სწორედ 2026 წლის 1
ივლისიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი
ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია შემდეგი გარემოებების
გათვალისწინებით:
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მიღებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის N451 დადგენილების პირველი-მე-14 მუხლები
ძალაში შედის 2026 წლის 1 ივლისიდან, რაც ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის
უსაფრთხოების წესების ამოქმედებას და შიდა წყლებში ჩართული მცურავი საშუალების სავალდებულო
რეგისტრაციას საქართველოს სახელმწიფო რეესტრში. ასევე, აღნიშნული სფეროს ტექნიკურ რეგულირებას
ახორციელებს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვინაიდან, დამატებით საჭირო გახდა
რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა საზღვაო კოდექსში, შეზღუდული ვადების
გათვალისწინებით მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
პროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, პროექტი არ მოახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემების ვალდებულება შიდა სახმელეთო წყლების წიგნში რეგისტრაციასთან დაკავშირებით,
რაც განხორციელდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის შესაბამისი საფასურის გადახდის
შემდგომ. შესაბამისად, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა კი მათ შორის
დამოკიდებული იქნება საფასურის ოდენობაზე, რაც განისაზვრება შესაბამისი ნორმატიული აქტის
საფუძველზე და რეგისტრაციის მიზნით მიმართვიანობის სიხშირეზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო
რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
2024 წლის 27 დეკემბრის №67 ბრძანებით დამტკიცებულია „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო
საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი“, რომელიც ადგენს, მათ შორის, შიდა სახმელეთო წყლების
სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის პროცედურას, რეგისტრაციის პირობებს და სატრანსპორტო
საშუალებების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესს. აღნიშნული ბრძანებით,
დადგენილია შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეესტრში რეგისტრაციის
ვალდებულება, ხოლო რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის
განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15
აპრილის
№1-1/592
ბრძანებით.
აღნიშნული
ბრძანების
მიხედვით,
შიდა
სახმელეთო
წყლების
სატრანსპორტო საშუალებებისთვის რეესტრში რეგისტრაციის საფასური მერყეობს 20 ლარიდან 220
ლარამდე (დამოკიდებულია მომსახურების სახეზე და ვადებზე). შესაბამისად, აღნიშნული საფასური
შესაძლოა საორიენტაციოდ იქნეს გამოყენებული გემების სახმელეთო წყლების წიგნში რეგისტრაციის
საფასურის განსაზღვრისას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27
დეკემბრის №67 ბრძანებით დამტკიცებული „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების
სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“ მიხედვით, რეესტრში გემების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
2026 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, გემების რეგისტრაციის მიზნით, მიმართვიანობა შესაძლოა
გაიზარდოს, რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კონკრეტული ფინასური გავლენის ოდენობა, კი როგორც აღინიშნა,
დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის სიხშირესა და რეგისტრაციის საფასურზე.
წარმოდგენილი ცვლილებით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე ვრცელდება
იპოთეკის აღრიცხვის წესი. კერძოდ, კოდექსის შესაბამისად, გემთმფლობელი (დამგირავებელი)
უფლებამოსილია ნებისმიერი გემი დააგირაოს (იპოთეკა) სესხით ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფით,
იპოთეკის მიღების გზით. იპოთეკის ხელშეკრულება კი აუცილებლად უნდა გატარდეს საქართველოს
გემების სახელმწიფო რეესტრში. დაინტერესებული მხარე, რომელსაც სურს იპოთეკის რეგისტრაცია
გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური - 85 ლარი.
ამ
კუთხით შესაძლოა გაიზარდოს იპოთეკის რეგისტრაციის რაოდენობა, რაც დადებით ფინანსურ გავლენას
მოახდენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა
კი დამოკიდებული იქნება მასზედ, თუ რამდენი პირი მიმართავს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
იპოთეკის რეგისტრაციის მიზნით.
ამასთან, ვინაიდან სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შემოსავლების 10% მიემართება სახელმწიფო
ბიუჯეტში, ზემოხსენებული ცვლილებები დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გავლენის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს შემოსავლების გაზრდილ ოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
პროექტის მიხედვით, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, რომელსაც აწარმოებს სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტო, ემატება შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნი. აღნიშნული რეესტრი იწარმოება
როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით. აღნიშნული ცვლილება არ მოახდენს გავლენას სსიპ
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან განხორციელდება არსებული
ადამიანური და ტექნიკური რესურსის ფარგლებში.
პროექტის თანახმად, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვალდებულება უზრუნველყოს შიდა
სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკური რეგულირება და ინსპექტირება,
განხორციელდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არსებული ფინანსების ფარგლებში.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს ხარჯვით ნაწილზე.
