საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნა (№2-5104/26; 28.04.2026) საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გელა გელაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი
ნომერი
#2-5104/26
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნა (#2-5104/26; 28.04.2026) საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გელა გელაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-04-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 38
შენიშვნა საკითხის განხილვა დაემატა დღის წესრიგს. სხდომა დაიხურა.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა თარიღი 28 აპრილი 2026 15:00 2026 წლის 28 აპრილი, 15:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. ტერიტორიული რეზერვი; მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე.
დასკვნა
2-5103/26 28-04-2026 დასკვნა საქართველოს მთავრობის წარდგინებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად გელა გელაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 28 აპრილს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გელა გელაძის კანდიდატურა. კომიტეტმა მოისმინა წარდგენილი კანდიდატის მოსაზრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ, რომლის შემდგომაც კანდიდატმა უპასუხა პარლამენტის წევრების შეკითხვებს. კომიტეტი სრულყოფილად გაეცნო წარმოდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიულ ცნობებს, მის შრომით გამოცდილებასა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ გელა გელაძის კანდიდატურა სრულ შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის შესაბამისად, მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ გელა გელაძის კანდიდატურას. ამასთანავე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის საკითხი, კომიტეტის სხდომაზე ამომწურავად იქნა განხილული, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი, განხილვის გარეშე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge