„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს
26.12.2019,
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
300350000.05.001.019726) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
კანონში (საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ენერგომომხმარებელი პროდუქტის ეტიკეტირებისა და ეკოდიზაინის შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
1. ამ კანონის მიზანია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი
პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა ენერგორესურსების მოხმარების შესახებ, აგრეთვე
აღნიშნული პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული
ინფორმაციისა და დამატებითი ინფორმაციის პროდუქტზე მითითება, რაც უზრუნველყოფს,
მომხმარებლის მიერ ეფექტიანი პროდუქციის შერჩევას ენერგიისა და სხვა რესურსების
მოხმარების შემცირების გზით, ასევე, საქართველოს ბაზარზე განთავსებული
ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიმართ ეკოდიზაინის მოთხოვნების სამართლებრივი
საფუძვლების დადგენა. აგრეთვე, ამ კანონის მიზანია, საქართველოს ბაზარზე განთავსებული
ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური
რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ
პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე.
2. ამ კანონის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 59-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებული გარკვეული ქვეყნების ტექნიკური
რეგლამენტები და ამავე კანონის 63-ე და 92-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრული ქვეყნები, ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი
1
წესით, გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ნიშანდება.
აღნიშნულ შემთხვევაში, ეტიკეტი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ლათინური
ტრანსლიტერაციით ან ლათინური ტრანსლიტერაციით ქართულ თარგმანთან და
ქართულენოვან ტრანსლიტერაციასთან ერთდ.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ძრავიან სატრანსპორტო საშუალებაზე;
ბ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე,
რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე“.
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ენერგომომხმარებელი პროდუქტი (შემდგომ − პროდუქტი) − ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებული ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოყენებისას ენერგიასა და სხვა
რესურსებს მოიხმარს და რომელიც განთავსებულია საქართველოს ბაზარზე ან გაშვებულია
ექსპლუატაციაში საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც
ინდივიდუალურად განთავსებულია ბაზარზე ან/და გაშვებულია ექსპლუატაციაში
მომხმარებლისთვის და რომლის ეკოლოგიური მაჩვენებლები შეიძლება შეფასდეს
დამოუკიდებლად;
ბ) პროდუქტების ჯგუფი − იმ პროდუქტების ჯგუფი, რომელთა მთავარი ფუნქციები
ერთმანეთის მსგავსია;
გ) სისტემა − რამდენიმე პროდუქტის გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად, განსაზღვრულ
გარემოში სპეციალურ ფუნქციას ასრულებს, რომლისთვისაც ენერგოეფექტურობა
განისაზღვრება, როგორც ცალკე ერთეულისთვის;
დ) მოდელი − პროდუქტის მოდიფიკაცია, რომლის ყველა დეტალს აქვს იგივე ტექნიკური
მახასიათებელი, შეესაბამება ეტიკეტს, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს და იმავე
მოდელის იდენტიფიკატორს;
ე) მოდელის იდენტიფიკატორი − კოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და
ციფრებისგან და განასხვავებს პროდუქტის სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის
მქონე მოდელისგან ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდებისგან;
ვ) ეკვივალენტური მოდელი − მოდელი, რომელსაც აქვს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ
საინფორმაციო ცხრილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ იმავე
მიმწოდებლის მიერ განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში, როგორც სხვა
მოდელი, განსხვავებული მოდელის იდენტიფიკატორით;
2
ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − კომერციული საქმიანობის ფარგლებში პროდუქტის
სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება საქართველოს ბაზარზე მისი შემდგომი
დისტრიბუციის ან გამოყენების მიზნით;
თ) მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან
აწარმოებინებს და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;
ი) სკალის ცვლილება − მოთხოვნა, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ჯგუფისთვის
უფრო ამკაცრებს ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასის მიღწევის
ვალდებულებას;
კ) სკალაშეცვლილი ეტიკეტი − განსაკუთრებული პროდუქტების ჯგუფისთვის განკუთვნილი
ეტიკეტი, რომელმაც გაიარა სკალის ცვლილების პროცესი და რომლის განსხვავება
შესაძლებელია სკალის ცვლილებამდე არსებული/ძველი ეტიკეტისგან, ამასთანავე, რომელიც
ინარჩუნებს ეტიკეტისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ აღქმადობას;
ლ) პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა − პროდუქტის შესახებ
სტანდარტული ინფორმაციის ცხრილი, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასახული
უნდა იყოს: მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი; ენერგოეფექტურობის კლასი;
მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი (კოდი), რომელიც, ჩვეულებრივ, ანბანურციფრულია და რომლითაც ხდება ამ მოდელის იმავე სასაქონლო ნიშნის ან იმავე
მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელისგან გამორჩევა;
მ) ტექნიკური დოკუმენტაცია − დოკუმენტაცია, რომელიც უფლებამოსილ პირს
შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო
ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე, მათ შორის, ტესტირების ანგარიშები და მსგავსი ტექნიკური
მონაცემები;
ნ) სხვა რესურსები − წყალი, ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც პროდუქტი
ჩვეულებრივი გამოყენებისას მოიხმარს;
ო) დამატებითი ინფორმაცია − ინფორმაცია პროდუქტის ფუნქციური და გარემოსდაცვითი
მახასიათებლების შესახებ;
პ) დასაშვები გადახრა − უფლებამოსილი პირის მიერ ან მისი სახელით საკონტროლო
ტესტირების ჩატარებისას განხორციელებული გაზომვებისა და გაანგარიშებების შედეგების
გამოცხადებული ან გამოქვეყნებული პარამეტრებისაგან მაქსიმალურად დასაშვები
ცდომილება, რომელიც ასახავს ლაბორატორიათაშორისი ვარიაციებიდან წარმოშობილ
ცდომილებას;
ჟ) უფლებამოსილი პირი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო;
რ) ეტიკეტი − ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის გრაფიკული დიაგრამა, რომელსაც აქვს
დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან
თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის
მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა
3
მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ
ენერგიის მოხმარების შესახებ, აგრეთვე სათანადო ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში − ეტიკეტი, რომელზედაც მითითებულია ამ ქვეპუნქტით
განსაზღვრულზე ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი და შესაბამისი ფერები.