პროექტის მიხედვით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო
შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში
ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო, რაც გავლენას არ მოახდენს მოკვლევის ბიუროს
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან განხორციელდება არსებული ადამიანური და ტექნიკური
რესურსის ფარგლებში. ამასთან, მოკვლევის ბიუროს აღნიშნული ვალდებულება აკისრია „ტრანსპორტის
სფეროს მართვისა და რეგულირების“ შესახებ საქართველოს კანონით და შესაბამისად არ წარმოდგენს
პროექტის სიახლეს.
აღსანიშნავია, რომ სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, უკვე არსებობს
შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლების
სატრანსპორტო საშუალებების რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო გემების შიდა სახმელეთო წყლების წიგნში რეგისტრაციის კანონპროექტით განსაზღვრულ
ვალდებულებას განახორციელებს არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსის ფარგლებში და
პროექტი ამ მხრივ არ მოახდენს გავლენას სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ამასთან, პროექტის მიხედვით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე ვრცელდება
იპოთეკის აღრიცხვის წესი. კერძოდ, საზღვაო კოდექსის შესაბამისად გემთმფლობელი (დამგირავებელი)
უფლებამოსილია ნებისმიერი გემი დააგირაოს (იპოთეკა) სესხით ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფით
იპოთეკის მიღების გზით. იპოთეკის ხელშეკრულება კი აუცილებლად უნდა გატარდეს საქართველოს
გემების სახელმწიფო რეესტრში. სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნული იპოთეკის
საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას განახორციელებს არსებული ადამიანური და
ტექნიკური რესურსის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ მოახდენს
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
კანონპროექტის მიღება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
გარეშე.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
პროექტმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის
მოქმედება.
როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული
გემების ვალდებულება შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე,
გავლენის სახე და ოდენობა კი დამოკიდებული იქნება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
რეგისტრაციისთვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, რაც განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული
აქტით.
ამასთან, პროექტის თანახმად, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ
ზედამხედველობას განახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის აღიარების
წესი და პირობები განისაზღვრება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნორმატიული
აქტით. აღნიშნული ორგანიზაცია იქნება კერძო სამართლის იურიდიული პირი, თუმცა ვინაიდან
აღიარების პროცედურა არ არის დაკავშირებული საფასურის გადახდასთან, აღნიშნული ცვლილება არ
იქონიებს გავლენას ორგანიზაციის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა ექნება გავლენა აღნიშნული
ორგანიზაციების შემოსავლების ნაწილზე, ვინაიდან, იმ პირებმა, რომელთაც სურს შიდა სახმელეთო
წყლების გემების წიგნში დაარეგისტრიროს გემი, უპირველესად უნდა უზრუნველყონ მცურავი
საშუალების ტექნიკური შემოწმება, რომელსაც ახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია
და მომსახურებას გასწევს მის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ამასთან, ზემოხსენებული
ორგანიზაციის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ცვლილების ფინანსური გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება მის მიერ დადგენილ ტარიფსა და მის მიერ გაწეული მომსახურების რაოდენობაზე.
როგორც აღინიშნა, პროექტის მიხედვით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართულ გემებზე
ვრცელდება იპოთეკის აღრიცხვის წესი. კერძოდ, საზღვაო კოდექსის შესაბამისად გემთმფლობელი
(დამგირავებელი) უფლებამოსილი ნებისმიერი გემი, დააგირაოს (იპოთეკა) სესხით ან სხვა ფინანსური
უზრუნველყოფით იპოთეკის მიღების გზით. იპოთეკის ხელშეკრულება კი აუცილებლად უნდა გატარდეს
საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. დაინტერესებული მხარე, რომელსაც სურს იპოთეკის
რეგისტრაცია გემების სახელმწიფო რეესტრში, ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური - 85
ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ერთი მხრივ გავლენას მოახდენს დაინტერესებულ პირების
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (გემთფლობელი), იმ შემთხვევაში თუ დაარეგისტრირებენ იპოთეკას (85
ლარი), მეორე მხრივ კი, დადებით ფინანსურ გავლენას მათი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან
მათ უჩნდებათ იპოთეკის რეგისტრაციის შესაძლებლობა. კონკრეტული გავლენის ოდენობა კი
დამოკიდებული იქნება ყოველი შემთხვევის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და ხელშეკრულების
პირობებზე.
ამასთან,
პროექტის
მიხედვით,
შიდა
სახმელეთო
წყლების
ტრანსპორტის
სფეროში
მომხდარი
სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში
ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო, რაც გავლენას არ მოახდენს შიდა
სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან ეს ვალდებულება განსაზღვრულია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების“ შესახებ
საქართველოს კანონის 51 მუხლით და შესაბამისად არ წარმოადგენს მოცემული კანონპროექტის სიახლეს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე,
კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.