სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში (27.02.2026; 1/8)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.04.2026
ავტორი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#[594a]/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-04-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 40

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა თარიღი 27 აპრილი 2026 13:00 2026 წლის 27 აპრილი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი შატაკიშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ზაზა ლომინაძის, ზაურ დარგალის, არჩილ ბერიძის, ანზორ ბოლქვაძის, შოთა ხაბარელის, ნიკა ელისაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ზვიად შალამბერიძის, დიმიტრი სამხარაძის, ნინო წილოსანისა და გიორგი ხახუბიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (295/3-XIმპ, 08.04.2026) (სავალდებულო); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (287/2-XIმპ, 08.04.2026) (სავალდებულო); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (296/3-XIმპ; 15.04.2026) (I მოსმენა) (წამყვანი); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (289/2-XIმპ, 08.04.2026) (სავალდებულო); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა; 5. სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2025 წლის წლიური ანგარიში (27.02.2026; 1/8); მომხსენებელი: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ლევან თოდუა.