თუ ტექნიკური მიზეზის გამო შეუძლებელია ენერგოეფექტურობის 7 კლასის განსაზღვრა,
რომლებიც მომხმარებლისთვის ენერგიისა და შესაბამისი ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას
ნიშნავს,
ეტიკეტზე
შეიძლება
მითითებული
იყოს
ნაკლები
რაოდენობის
ენერგოეფექტურობის კლასი. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე ფერები მუქი მწვანიდან
წითლამდე უნდა შენარჩუნდეს;
ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი
(ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს
მინდობილობა, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში მწარმოებლის
სახელით იმოქმედოს) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე
განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს;
ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც თავისი კომერციული საქმიანობის
ფარგლებში ყიდის (მათ შორის, დისტანციურად ყიდის), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით
გასცემს ან სასყიდლით ან უსასყიდლოდ სთავაზობს პროდუქტს მომხმარებელს ან
პროდუქტის მემონტაჟეს;
უ) დისტანციური გაყიდვა − პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან იჯარით/ლიზინგით
გაცემის მიზნით მისი შეთავაზება ელექტრონული ფოსტის, კატალოგის, ინტერნეტის,
ტელემარკეტინგის ან ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებით, როდესაც პოტენციური
მომხმარებელი პროდუქტს ფიზიკურად ვერ ნახულობს;
ფ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების, წარმოებული
პროდუქციის ან/და ენერგიის თანაფარდობა მოხმარებულ ენერგიასთან;
ქ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის პირველად მიწოდება
ბაზარზე წარმოების, იმპორტის, იჯარის/ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან
არაკომერციული მიზნით;
ღ) ექსპლუატაციაში გაშვება
დანიშნულების მიხედვით;
−
საქართველოში
პროდუქტის
პირველად
გამოყენება
ყ) ბაზარზე ზედამხედველობა − უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული
ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომლებითაც დგინდება პროდუქტის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
შ) დოკუმენტური შემოწმება − პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტის საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
ჩ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა მისი
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ც) მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც სთავაზობენ ან
რომელიც ყიდულობს, ქირაობს ან იღებს ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით
4
გათვალისწინებულ პროდუქტს პირადი მოხმარების/გამოყენების მიზნით, მიუხედავად
იმისა, მოქმედებს თუ არა ის თავისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული
საქმიანობის ფარგლებში;
ძ) ეკოდიზაინი - გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება პროდუქტის დიზაინში,
მთლიანი სასიცოცხლო ციკლის პერიოდში პროდუქტის გარემოსდაცვითი საქმიანობის
გაუმჯობესების მიზნით.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობები.“.
5. მე-9 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება პროდუქტის
ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების
ოქმით.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12) თუ პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა, უფლებამოსილი
პირი ვალდებულია მიმწოდებელს/დილერს შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება
შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.“;
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ამ მუხლის მე-5, მე-12 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები
მიიღება დადგენილების სახით. აღნიშნული დადგენილების შესრულება სავალდებულოა. თუ
ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად
მიიჩნევა უფლებამოსილი პირის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული
დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“.
დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 და 172 პუნქტები:
„171. ამ მუხლის მე-5, მე-12 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილება,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება საქართველოს საერთო
სასამართლოებში. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
172. რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში
უფლებამოსილი პირი ვალდებულია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს
მიმწოდებლის/დილერის მიერ შესაბამისი დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ ამ
დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ
მიმწოდებელმა/დილერმა არ შეასრულა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული
ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის
შესაბამისად.“.
5
6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„IV1 თავი. ენერგომომხმარებელი პროდუქტის ეკოდიზაინი
მუხლი 101. ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
1.
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე
განთავსებისთვის ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი
მოთხოვნები.
2.
ეკონომიკური
ოპერატორი
ვალდებულია,
ბაზარზე
ზედამხედველობის
განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან და უზრუნველყოს
უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების,
შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.
3.
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ზედამხედველობის მიზნებისთვის
უზრუნველყოს შესაბამისობის დეკლარაციისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა
შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადით.
4.
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საკუთარი სახელი, რეგისტრირებული
სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, ასევე, საკონტაქტო ინფორმაცია, მათ
შორის, საფოსტო მისამართი, დაიტანოს პროდუქტზე, მის შეფუთვაზე ან თანდართულ
დოკუმენტაციაში, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
5.
უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი
ვალდებულია, მიაწოდოს უფლებამოსილ პირს პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, პროდუქტის
ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ.
6.
უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი
ვალდებულია, მიაწოდოს მას პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, რომლის შესყიდვისთვის
გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს უფლებამოსილი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება ხდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში.
7.
თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად
დადგინდა, რომ ეს პროდუქტი არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია
სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის
შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები უფლებამოსილი პირის
მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში და გადახდის
დამადასტურებელი ქვითარი უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადახდიდან 5 დღის ვადაში.
აღნიშნული ქვითარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც.
8.
ავტორიზებულ წარმომადგენელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის მიერ
გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს მინიჭებული
უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის და
აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოთხოვნის
შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს უფლებამოსილ პირს.
9.
იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი არ არის საქართველოში რეგისტრირებული და არ
ჰყავს ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი ვალდებულია:
6
ა) უზრუნველყოს ბაზარზე განთავსებული ან/და ექსპლუატაციაში გაშვებული პროდუქტის
შესაბამისობა ამ კანონთან და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან;
ბ) იქონიოს და ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური
დოკუმენტები.
მუხლი 102. ბაზარზე ზედამხედველობა
1.
პროდუქტის ამ თავისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან
შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი.
2.
უფლებამოსილი პირი ამ თავით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას
ახორციელებს:
ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით;
ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული
პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
3.
უფლებამოსილი პირი პროდუქტზე ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური
შემოწმებითა და პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით, ამ თავისა და სათანადო ტექნიკური
რეგლამენტის შესაბამისად. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ამ
თავისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად
აუცილებელი ყველა დოკუმენტი.
4.
თუ დოკუმენტური შემოწმებით დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 104 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო უფლებამოსილი პირი
ვალდებულია ეკონომიკურ ოპერატორს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს
გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია
განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები
ან/და გამოვლენილი შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით.
5.
თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ არ არის აღმოფხვრილი
შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ ოპერატორს შეუჩეროს
პროდუქტის რეალიზაცია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
6.
ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება
პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება
შემოწმების ოქმით.
7.
საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას
უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა
მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის
თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი.
8.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის
პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პროდუქტის რეალიზაციის,
წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში, ასევე, საქართველოს საბაჟო კონტროლის
ზონაში ამავე მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
9.
უფლებამოსილი
პირი
უფლებამოსილია
ფარულად
შეისყიდოს
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს
პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/გამოვლენას.
7
10.
თუ შემოწმებით გამოვლინდა ეკოდიზაინთან დაკავშირებული მახასიათებლების
სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ეკონომიკურ ოპერატორს
დაეკისრება ამ კანონის 104 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა, ხოლო უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ ოპერატორს
შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
11. თუ შემოწმებით დადასტურდა, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ეკოდიზაინთან
დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს,
ამასთანავე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და
გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კანონის 104 მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს
გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.
12. თუ შემოწმებით დადასტურდა, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ეკოდიზაინთან
დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს,
ამასთანავე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას ან/და გარემოს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს
ასეთ საფრთხეს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კანონის 104 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო უფლებამოსილი პირი
ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ.
13. თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას
ან/და გარემოს, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია პროდუქტის ბაზრიდან ამოღების
ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების შესასრულებლად დაავალოს ეკონომიკურ
ოპერატორს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი
ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას ან/და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.
14.
ამ მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. მისი შესრულება სავალდებულოა. თუ ამ
დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად
მიიჩნევა უფლებამოსილი პირის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული
დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში.
ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
16.
ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების შესრულების
კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი.
17. რეალიზაციის შეჩერების, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ
დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია
გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესაბამისი
დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ ამ დადგენილების შესრულების განმეორებითი
შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა აღნიშნული
დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება ამ კანონით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
18. უფლებამოსილი პირი ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან
დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის
აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ
8
ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
შემოსავლების სამსახურს.
19.
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს – შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს მას პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში
შეჩერება ამ კანონით ან/და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული
ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად.
20. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია
დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს
ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა
აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და
ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს უფლებამოსილ პირს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების
განხორციელების მიზნით.
21. ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეჩერებული
პროდუქტის
იმპორტში
გაშვებასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება
მიიღება
უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით.
22. ამ თავით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა გარდა ამ თავისა, ასევე,
ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების, პროდუქტის რეალიზაციის
შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესისა და პროდუქტთან
დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად, რომლებიც
მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით.“
8. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 თავი:
„თავი IV2. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
მუხლი 103. მიმწოდებლის/დილერის მიერ ამ კანონის III თავით დადგენილი მოთხოვნების
დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
1. მიმწოდებლის/დილერის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ბაზარზე განთავსებული
პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. მიმწოდებლის/დილერის მიერ პროდუქტის რეალიზაციის
უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა −
შეჩერების
შესახებ
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 104. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ამ კანონის IV1 თავით დადგენილი მოთხოვნების
დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
9
1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ბაზარზე განთავსებული
პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.
2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების
შესახებ უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე.
3. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების
შესახებ უფლებამოსილი პირის დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე.
4. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ
უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე.
5. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ
უფლებამოსილი პირის დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 8 000 ლარამდე.
6. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ
უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 7 000 ლარამდე.
7. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ
უფლებამოსილი პირის დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.
8. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა,
რომელიც
არ
შეესაბამება
აღნიშნული
პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ
უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის,
ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარით.
10. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა,
რომელიც
არ
შეესაბამება
აღნიშნული
პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს
უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის,
ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.
12. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა,
რომელიც
არ
შეესაბამება
აღნიშნული
პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სერიოზულ
საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის,
ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
10
14. ეკონომიკური ოპერატორის მიერ უფლებამოსილი პირისთვის საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
ინფორმაციის
მიწოდების
ვალდებულების
შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1
კალენდარული წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა
გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებული პროდუქტის მიმართ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენას იმ დღიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც მას დაეკისრა
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
აღნიშნული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. თუ ამ
დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად
მიიჩნევა მისი უფლებამოსილი პირის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული
დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
16. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის
შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს.
17. ამ კანონის 104 მუხლის მე-8-13 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება არ
შედგეს შემოწმების ადგილზე. ეს ოქმი სამართალდამრღვევს გადაეცემა ან ეგზავნება, ხოლო
თუ ამ ოქმის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად
მიიჩნევა უფლებამოსილი პირის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ ოქმის საჯაროდ
გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
18. ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, გარდა
104 მუხლის მე-8-13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განიხილავს რაიონული
(საქალაქო) სასამართლო.
19. ამ კანონის 104 მუხლის მე-8-13 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს უფლებამოსილი პირი.
20. ამ თავით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ
ათავისუფლებს უფლებამოსილი პირის დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან.“
9. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წარდგინებით, 2028 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ტექნიკური
რეგლამენტების მიღება:
ა) სამაცივრო მოწყობილობებისთვის ეკოდიზაინის მოთხოვნების თაობაზე;
11
ბ) ელექტროძრავებისა და ცვლადი სიჩქარის ამძრავებისათვის, სხვა პროდუქტებში
ინტეგრირებულების ჩათვლით, ეკოდიზაინის მოთხოვნების თაობაზე;
გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეკოდიზაინის მოთხოვნების
თაობაზე;
დ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების
სარეცხი/საშრობი მანქანებისათვის ეკოდიზაინის მოთხოვნების თაობაზე;
ე) სინათლის წყაროებისა და დამოუკიდებელი საკონტროლო მექანიზმებისთვის
ეკოდიზაინის მოთხოვნების თაობაზე;
ვ) უჩობალო ავტონომიური ცირკულატორებისა და პროდუქტში ინტეგრირებული უჩობალო
ცირკულატორების ეკოდიზაინის მოთხოვნების თაობაზე;
ზ) ელექტრონული ეკრანების, მათ შორის ტელევიზორების, მონიტორების და ციფრული
აბრა-დისპლეიების ეკოდიზაინის მოთხოვნების თაობაზე;
თ) ელექტრო და ელექტრონული საყოფაცხოვრებო და საოფისე მოწყობილობების
გამორთული, ლოდინის რეჟიმის და ქსელური ლოდინის რეჟიმის ეკოდიზაინის
მოთხოვნების თაობაზე;
ი) მყარ საწვავზე მომუშავე ოთახის გამათბობლების მიმართ ეკოდიზაინის მოთხოვნების
დამტკიცების თაობაზე.
5. საქართველოს მთავრობამ 2028 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 2.
2028 წლის 31 დეკემბრამდე, „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10
მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ვრცელდება ამ კანონის პირველი
მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 104 მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესი.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე- 2, მე-4, მე-6-მე-8
პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6-მე-8 პუნქტები ამოქმედდეს
2028 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიზანია
ეკოდიზაინის
სფეროში
ევროკავშირის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სტანდარტებისა და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივ
აქტთან დაახლოების ვალდებულებიდან, კანონპროექტის მომზადებისას გამოყენებულ იქნა
2009 წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/125/EC დირექტივა
„ენერგეტიკული პროდუქტებისთვის ეკოდიზაინის მოთხოვნების დადგენის ჩარჩოს შექმნის
შესახებ“.1 ამასთან, „ასოცირების შეთანხმების“ XXV დანართით განსაზღვრული ენერგეტიკის
სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების, რომლებიც ეხება
პროდუქტების ეკოდიზაინის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ეროვნულ კანონმდებლობაში
ტრანსპოზიცია განხორციელდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ
საკანონმდებლო აქტით, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტით განისაზღვრება ეკონომიკური
ოპერატორის ეკოდიზაინთან დაკავშირებული ვალდებულებები და მათი დარღვევის ან/და
შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისგებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი
პროდუქტის მიმართ ეკოდიზაინის მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის
ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და
არც
ევროკავშირთან
დადებული
საქართველოს
სხვა
ორმხრივი
და
მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს.
1
13
ენერგოეტიკეტირებისა და ეკოდიზაინის მოთხოვნები მჭიდროდ არის დაკავშირებული
ერთმანეთთან, კანონმდებლობის ორივე მიმართულება ენერგომომხმარებელ პროდუქტებს
არეგულირებს და ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ორივე შემთხვევაში პროდუქტის
ენერგოეფექტურობის
უზრუნველყოფა
წარმოადგენს.
კერძოდ,
ენერგოეტიკეტირების
კანონმდებლობა განსაზღვრავს ენერგომოხმარებასთან დაკავშირებულ მომხმარებლისთვის
მისაწოდებელ ინფორმაციასა და ფორმატს, რაც ერთგვარად ხელს უწყობს მაღალ
ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტებზე მოთხოვნის გაჩენას, ხოლო ეკოდიზაინის
მოთხოვნები ადგენს ენერგო მოხმარების მინიმალურ მისაღებ დონეს, რაც დაბალი
ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტების საქართველოს ბაზარზე განთავსებას ზღუდავს.
გარდა ამისა აღნიშნული კანონმდებლობის ორივე მიმართულებას გააჩნია საერთო
სტანდარტები,
მეთოდები.
სადაც
განსაზღვრულია
ამასთანავე,
პროდუქტის
კონკრეტული
უსაფრთხოებისა
პროდუქტებისთვის
და
თავისუფალი
გაზომვის
მიმოქცევის
კოდექსისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც უსაფრთხო პროდუქტის
მიმოქცევაა, ენერგოეტიკეტირებისა და ეკოდიზაინის მოთხოვნები უზრუნველყოფს არა
პროდუქტის უსაფრთხოებას, არამედ ენერგომომხმარებელ პროდუქტებთან დაკავშირებულ
ენერგიის მოხმარების მოთხოვნებს, ხოლო ეკოდიზაინის რეგულაციები დამატებით ასევე
აწესრიგებს ისეთ პარამეტრებს როგორიცაა პროდუქტთან დაკავშირებით სათადარიგო
ნაწილების არსებობა, გარემოსდაცვითი და გადამუშავების მოთხოვნები და აშ. აღნიშნული
კონტექსტურად განსხვავდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის
მოთხოვნებისგან
და
აყალიბებს
ერთიან
ჩარჩოს
პროდუქტების
ენერგოეფექტურობისა და რესურსების მდგრადი მოხმარების ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ენერგომომხმარებელი პროდუქტებთან
დაკავშირებული მოთხოვნები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში“ ასახვის ნაცვლად ინტეგრირდეს „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს
კანონში.
შესაბამისად, პროექტით ცვლილება შედის კანონის სათაურში და ყალიბდება შემდეგი
რედაქციით - „ენერგომომხმარებელი პროდუქტის ეტიკეტირებისა და ეკოდიზაინის შესახებ“
საქართველოს კანონი.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტით კანონს ემატება ახალი IV1 და IV2 თავები, რომლითაც
დგინდება ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიმართ ეკოდიზაინის მოთხოვნები და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. შესაბამისად, ფართოვდება კანონის პირველი
მუხლით განსაზღვრული კანონის მიზანი და კანონის მე-3 მუხლს (ტერმინთა განმარტება)
ემატება ახალი ტერმინი - „ეკოდიზაინი“, რაც გულისხმობს პროდუქტის დიზაინში
გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებას.
ცვლილებები შედის კანონის მე-9 მუხლში და ახლებურად ყალიბდება ამავე მუხლის:
•
მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური
შემოწმება
შესაძლოა
განხორციელდეს
პროდუქტის
ნიმუშის
ტექნიკური
შემოწმებით/გამოცდით.
14
•
მე-12 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას
შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში,
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს
მიმწოდებელს/დილერს შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება შეუსაბამობის
აღმოფხვრამდე.
•
მე-17 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ამავე მუხლის მე-5, მე-12 და მე-16 პუნქტებით
გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების სახით. აღნიშნული
დადგენილების შესრულება სავალდებულოა. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის
ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა უფლებამოსილი
პირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ
გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამავე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 171 და 172 პუნქტები:
•
171. ამ მუხლის მე-5, მე-12 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილება,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება საქართველოს
საერთო სასამართლოებში.
•
ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის
აღსრულებას.
172. რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში
უფლებამოსილი პირი
ვალდებულია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს
მიმწოდებლის/დილერის მიერ შესაბამისი დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ ამ
დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ
მიმწოდებელმა/დილერმა არ შეასრულა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული
ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის
შესაბამისად.
როგორც აღინიშნა, კანონს ემატება ენერგომომხმარებელი პროდუქტის ეკოდიზაინის შესახებ
IV1 და IV2 თავები, რომლებიც განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებებს და
არეგულირებს ბაზარზე ზედამხედველობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საკითხებს. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მუხლი
განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახე“
საქართველოს
კანონით
დადგენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
ანალოგიურად.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
გარდამავალ
პერიოდში
საქართველოს
მთავრობის
ვალდებულებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
წარდგინებით, 2028 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული
ტექნიკური რეგლამენტების მიღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
15
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, გარდა ენერგომომხმარებლი პროდუქტის
ეკოდიზაინის საკითხების მარეგულირებელი ნორმებისა, რომლებიც ამოქმედდება 2028 წლის
31 დეკემბრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი პროექტი, საშუალოვადიან პერიოდში (2029-2032 წლები), დადებით
ფინანსურ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, პროექტს არ ექნება გავლენა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
წარმოდგენილი კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე
ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) პროდუქტის ეკოდიზაინთან
დაკავშირებულ ახალ ვალდებულებებს განსაზღვრავს, რომელთა შესასრულებლად სააგენტოს
სავარაუდოდ დასჭირდება არანაკლებ 4 ახალი სამსახურეობრივი შტატის დამატება.
ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირის შრომითი
ანაზღაურება, თვიურად შეადგენს საშუალოდ 2800 ლარს, ერთი პირის საშემოსავლო
გადასახადი იქნება 560 ლარი. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, თითოეულ წელს
ერთი პირის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, იქნება
6 720 ლარი, ხოლო 4 ახალი თანამშრომლის შემთხვევაში - 26 880 ლარი.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტი დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება ამ
პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის/შეუსრულებლობის შემთხვევაში
ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, გამოთხოვა,
ბაზრიდან ამოღება და განადგურება. ამასთან, ვინაიდან ეკონომიკური ოპერატორის
16
ეკოდიზაინთან
დაკავშირებული
მოთხოვნები
პროექტის
სიახლეა,
მათი
დარღვევა/შეუსრულებლობის თაობაზე გამოცემული დადგენილების შეუსრულებლობაც
ახალ
სამართალდარღვევას
წარმოადგენს.
შესაბამისად,
კონკრეტულად
ამ
სამართალდარღვევის შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა დაახლოებითი ფინანსური
გავლენის შესაფასებლად შეგვიძლია საორიენტაციოდ გამოვიყენოთ სამშენებლო პროდუქტის
სტატისტიკა. მაგალითად,
ამ უკანასკნელის რეალიზაციის შეჩერების შესახებ 2025 წელს
სააგენტოს მიერ გამოტანილ იქნა 27 დადგენილება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა
1500 ლარიდან 3000 ლარამდე (საშუალოდ 2 250 ლარი). შესაბამისად, თუ დადგენილების
შეუსრულებლობის თაობაზე საორიენტაციოდ ავიღებთ 27 სამართალდარღვევას,
რომლისთვისაც ჯარიმად გათვალისწინებულია საშუალოდ 2 250 ლარი, საშუალოვადიან
პერიოდში, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული თანხის ოდენობა შეადგენს
60 750 ლარს. რაც შეეხება ზოგადად ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა ან ისეთი
პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულ ჯარიმას,
რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას ან/და გარემოს შეადგენს 4 000 ლარს. მოცემული სამართალდარღვევა 2025 წელს
სააგენტოს მიერ
გამოვლინდა 57 შემთხვევაში. შესაბამისად ამ დარღვევიდან ბიუჯეტში
შესული სავარაუდო თანხა საშუალოვადიან პერიოდში, ყოველწლიურად შეადგენს 228 000
ლარს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტის ამ კანონთან და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან
შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს
(სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის
სააგენტო) უფლება აქვს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს
შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება. პროექტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის
აღნიშნული დადგენილებები საჩივრდება საერთო სასამართლოებში. არსებული რედაქციით,
ზემოხსენებული დადგენილებების გასაჩივრება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროში. მაგალითისათვის, 2025 წელს, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამშენებლო პროდუქტების
შეჩერების შესახებ სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს 7 დადგენილება იქნა
გასაჩივრებული. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, ყოველწლიურად შესაძლოა
სასამართლოებში
გასაჩივრდეს
დაახლოებით
7
ასეთი
დადგენილება.
ეკონომიკურ
ოპერატორებს გასაჩივრებისას გადასახდელი იქნებათ სახელმწიფო ბაჟი, რაც შეადგენს დავის
საგნის
ღირებულების
3%-ს,
აღნიშნული კი
მიემართება
საქართველოს
ბიუჯეტში.
შესაბამისად, აღნიშნული დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს საქართველოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კონკრეტული ფინანსური გავლენა კი დამოკიდებული იქნება დავის
საგნის ღირებულებასა და სასამართლოში გასაჩივრებული დადგენილებების რაოდენობაზე.
ამასთან, სააგენტოს მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების
გამოტანა ირიბად ფინანსურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტის
გამოყენების/რეალიზაციის შედეგად
17
მიღებული მოგების დაბეგვრა ვერ განხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით
დადგენილი წესით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი პროექტი, საშუალოვადიან პერიოდში (2029-2032 წლები), ფინანსურ გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ამასთან, პროექტს არ ექნება გავლენა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დაფინანსების წყაროებია, როგორც საკუთარი შემოსავლები,
ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები. კანონპროექტით
სააგენტოსთვის განსაზღვრულ ახალ ვალდებულებებს ეს უკანასკნელი განახორციელებს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. სავარაუდოა, რომ ამ
მოვალეობების
განხორციელებისთვის,
სააგენტოს
დასჭირდება
არანაკლებ
4
სამსახურეობრივი შტატის დამატება. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, მსგავს პოზიციაზე
დასაქმებული პირის შრომითი ანაზღაურება, თვიურად შეადგენს საშუალოდ 2 800
(საშემოსავლო გადასახადის გარეშე - 2 240 ლარი) ლარს, ერთი დასაქმებული პირის მიმართ
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი, საშუალოვადიან პერიოდში, ყოველწლიურად იქნება 33 600
ლარი, ხოლო 4 ახალი თანამშრომლისთვის - 134 400 ლარი. ამასთან, 4 თანამშრომლისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვლოს საპენსიო ფონდში ყოველწლიურად გადასარიცხი
თანხა, საშუალოვადიან პერიოდში, შეადგენს
2 688 ლარს. აღსანიშნავია, რომ ახალი
თანამშრომლებისთვის სამუშაო ინვენტარის შეძენა არის ერთჯერადად გასაწევი ხარჯი და
საშუალოდ შეადგენს 10 490 ლარს (კომპიუტერი, პრინტერი, მაგიდა, სკამი, კარადა,
საკანცელარიო ნივთები). შესაბამისად, სააგენტოსთვის კანონპროექტით განსაზღვრული
ახალი ვალდებულებები ფინანსურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ხარჯების გაზრდის მხრივ.
გარდა
ამისა,
სააგენტოს
დამატებით
დასჭირდება
სამივლინებო,
საწვავისა
და
ლაბორატორიული შემოწმებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა. კერძოდ, ინსპექტირებების
განსახორციელებლად საჭირო მივლინების თანხები და საწვავის თანხა, საშუალოვადიან
პერიოდში, წლიურად სავარაუდოდ იქნება ჯამში 10 000 ლარი (5000 ლარი საწვავის, 5000
ლარი
სამივლინებო).
მოწყობილობის
ასევე,
რეკომენდირებული
ლაბორატორიული
შემოწმება,
იქნება
არანაკლებ
რომელიც
10
ერთეული
ძირითადად
უცხოურ
ლაბორატორიებში ხორციელდება და მისი ღირებულება თითოეული მოდელისთვის
წარმოადგენს საორიენტაციოდ არანაკლებ 15 000 ლარს. შესაბამისად, ლაბორატორიული
შემოწმებისათვის, საშუალოვადიან პერიოდში, წლიურად საჭირო იქნება სავარაუდოთ 150
000
ლარი.
ამასთან,
აღსანიშნავია,
რომ,
ლაბორატორიული
შემოწმების
სიხშირე
დამოკიდებული იქნება რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ გეგმაზე ან/და
საფუძვლიანი ეჭვზე ან ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ ბაზარზე განთავსებული
18
პროდუქტი არ შეესაბამება კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტის ამ კანონთან და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან
შეუსაბამობის
შემთხვევაში,
უფლებამოსილი
პირი
ვალდებულია
შეუსაბამობის
აღმოფხვრამდე, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის
უფლება. პროექტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის
აღნიშნული დადგენილებები
საჩივრდება საერთო სასამართლოებში. არსებული რედაქციით ზემოხსენებული
დადგენილებების გასაჩივრება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროში. შესაბამისად, ზემოხსენებული ცვლილება ფინანსურ გავლენას მოახდენს
ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ბიუჯეტზე, მეორე მხრივ კი, საქართველოს საერთო სასამართლოების ბიუჯეტზე, ვინაიდან
იცვლება საჩივრის განმხილველი ორგანო. წარმოდგენილი პროექტი ასევე ადგენს
საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, მიღების
ვალდებულებას, რაც განხორციელდება არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსი
ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება სახელწმიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ფინანსურ გავლენას არ იქონიებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი პროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც არ
შეასრულებენ ან დაარღვევენ ამ პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასეთ
შემთხვევაში შესაბამის პირებს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონით
დადგენილი წესით დაეკისრებათ კერძოდ, ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის ან
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული
პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ
უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს პირები სააგენტოს
მიერ დაჯარიმდებიან 4 000 ლარით. მსგავსი პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ
სააგენტოს
მიერ
გამოცემული
დადგენილების
შეუსრულებლობისთვის
კი
პირები
დაჯარიმდებიან 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე თანხის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილება ფინანსურ გავლენას იქონიებს ზემოაღნიშნულ პირებზე.
19
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტის
ერთ-ერთი
ძირითადი
სიახლეა
ეკონომიკური
ოპერატორის ვალდებულება, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ენერგოეფექტური პროდუქტი
(ეკოდიზაინის მქონე). მოცემული ახალი ვალდებულება დამატებით ხარჯებს არ წარმოშობს
იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც აღნიშნული პროდუქტის იმპორტს ახდენენ
(იმპორტიორები), განსხვავებით მწარმოებლისგან, რომელთაც წარმოდგენილი პროექტით,
მხოლოდ
ენერგოეფექტური
პროდუქტის
წარმოების
ვალდებულება
დაეკისრებათ.
მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ საქართველოში მსგავსი მწარმოებლები ძალიან
მცირე პროცენტული მაჩვენებლით არიან წარმოდგენილი. კერძოდ, დღეის მდგომარეობით,
საქართველოში ენერგოეფექტური პროდუქტებიდან იწარმოება მხოლოდ ღუმელები.
არაენერგოეფექტური
ღუმელის
ფასი
საშუალოდ
შეადგენს
200
ლარს,
ხოლო
ენერგოეფექტური ღუმელის წარმოების ფასი იზრდება დაახლოებით 40-60 პროცენტით.
შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება ღუმელის ადგილობრივ მწარმოებლებზე მოახდენს
ფინანსურ გავლენას, კერძოდ 40-60 პროცენტით გაზრდის მათ ხარჯებს. აღნიშნული, გავლენას
მოახდენს, მომხმარებელზეც, მათი ხარჯების გაზრდის მხრივ. თუმცა აღსანიშნავია, რომ
ენერგოეფექტური ღუმელები მათი ფუნქციონირებისთვის გასაწევი ხარჯების შემცირებით,
საერთო პერსპექტივაში, დადებით
ხარჯებზე.
ფინანსურ
გავლენას მოახდენენ
მომხმარებელთა
როგორც აღინიშნა, პროდუქტის ამ კანონთან და შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან
შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს
(სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის
სააგენტო) უფლება აქვს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს
შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება. პროექტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის
აღნიშნული დადგენილებები საჩივრდება საერთო სასამართლოებში. არსებული რედაქციით,
ზემოხსენებული დადგენილებების გასაჩივრება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროში. შესაბამისად, ეკონომიკურ ოპერატორებს
გასაჩივრებისას გადასახდელი იქნებათ სახელმწიფო ბაჟი, რაც შეადგენს დავის საგნის
ღირებულების 3%-ს. შესაბამისად, ზემოხსენებული დადგენილებების გასაჩივრების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს
ეკონომიკური ოპერატორების ფინანსებზე, მათი ხარჯების გაზრდის კუთხით, რის ოდენობაც
დამოკიდებული იქნება დავის საგნის ღირებულებაზე.
ამასთან, სააგენტოს მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილება,
მიუღებელი შემოსავალის სახით, ირიბ ფინანსურ გავლენას იქონიებს შესაბამის ეკონომიკურ
ოპერატორებზე.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორებს მოსთხოვოს
შესაბამისი პროდუქტის მათივე ხარჯით განადგურება, რასაც განახორციელებენ ამ
მომსახურების გამწევი კერძო სუბიექტები. შესაბამისად, პროექტი, მოცემულ ნაწილში,
ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც საკუთარი ფინანსებით
მოუწევთ პროდუქტის განადგურება, ხოლო დადებით ფინანსურ გავლენას - ამ მომსახურების
გამწევ კერძო სუბიექტებზე.
20
ამასთან, პროექტი დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც
სააგენტოში, პროექტით გათვალისწინებული ახალი ვალდებულების განხორციელების
მიზნით შექმნილ პოზიციებზე დასაქმდებიან. მათი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ
შეადგენს 2 800 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი პროექტით,
პროექტით
გათვალისწინებული
სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება ამ
ეკოდიზაინთან
დაკავშირებული
მოთხოვნების
დარღვევის/შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს
პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, გამოთხოვა, ბაზრიდან ამოღება და განადგურება.
შესაბამისად, განისაზღვრება ამ მოთხოვნების დარღვევისთვისა და სააგენტოს დადგენილების
შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები. სამართალდარღვევები,
მათთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა და განხილვის წესი კი დადგენილია
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, ჯარიმებისა და განხილვის წესის
ანალოგიურად. კერძოდ, ეკონომიკური ოპერატორის მიერ უფლებამოსილი პირის:
•
•
•
•
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა გამოიწვევს მის
დაჯარიმებას 1 000 ლარამდე;
პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე, ხოლო განმეორებით
შეუსრულებლობა - 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე;
პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა
გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორებით
შეუსრულებლობა − 5 000 ლარიდან 8 000 ლარამდე;
პროდუქტის გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის
დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 7 000 ლარამდე, ხოლო განმეორებით შეუსრულებლობა −
7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.
ამასთან, ეკონომიკური ოპერატორის მიერ ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი
პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება
აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და:
•
•
•
საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და
გარემოს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი
მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ − 1 500
ლარით;
საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი მწარმოებლის,
ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ - 3 000 ლარით;
სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას
ან/და გარემოს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი
21
მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ გამოიწვევს
დაჯარიმებას 4 000 ლარით.
პროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკონომიკური ოპერატორის
მიერ უფლებამოსილი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რაც გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარით.
ამასთან, ზემოხსენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 კალენდარული წლის
განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ხორციელდება „ენერგოეტიკეტირების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ამოღება და მისი ასახვა პროექტის პირველი მუხლის მე8 პუნქტით გათვალისწინებულ 103 პუნქტში. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს
ტექნიკურ ცვლილებას
პასუხისმგებლობა.
და
ამ
ნაწილში
არ
დგინდება
ახალი
ადმინისტრაციული
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. პირიქით იგი ეხმიანება 2009
წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/125/EC დირექტივას „ენერგეტიკული
პროდუქტებისთვის ეკოდიზაინის მოთხოვნების დადგენის ჩარჩოს შექმნის შესახებ“.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
22
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
23