„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 87-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული
სპეციალისტი,
დოქტორანტურა)
სწავლებაზე
სრული
გადასვლა
და
შესაბამისი
აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის
დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით
(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ
გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
კურსდამთავრებულები
მიიღებენ
უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს.“;
2. 88-ე მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11
ლიცენზირებული
ან
კანონით
ლიცენზირებულად
ჩათვლილი
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული 2010 წლის 1 სექტემბრამდე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.“;
ბ) 12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13.სახელმწიფოს მიერ აღიარებულია 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც
გაცემულია
იმ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ,
რომელიც
კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
ლიცენზიას.“.
3. 89-ე მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების
შედეგად
გაცემული
უმაღლესი
განათლების
დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.“;
დამადასტურებელი
ბ) 81-83 და 85 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2004 წელს,
რომელმაც გაითვალისწინა უმაღლესი განათლების სამ საფეხუროვან სისტემაზე გადასვლა
და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აღნიშნულ სისტემაზე
გადასასვლელად გარდამავალი პერიოდი განსაზღვრა, ამასთანავე, აღნიშნული კანონით
შემოღებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის
სამართლებრივი ინსტიტუტი და განისაზღვრა უმაღლესი განათლების სამ საფეხუროვანი
სისტემა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). აღნიშნულმა რეფორმამ,
თავის მხრივ, განაპირობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე
არსებულ პერიოდში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხის დასმა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების
აღიარების
და
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის
დადასტურების თაობაზე საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის
გათვალისწინებით, არსებული
საკანონმდებლო რეგულაციების დასაზუსტებლად
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას.
კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის
პუნქტით
განისაზღვრულია,
რომ
2005-2006
სასწავლო
წლის
მე-8
დაწყებამდე
ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის
დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ
წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. თავდაპირველად უნდა
აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნორმა არასრულყოფილია და არ განსაზღვრავს 2006-2007
ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა
დიპლომების ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების საკითხს. ამასთან,
ნორმა შეიცავს მნიშვნელოვან შინაარსობრივი ხასიათის უზუსტობას. კერძოდ, ნორმის
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ორმა მოქალაქემ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა ერთსა და იმავე უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ მიენიჭათ ერთი და იგივე კვალიფიკაცია
(იდენტური სწავლის შედეგი) და ერთი მათგანი სწავლობდა ოთხი წლის განმავლობაში
(ე.წ. დასწრებული), ხოლო მეორე ხუთი წლის განმავლობაში (ე.წ. დაუსწრებელი), 4 წლიანი
პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულ იქნა ბაკალავრის
დიპლომთან, ხოლო ხუთ წლიანი პროგრამის დასრულების შედეგად - მაგისტრის
დიპლომთან. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიენიჭათ ერთი და იგივე კვალიფიკაცია
(იდენტური სწავლის შედეგი) და განსხვავება გულისხმობდა მხოლოდ სწავლის ფორმას
(დასწრებული, დაუსწრებელი), დიპლომების განსხვავებული რეჟიმით გათანაბრება
არათანაბარ პირობებში აყენებს მოქალაქეებს და არ შეესაბამება თანასწორობისა და
სამართლიანობის პრინციპებს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 90-იანი წლების
დასასრულის
ჩათვლით
და
მის
შემდგომაც,
დაუსწრებელი
ფორმით
სწავლის
ხანგრძლივობა ერთი სასწავლო წლით აღემატებოდა იმავე სპეციალობის დასწრებული
ფორმით სწავლის ხანგრძლივობას. ამასთან, ცალკეული მიმართულებების (პედაგოგიური,
სახელოვნებო,
საბუნებისმეტყველო)
საგანმანათლებლო
პროგრამებით
სწავლება
ხორციელდებოდა (მაგ. სპეც. ეკონომიკა, ბიოლოგია, პედაგოგიკა) 4 წლის განმავლობაში
(კონკრეტულ სპეციალობებში სახელმწიფო არ სთავაზობდა დასწრებული ფორმის
კურსდამთავრებულებს ხუთწლიანი პროგრამებით სწავლას), ხოლო რიგი სპეციალობის
პროფესიის დაუფლება (იურისტი) შესაძლებელი იყო მხოლოდ
5-წლიანი
საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც,
რომ ოთხწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შედეგად გაცემული
დიპლომის
საფუძველზე
უფლებამოსილი
იყვნენ
სწავლა
გაეგრძელებინათ
ასპირანტურაში. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (დღეს მოქმედ
რედაქციამდე) 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრული იყო, რომ
დოქტორანტურაში
გათანაბრებული
სწავლის
უფლება
აქვს
აკადემიური
ხარისხის
არანაკლებ
მქონე
პირს.
მაგისტრის
ან
შესაბამისად,
მასთან
ოთხწლიანი
ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად პირებს ეძლეოდათ შესაძლებლობა
სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში და დღეს არსებული მდგომარეობით,
რამდენადაც მათი დიპლომი უთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, მათ ერთმევათ
უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
აქვე
გასათვალისწინებელია,
საგანმანათლებლო
რომ
რიგ
დოკუმენტების
შემთხვევებში,
ნამდვილობის
საქართველოში
გაცემული
დადასტურების
პროცესში
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის თაობაზე ინფორმაციის არარსებობისას,
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ცენტრი)
განმცხადებლებს ვერ უწევს სრულფასოვან მომსახურებას, ვერ უთანაბრებს პირის
განათლებას დღეს მოქმედ კვალიფიკაციებს/აკადემიურ ხარისხებს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ
დადგენილი
პრაქტიკის
მიხედვით,
პროგრამის
ხანგრძლივობის
მიუხედავად,
სასამართლო სრულად აკმაყოფილებს პირის მოთხოვნას და მოთხოვნის შემთხვევაში, 4
წლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებულ დიპლომს
ათანაბრებს მაგისტრის დიპლომთან. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტით
განისაზღვრება, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებები
ამ
კანონით
გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული
სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი
აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008
სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულის მიუხედავად, რიგმა საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა კანონის ამოქმედებამდე არსებული კვალიფიკაციები სტუდენტებს
მიანიჭეს
შემდგომ
საგანმანათლებლო
წლებშიც.
სასამართლოს
დაწესებულებების
მიერ
მიერ
დადგენილი
დაშვებული
შეცდომა
პრაქტიკით
არ
შეიძლება
უარყოფითად აისახოს სტუდენტის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რამდენადაც
სტუდენტს გააჩნდა კანონიერი ნდობა და სწავლობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
შესაბამისად,
დიპლომების
გათანაბრების
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხი გავრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე
პერიოდზე, რომელიც შეესაბამება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედების თარიღს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონმა
ქართულ
საგანმანათლებლო
სამართლებრივი
სივრცეში
მექანიზმი.
შემოიღო
აღნიშნულ
ინსტიტუციური
პერიოდამდე
აკრედიტაციის
დაწესებულებები
ფუნქციონირებდნენ მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის
საფუძველზე, ხოლო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ,
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონოდა ინსტიტუციური
აკრედიტაცია იმისათვის, რომ მის მიერ განხორციელებული საქმიანობა აღიარებულიყო
სახელმწიფოს მხრიდან. ამდენად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. აღნიშნული ნორმის
მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის
დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ცენტრი
იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ
კურსდამთავრებულთა დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, რომლებმაც
სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და რომლებმაც
სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ინსტიტუციური აკრედიტაციის დაკარგვის/გაუვლელობის გამო. აღსანიშნავია, რომ
სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით ცენტრის
მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები ცხადდება ბათილად და ცენტრს უწევს
სასამართლოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურების პროცესში იკვეთება ისეთი შემთხვევები, როდესაც განათლების მიღება
ნაწილობრივ
დაწესებულების
განხორციელებულია
მიერ
არალიცენზირებულ
საგანმანათლებლო
საქმიანობის
დაწესებულებაში
ლიცენზიის
-
მოპოვება
განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის
ან წლის განმავლობაში). მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეებში დადგენილია
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსარჩელეთა
მოთხოვნები
პრაქტიკა,
საგანმანათლებლო
რომლითაც
კმაყოფილდება
დოკუმენტების
ნამდვილობის
დადასტურების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი
სრულად
ეფუძნება
კანონიერი
ნდობის
პრინციპის
დამცველობითი
ფუნქციის
გავრცელებას. სასამართლოს მოსაზრებით, დაცვის ღირსია პირის მხრიდან დოკუმენტის
კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ
აქტებსა და მოქმედებებს. სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, იმის უზრუნველყოფა,
რომ დაწესებულებებს საქმიანობა არ განეხორციელებინათ სათანადო ლიცენზიის გარეშე,
სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა და მოქალაქეზე ტვირთის გადატანა არ არის
მართებული.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ზემოხსენებული ხარვეზები. კერძოდ,
აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ კანონში განხორციელდეს შესაბამისი
ცვლილებები, მათ შორის, განისაზღვროს, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე
ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია
მაგისტრის დიპლომთან. აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები,
რომლებმაც დაასრულეს ოთხ წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა,
ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის
მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი
და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც ოთხ წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი
პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის
ხარისხს, ხოლო ხუთ წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად
გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის. ამასთან, კანონის მიღება
აუცილებელია, რათა საკანონმდებლო ნორმამ გაითვალისწინოს, აგრეთვე, 2006-2007
წლების
ერთსაფეხურიანი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
კურსდამთავრებულთა
გათანაბრების
დიპლომების
საკითხიც
და
ასევე,
ბაკალავრის
ის
ან
შემთხვევებიც,
მაგისტრის
დიპლომთან
როდესაც
მიუხედავად
ვალდებულებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2007-2008 სასწავლო
წლის დაწყების შემდგომაც გასცეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ხარისხები.
ამასთანავე, კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ
2010 წლის 1 სექტემბრამდე და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ინსტიტუციური
აკრედიტაციის
დაკარგვის/გაუვლელობის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება.
გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება
ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა
დაწესებულების
მიერ
საგანმანათლებლო
საქმიანობის
ლიცენზიის
მოპოვება
განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის
ან წლის განმავლობაში)), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის
დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.
იმ პირობებში, როდესაც მსგავს შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მიერ უკვე დადგენილია პრაქტიკა და პირებს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით,
უღიარდებათ მათ მიერ მიღებული განათლება, მიზანშეწონილია, განხორციელდეს
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ასეთ პირებს საკუთარი უფლებების
რეალიზაციისათვის არ დასჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად:
•
ლიცენზირებული
საგანმანათლებლო
ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი
დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის პირველ
სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული
სტუდენტის
მიერ
უმაღლესი
დამადასტურებელი
დოკუმენტი
საგანმანათლებლო
სახელმწიფოს
პროგრამის
მიერ,
ამ
გავლის
დაწესებულების
აკრედიტაციის მიუხედავად, აღიარებული იქნება.
•
სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი, იმ უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
გაცემული
დოკუმენტი,
რომელიც
კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
ლიცენზიას.
•
2010
წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის
დასრულების
შედეგად
გაცემული
უმაღლესი
განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს
კანონის 87-ე - 89-ე მუხლებში. კერძოდ, 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნება
ჩანაწერი
სწავლის ხანგრძლივობის თაობაზე
და განისაზღვრა,
რომ ამ
კანონით
გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა,
დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი,
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს,
რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის
საფუძველზე,
მიუხედავად
სწავლის
ხანგრძლივობისა,
ერთსაფეხურიანი
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი უთანაბრდება
მაგისტრის ხარისხს. ამასთან, აღნიშნული ნორმიდან ამოღებული იქნება დათქმა იმის
თაობაზე, რომ მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მოდულებს,
შესაბამისი
განსაზღვრავს
ფაკულტეტი.
უმაღლესი
აღნიშნული
საგანმანათლებლო
ნორმა
წარმოადგენდა
საკანონმდებლო ხარვეზს, რამდენადაც „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამტკიცებს
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის
დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს სამინისტროს
კომპეტენციას.
ცვლილება ასევე შედის კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება, რომ
ლიცენზირებული
ან
კანონით
ლიცენზირებულად
ჩათვლილი
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, 2010 წლის 1 სექტემბრამდე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
აღნიშნული პუნქტის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია, რომ ლიცენზირებული ან
კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ
2005–2006
სასწავლო
წლის
დაწყებამდე
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის
მიუხედავად. კანონპროექტის მიხედვით, ნაცვლად 2005-2006 სასწავლო წლისა,
განისაზღვრა, რომ აღნიშნული ნორმა შეეხება 2010 წლის პირველ სექტემბრამდე გაცემულ
დიპლომებს, რადგან 2010 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდა „განათლების ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს
კანონი,
რომელმაც
დაადგინა
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის წესი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული ნორმა
გავრცელდეს სწორედ 2010 წლის პირველ სექტემბრამდე არსებულ პერიოდზე. ამასთან,
ამავე ნორმით განისაზღვრება, რომ სტუდენტი უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით. აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს იმ სტუდენტის
განათლების აღიარება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე.
ამასთან, კანონის 88-ე მუხლს ემატება 13 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ
სახელმწიფოს მიერ აღიარებულია 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
გავლის
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
დამადასტურებელი,
გაცემული
იმ
უმაღლესი
დოკუმენტი,
რომელიც
კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
ლიცენზიას. აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი
პრაქტიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს, რომ მოხდეს იმ სტუდენტის მიერ
მიღებული
განათლების
დაწესებულებაში, თუმცა
დაწესებულებას
მიღებული
აღიარება,
რომელიც
ჩაირიცხა
არალიცენზირებულ
კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის აღნიშნულ
ჰქონდა
შესაბამისი
საგანმანათლებლო
საქმიანობის
ლიცენზია.
კანონპროექტით ცვლილება შედის აგრეთვე 89-ე მუხლის მე-8 პუნქტში და განისაზღვრება,
რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. როგორც ზემოთ აღინიშნა,
აღნიშნული ნორმით კანონი აღარ მოახდენს დიფერენცირებას სწავლის ხანგრძლივობის
მიხედვით და ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემულ დიპლომს
გაუთანაბრებს მაგისტრის ხარისხს. შესაბამისად, ამოღებული იქნება კანონის 89-ე მუხლის
81-83 და 85 პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავდა სხვადასხვა პროგრამებს და აღნიშნულ
შემთხვევებზეც გავრცელდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
ხარჯებთან.
კანონპროექტით
გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს
ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებების
მიღება
გავლენას
იქონიებს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, მოქალაქეები, რომლებიც ცენტრის
მიერ განათლების აღიარებისა და კვალიფიკაციის გათანაბრების თაობაზე მიღებული
უარყოფითი გადაწყვეტილებების საფუძველზე მიმართავენ სასამართლოს განათლების
აღიარებისა
და
ხარისხის
გათანაბრების
საკითხზე,
საქართველოს
მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტში, ბაჟის სახით იხდიან გადასახადს. ასევე, ბაჟის
გადასახადს იხდის ცენტრი. გასული წლების სტატისტიკის მიხედვით ცენტრს 2021 წელს
ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 1530 ლარი; 2022 წელს - 3300 ლარი; 2023 წელს 2490 ლარი; 2024 წელს - 1950 ლარი; 2025 წელს - 990 ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო
ბიუჯეტში ბაჟის სახით მოქალაქეებისა და ცენტრის მიერ აღარ იქნება გადახდილი თანხები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება არ იქონიებს გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს ცენტრის
რეპუტაციასა და ფინანსურ ხარჯებზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში ცენტრმა აღნიშნული
საკითხების სასამართლო დავებთან დაკავშირებით საკუთარი შემოსავლებიდან ჯამში
გადაიხადა: 2021 წელს -29319 ლარი, 2022 წელს - 22347 ლარი, 2023 წელს -13578 ლარი, 2024
წელს - 17900 ლარი, 2025 წელს - 135395 ლარი.
აგრეთვე,
დავების
შემცირებიდან
გამომდინარე
მოხდება
ცენტრის
ადამიანური
რესურსების ოპტიმიზაცია, რაც დადებითად აისახება ცენტრის საქმიანობაზე. ცენტრის
დატვირთულობიდან გამომდინარე არ მოხდება ადამიანური რესურსის დაკარგვა,
პირიქით
მათი
რესურსი
გამოყენებული
იქნება
სამსახურის
გაძლიერებისთვის,
გამოთავისუფლებული რესურსი გადანაწილდება სხვა სამსახურებზე.
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს სასამართლოზე, რამდენადაც
შემცირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურებაზე, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ
დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე სასამართლო დავების
რაოდენობა და გამოთავისუფლდება სასამართლოს რესურსები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების
აღებას.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ცენტრის მიერ განათლების აღიარებისა და კვალიფიკაციის გათანაბრების თაობაზე
მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საჩივრდება
სასამართლოში. სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული დავების დიდი
ნაწილი დადებითად წყდება. კანონპროექტის მიღების შემდგომ, ცენტრის მიერ
ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების დიდი ნაწილი მოსალოდნელია,
რომ აღარ გასაჩივრდება. შესაბამისად, შემცირდება დავების რაოდენობა. აღნიშნული
კანონპროექტის მიღება უპირველეს ყოვლისა, დადებით გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ
პირებზე, რომლებსაც სურთ განათლების აღიარება ან კვალიფიკაციის გათანაბრება,
რამდენადაც მათ აღარ მოუწევთ ცენტრის უარყოფითი გადაწყვეტილების გამო,
სასამართლოსთვის მიმართვა, რაც მათთვის დამატებით დროით, ფინანსურ და
ადამიანური რესურსების ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, როგორიცაა,
მათი მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლების, მომსახურების საფასურის,
სახელმწიფო ბაჟის, სანოტარო მოქმედებათა (მინდობილობა/რწმუნებულება, ასლის
დამოწმება) საფასურების, საარქივო დოკუმენტაციის მფლობელთა მხრიდან ინფორმაციის
გაცემისთვის დადგენილი გადასახდელების და სხვა გადახდის ვალდებულებასთან
დაკავშირებული ხარჯების გაღება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახდელის დადგენას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს
ეწინააღმდეგება
და
შეთანხმებებს.
საქართველოს
აგრეთვე,
ორმხრივ
და
კანონპროექტის
მრავალმხრივ
მომზადება
არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.