საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2025 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების 2026 წლის 1 აპრილიდან ძალაში შესვლისა და აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, 1993 წლის 10 მაისს ქ. ბაქოში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2026
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-3408/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-15
ბიუროს ნომერი 127 (17:15)

📜 ტექსტი

წერილი
11624-01-2-202604151516 № 01/11624 15/04/2026 საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ბატონ კახა ოქროჯანაშვილს ბატონო კახა, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს, ქ. თბილისში, ხელმოწერილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 2026 წლის 1 აპრილიდან. ამასთან, ზემოხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედება შეწყვიტა 1993 წლის 10 მაისს, ქ. ბაქოში, ხელმოწერილმა „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებამ. პატივისცემით, ხათუნა თოთლაძე მინისტრის მოადგილე