საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების 3 თვით გაგრძელების შესახებ: ა) 2025 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული საქმეები) (№1-2919/26; 31.03.2026); ბ) 2025 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (მიმდინარე საქმეები) (№1-2919/26; 31.03.2026); გ) 2025 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-2920/26; 31.03.2026).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (300 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (297 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (304 KB)
📄 წერილი (143 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-27
ბიუროს ნომერი 129
📜 ტექსტი
წერილი
2-4767/26
21-04-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 1 აპრილის 122/1-XIმპ, 122/2XIმპ და 122/4-XIმპ გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის
ანგარიშები
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების
საქართველოს
მიმართ
აღსრულების
მდგომარეობის
შესახებ
სასამართლოს
(დასრულებული
საქმეები
მიერ
და
მიმდინარე საქმეები) (№1-2919/26; 31.03.2026);
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2024 წლის
ანგარიში
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
კომიტეტების
მიერ
საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ
(№1-2920/26; 31.03.2026).
იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშები სავალდებულოდ განსახილველად
გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და მათი სავალდებულო წესით განხილვის
ვადა განისაზღვრა 2026 წლის 22 აპრილამდე.
მიმდინარე წლის 21 აპრილს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,
რომელმაც გვაცნობა, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტს სჭირდება დამატებითი
დრო ზემოაღნიშნული საკითხების განსახილველად და ითხოვა ამ ვადის გაგრძელება
3 თვით.
ვითვალისწინებთ რა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელების
თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge