საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი (№1-2948/26; 31.03.2026) 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5267/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-04
ბიუროს ნომერი 135

📜 ტექსტი

წერილი
2-5267/26 30-04-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 01 აპრილის №123/1-XIმპ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (№1-2948/26; 31.03.2026) და მისი განხილვის ვადა განისაზღვა 2026 წლის 06 მაისამდე. აღნიშნული ანგარიშის განსახილველად მომზადებისთვის აუცილებელია როგორც თავად ანგარიშის, ასევე მასში ასახული რეკომენდაციების ადრესატი უწყებების პოზიციების შესწავლა და სიღრმისეული ანალიზი. იმის გათვალისწინებით, რომ დასამუშავებელია დიდი მოცულობის მასალა, ამასთან, დღეის მდგომარეობით, ანგარიშთან დაკავშირებული მოსაზრებები ყველა რელევანტურ უწყებას არ წარმოუდგენია, დადგენილ ვადაში საკითხის სრულყოფილად მომზადება და მისი განხილვა ობიექტურად ვერ მოხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული ანგარიშის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge