„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.04.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#292/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • სოფლის მეურნეობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №2324, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) მცირე ზომის მარანი – ღვინის საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 25 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება;“; ბ) ჰ20 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ20) ბუნებრივი ღვინო ღვინო, რომელიც მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით, დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ/ლ-ს;“; გ) ჰ51 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ52 და ჰ53 ქვეპუნქტები : „ჰ52) ნიშანდება – ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ან ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ) დატანა. ჰ53) ორგანული ყურძენი - ორგანული პროდუქტებისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად მოყვანილი ყურძენი.“. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ბუნებრივი ღვინო;“. 3. 332 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სავალდებულოა საქართველოში წარმოებული, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისათვის შემოწმება, განკუთვნილი რომელსაც ყველა ახორციელებს კატეგორიის სააგენტოსთან ღვინის ორგანოლეპტიკური არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც წარმოებულია მცირე ზომის მარანში.“ . ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები: „61. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება სავალდებულოა. 62. ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდებას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 4. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17 და 18 პუნქტები: ,,17. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე: ა) გამოსცეს ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ.“; ბ) უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 18. საქართველოს მთავრობამ, 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ52“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ52“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის ერთმნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი და შესაბამისად, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, არსებული გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, ასევე ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის და სპირტის სერტიფიცირება (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება). სერტიფიცირების პროცედურა გულისხმობს იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლისათვის მისაწოდებლად და პროდუქტის ხარისხისადმი მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროდუქტის ნიშანდება. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ექვემდებარება ყველა კატეგორიის ღვინო გარდა სახლის ღვინისა, რომელშიც გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა 40 მგ/ლ-ს, ხოლო 1 ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა – 3000-ს არ აღემატება. აღნიშნული ღვინის კატეგორია, მისი შინაარსით, გულისხმობს მცირე ზომის მარანში წარმოებულ ღვინოს. მცირე ზომის მარანში მოიაზრებოდა მეწარმე, რომელსაც ტრადიციულად აქვს საოჯახო მარანი და აწარმოებს დამახასიათებელ, განსხვავებულ ღვინოს. თუმცა, ვინაიდან მცირე ზომის მარნის ცნებამ და ჭარბმა წარმადობამ ფაქტიურად მისივე მნიშვნელობა დაკარგა, დგება საჭიროება ამ ტერმინში ცვლილების განხორციელების და მცირე ზომის მარანში წარმოებული ღვინის წარმადობის ოდენობის შემცირების. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ღვინო ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით, გემოვნური თვისებებით საერთო ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის რეპუტაციაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ საკითხის რეგულირებისათვის მნიშვნელოვანია სახლის ღვინის ნაცვლად ახალი კატეგორიის - ბუნებრივი ღვინის დამატება, რომელზეც არ გავრცელდება სავალდებულო ორგანოლეპტიკური შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოებულია მცირე ზომის მარანში და ამავდროულად, აღნიშნული ღვინის ეტიკეტზე განთავსდება ბუნებრივი ღვინისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნიშანი, რაც მომხმარებლის წინასწარ ინფორმირებას უზრუნველყოფს თავად პროდუქტის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხისა და რეპუტაციის შენარჩუნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და შესაბამისად, მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება, ყველა კატეგორიის ღვინო (როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი) დაექვემდებაროს ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის რეგულირებისა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილია ალკოჰოლიან სასმელზე ნიშანდების შემოღება და ორგანოლეპტიკური შემოწმების ფარგლების გაფართოება. ასევე, აღნიშნული მიზნით შესაბამისი ტერმინების შემოღება და არსებულის ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, საჭიროა რომ ცვლილება შევიდეს აღნიშნულ კანონში და კანონით დარეგულირდეს ზემოაღნიშნული საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება გარკვეული ტერმინები, ასევე დაემატება ახალი ტერმინები, ალკოჰოლიანი სასმელები დაექვემდებარება სპეციალურ ნიშანდებას, ცვლილება შევა ღვინის კატეგორიების ჩამონათვალში, სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ყველა კატეგორია, დაზუსტდება ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაქვემდებარებული ღვინის კატეგორიების ჩამონათვალი. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და რეპუტაციის შენარჩუნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც წაახალისებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას, ხარისხიანი ღვინის წარმოებას და მომხმარებელთა სანდოობის ამაღლებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტში - ,,მცირე ზომის მარანი“ და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000 ლიტრიდან მცირდება 25 000 ლიტრამდე. ამავე მუხლის „ჰ20“ ქვეპუნქტში ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით ,,ბუნებრივი ღვინო“. ამავე მუხლს ემატება „ჰ52 და ჰ53“ ქვეპუნქტები, რომლითაც განისაზღვრება ახალი ტერმინები: ,,ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ და ,,ორგანული ყურძენი“. ტერმინების ცვლილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში და 332 მუხლის მე-5 პუნქტში. ცვლილება შედის კანონის 332 მუხლის მე-4 პუნქტში და საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც წარმოებული იქნება მცირე ზომის მარანში. ასევე, კანონის 332 მუხლს ემატება 61 და 62 პუნქტები, რომლის თანახმადაც სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება სავალდებულო იქნება და ნიშანდებას განახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, უნდა გამოსცეს ბრძანება - ,,ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო, საქართველოს მთავრობამ, 2027 წლის 1 თებერვლამდე, უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ “ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა (ალკოჰოლიანი 52 სასმელის ნიშანდებასთან დაკავშირებული დებულებები), ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ხოლო, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ52 “ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2027 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ, 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, უნდა გამოიცეს „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო საქართველოს მთავრობამ, 2027 წლის 1 თებერვლამდე, უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა. შესაბამისად, ამოქმედებამდე პერიოდი გათვალისწინებულია მოსამზადებელ პერიოდად. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს 2026-2030 წლების ბიუჯეტიდან (საკუთარი შემოსავლებიდან). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ნიშანდება იქნება ფასიანი. მას გასცემს სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო. ნიშანდების ღირებულება განსაზღვრული იქნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვარის №45 დადგენილებით (შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილება). ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება იქნება 0.10 ლარი ერთ ბოთლზე. შესაბამისად თუ ავიღებთ ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებელს ეს წლიურად არის საშუალოდ 140 000 000 – 150 000 000 ბოთლი. შესაბამისად, სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი გაიზრდება დაახლოებით 14 000 000 – 15 000 000 ლარით. ასევე გაიზრდება სააგენტოს შემოსავალი ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, ვინაიდან, დღეისათვის სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 900-მდე კომპანია აქტიურად ახორციელებს რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე პროდუქციის ექსპორტს. ცვლილების შედეგად ორგანოლეპტიკური შემოწმებას დაექვემდებარება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი დაახლოებით 5 000 ლოტირებული პროდუქცია. შესაბამისად, ერთი ლოტის ორგანოლეპტიკური შემოწმების ღირებულებაა 75 ლარი, ჯამში იქნება 375 000 ლარი. ღვინის კომპანია, რომელიც აწარმოებდა 25 000 ლიტრიდან 40 000 ლიტრამდე ღვინოს, ვეღარ ისარგებლებს მცირე ზომის მარნის სტატუსით და შესაბამისად, ვეღარც მცირე ზომის მარნისათვის დადგენილი შეღავათიანი სერტიფიცირების მომსახურების ტარიფით, რაც ასევე გამოიწვევს სააგენტოს საკუთარი შემოსავლების გაზრდას. დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია 600 მცირე ზომის მარანი, საიდანაც 550-მდე მცირე ზომის მარნის წლიური წარმადობა 25 000 ლიტრამდეა და მათ შეუნარჩუნდებათ არსებული შეღავათები, ხოლო 50მდე ღვინის კომპანიას გაეზრდება სერტიფიცირების მომსახურების ხარჯები. სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავლების ზრდის პროპორციულად გაიზრდება სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხებიც. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით თუ სსიპ-ს შემოსავალი აღემატება ერთ მილიონ ლარს თანხის 10% უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას. ვინაიდან, ღვინის კომპანიისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40 000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან მცირდება 25 000 ლიტრამდე, შესაბამისად, ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ასევე, ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ღვინოებიც. შესაბამისად, გაიზრდება სააგენტოს მიერ ჩასატარებელი ორგანოლეპტიკური შემოწმებების რაოდენობა, რომელსაც ატარებს სააგენტოს სტრუქტურაში არსებული სადეგუსტაციო კომისია. სადეგუსტაციო კომისია საქმიანობას გააგრძელებს არსებული ადამიანური და ფინანსურის რესურსების ფარგლებში, დამატებითი ხარჯების გარეშე. რაც შეეხება ნიშანდების განხორციელებას, ეს მომსახურება სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტომ უნდა შეისყიდოს ტენდერის საშუალებით და ხარჯები დამოკიდებული იქნება ტენდერის შედეგებზე. შესყიდვა განხორციელდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. „ბუნებრივი ღვინის“ შემოღების შედეგად, იმისთვის რომ ასეთ ღვინოზე სააგენტომ გასცეს სერტიფიკატი, საჭირო იქნება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დამატებით ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რომლითაც დადგინდება ორგანული ყურძნისგან იქნა თუ არა წარმოებული ღვინო. აღნიშნული კვლევისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება დაახლოებით 100 000 ლარი, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტის „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრაში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა საჭირო არ იქნება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ ზეგავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტი (ღვინის კომპანიები). ვინაიდან, პროექტი ითვალისწინებს ნიშანდების შემოღებას და ასევე, ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება ის პროდუქცია, რომელიც აქამდე არ ექვემდებარებოდა. ნიშანდების ღირებულება სავარაუდოდ იქნება ერთ ბოთლზე 0.10 ლარი, ხოლო ორგანოლეპტიკური შემოწმების ღირებულებაა ერთ ლოტზე არის 75 ლარი. დღეისთვის დაახლოებით 900-მდე კომპანია აქტიურად ახორციელებს რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე პროდუქციის ექსპორტს. ადგილობრივ ბაზარზე 520-მდე ღვინის კომპანია ახორციელებს რეალიზაციას, შესაბამისად 520-მდე ღვინის კომპანიას ექნება ვალდებულება ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების, ხოლო 900-მდე ღვინის კომპანიას - ნიშანდების. ცვლილების შედეგად ორგანოლეპტიკური შემოწმებას დაექვემდებარება ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი დაახლოებით 5 000 ლოტირებული პროდუქცია. შესაბამისად, ერთი ლოტის ორგანოლეპტიკური შემოწმების ღირებულებაა 75 ლარი, ჯამში იქნება 375 000 ლარი. რაც შეეხება ნიშანდებას, მას დაექვემდებარება 900-მდე კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინო, ფინანსური ზეგავლენა დამოკიდებული იქნება თითოეული კომპანიის მიერ წარმოებული ნიშანდებას დაქვემდებარებული ბოთლების რაოდენობაზე და ჩატარებულ ორგანოლეპტიკური შემოწმებების რაოდენობაზე. ღვინის კომპანია, რომელიც აწარმოებს წელიწადში 25 000 ლიტრამდე ღვინოს ისარგებლებს მცირე ზომის მარნის სტატუსით და მათზე კანონპროექტს გავლენა არ ექნება. დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია 600-მდე მცირე ზომის მარანი, საიდანაც 550-მდე მცირე ზომის მარნის წლიური წარმადობა არ აღემატება 25 000 ლიტრს, ხოლო 50-მდე ღვინის კომპანია აწარმოებს 40 000 ლიტრამდე ღვინოს. შესაბამისად, დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანიას გაეზრდება სერტიფიცირებისათვის დადგენილი მომსახურების ღირებულება, ვინაიდან მათ დასჭირდება ორგანოლეპტიკური შემოწმება და სერტიფიცირების საფასურიც მეტია. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სარეალიზაციო ღვინოს მოცულობაზე და ორგანოლეპტიკური შემოწმებას დაქვემდებარებული ლოტების რაოდენობაზე. კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირზე, ვინც გაიმარჯვებს ნიშანდების განხორციელების მომსახურების მიზნით, სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ტენდერში დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე. კანონპროექტი ითვალისწინებს „ბუნებრივი ღვინო“ ტერმინის შემოღებას, რომელიც უნდა დამზადდეს ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით და რომელშიც დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ/ლ-ს. ამ ცვლილებას ღვინის კომპანიებზე გავლენა არ ექნება, ვინაიდან ეს კომპანიები ასეთ ღვინოს დღესაც აწარმოებენ და გაცილებით ძვირად ყიდიან. ვინაიდან ამ კატეგორიის ღვინის წარმოებას ეს კანონი არ არეგულირებდა, ღვინის კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით, შედის შესაბამისი ცვლილება. ამ ცვლილებას ღვინის კომპანიებზე დამატებითი ფინანსური გავლენა არ ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.