საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის (2026 წლის 1−8 მარტი) ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-5117/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-29
ბიუროს ნომერი 133 (11:55)

📜 ტექსტი

წერილი
2-5117/26 28-04-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 1-8 მარტს გაიმართა. დანართი 3გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ქ. ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში (1-8 მარტი, 2026 წელი) დელეგაციის შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; ლიკა შარტავა - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრი; ეკა სეფაშვილი - პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრებში მონაწილეობდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი. ნიკოლოზ სამხარაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. მდივნის შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი სარგებლისკენ მიმართული თანამშრომლობის საკითხები. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და მათ გავლენაზე საქართველოს უსაფრთხოებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამერიკული კომპანიების მონაწილეობა მსხვილ ეკონომიკურ პროექტებში. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV. მხარეებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო „შუა დერეფნის“ განვითარება და სომხეთაზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. მიერ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა ასევე გამართა პენტაგონში, სადაც ომის მდივნის პიტ ჰეგსეთის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს შეხვდა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სუვერენული ერების ალიანსის სამიტში (Alliance of Sovereign Nations Summit). სამიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები, ავსტრიელი ევროპარლამენტარი და სერბეთის მთავრობის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ. სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. „ჩვენ ვიყავით ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი მსხვერპლნი. ეს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოხდა, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტი გვქონდა - რუსეთმა გამოიყენა თავისი ენერგეტიკული იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, დაბლოკა ენერგიის მიწოდება საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი - აზერბაიჯანი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს. მან ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული პარტნიორობის მნიშვნელობას. ნიკოლოზ სამხარაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილია სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რაც მისივე განცხადებით, გაასამმაგებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ სტივ დეინსთან, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტთან, კიტ სელფთან, რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ცინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული გაუმჯობესება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ურთიერთობების ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა, რომ ქართული მხარე მზად არის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს კიდევ უფრო ღრმა და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობები. საუბარი შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს და მათ შესაძლო გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, მათ შორის: ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს, „უილსონის ცენტრის“, „ჰერითიჯის ფონდისა“ და America First Policy Institute-ის ხელმძღვანელებსა და ექსპერტებს. გამართულ შეხვედრებზე განხილვის საკითხებს წარმოადგენდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები; აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. შეხვედრებზე, ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები; რუსეთ-უკრაინის ომი და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიდგომები.