სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-04
ბიუროს ნომერი 135
📜 ტექსტი
წერილი
2-5335/26
01-05-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ
გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 8 ფურცელი
პატივისცემით,
კომისიის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და
საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი კომისია
დროებითი კომისიის საქმიანობის ანგარიში
აპრილი, 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
I.
ზოგადი ინფორმაცია დროებითი კომისიის შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 3 თებერვლის N1345-Vმს-XIმპ დადგენილების
საფუძველზე შეიქმნა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის
ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
კომისია. ამავე, დადგენილებით დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადად
განისაზღვრა 3 თვე.
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2026
წლის
4
თებერვლის
N109/1-XIმპ
გადაწყვეტილებით დამტკიცდა დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა 14 წევრის
შემადგენლობით და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. კერძოდ:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 7 წევრი;
ფრაქცია „საქართველოსთვის“ - 3 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ - 3 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი.
ფრაქციების მიმართვების საფუძველზე 2026 წლის 4 თებერვალს საქართველოს
პარლამენტის ბიურომ განსაზღვრა დროებითი კომისიის შემადგენლობა:
1. ბერეკაშვილი შოთა („ქართული ოცნება“)
2. ბითაძე მაია („ქართული ოცნება“)
3. ბაკარაძე ქეთევან („საქართველოსთვის“)
4. თურნავა ვახტანგი („ქართული ოცნება“)
5. ინჯია ილია („ევროპელი სოციალისტები“)
6. კვიჟინაძე პაატა („ქართული ოცნება“)
7. კერესელიძე შალვა („საქართველოსთვის“)
8. ლომინაძე ზაზა („ქართული ოცნება“)
9. მაჭარაშვილი გურამ („ხალხის ძალა“)
10. სამხარაული გელა („ქართული ოცნება“)
11. სეფაშვილი ეკა („ხალხის ძალა“)
12. შარაშიძე გიორგი („საქართველოსთვის“)
13. წილოსანი ნინო („ქართული ოცნება“)
14. ხუნდაძე დიმიტრი („ხალხის ძალა“)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების
შესაბამისად 2026 წლის 4 თებერვალს გაიმართა დროებითი კომისიის პირველი
საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნა დროებითი კომისიის თავმჯდომარე
- შოთა ბერეკაშვილი და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ეკა
სეფაშვილი.
2
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
გარდა ამისა, აღნიშნულ სხდომაზე, დროებითმა კომისიამ შეიმუშავა დებულების
პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის
ბიუროს (დამტკიცდა 2026 წლის 4 თებერვლის N110/1-XIმპ გადაწყვეტილებით).
II.
დროებითი კომისიის მიზანი და უფლებამოსილებები
დროებითი
კომისიის
მუშაობა
წარიმართა
საქართველოს
კონსტიტუციის,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, დროებითი კომისიის დებულების და სხვა
ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამასთანავე, დროებითი კომისიის დებულებით
განისაზღვრა კომისიის მიზანი და უფლებამოსილებები.
დროებითი კომისიის მიზანი იყო სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და
საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების კომპლექსური შესწავლა, ფაქტებზე
დაფუძნებული და ობიექტური შეფასება, შესაძლო პრობლემური გარემოებების
იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება.
დროებითი კომისიის უფლებამოსილებები:
სასურსათო
პროდუქციის,
მედიკამენტებისა
და
საწვავის
ფასების
ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა;
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
შესწავლის და პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირების საფუძველზე
დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, ასევე იურიდიული
პირებისაგან კანონით დადგენილი წესით აუცილებელი დოკუმენტების და სხვა
საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წინაშე ნებისმიერი პირის
მოწვევა,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
III.
საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში
დროებითი
კომისიის
მიერ
განხორციელებული აქტივობები
საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართა
წინასწარ
განსაზღვრული,
ეტაპობრივი
და
თემატურად
სტრუქტურირებული
მიდგომის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფდა საკითხების ყოვლისმომცველ და
თანმიმდევრულ განხილვას.
მუშაობის
პროცესში
ძირითადი
აქცენტი
გაკეთდა
სასურსათო
პროდუქციის,
მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების სრული ჯაჭვის შესწავლაზე.
შესაბამისად, განხილვები წარიმართა მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან.
საანგარიშო პერიოდში კომისიამ გამართა 12 სხდომა;
სხდომების ფარგლებშიც შეხვდა 67 კომპანიას, ასევე ნავთობპროდუქტების
იმპორტიორთა კავშირს;
პარალელურად, კომისიამ დეტალურად შეისწავლა 80-ზე მეტი კომპანიის
ფინანსური მაჩვენებლები და ბიზნეს პროცესები.
დროებითი კომისიის საქმიანობა ეფუძნებოდა მონაწილე მხარეების მაქსიმალური
ჩართულობის პრინციპს. დროებითი კომისიის სხდომებში მონაწილეობდნენ როგორც
მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, რაც ქმნიდა მრავალმხრივი
ხედვის ჩამოყალიბების საფუძველს.
პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები სწრაფად ბრუნვად სამომხმარებლო საქონლის
(FMCG) სექტორში მოქმედ მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან
და საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. შემდგომ ეტაპზე ფარმაცევტული
კომპანიების და ბოლოს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, დროებითმა კომისიამ საქმიანობის პროცესში უზრუნველყო ინფორმაციის
სხვადასხვა წყაროდან მიღება და მისი სისტემური დამუშავება, რაც მოიცავდა როგორც
კერძო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციებს, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო
უწყებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
კომისიამ
შეისწავლა
მონიტორინგისა
გამოცდილება
და
საერთაშორისო
ბაზრის
გაანალიზდა
გამოცდილება
რეგულირების
საქართველოს
ფასების
ფორმირების,
მიმართულებით.
აღნიშნული
კონტექსტის
გათვალისწინებით
და
გამოყენებულ იქნა შესაბამისი მიდგომების შეფასებისთვის.
საერთო ჯამში, კომისიამ კომპლექსურად შეისწავლა მიწოდების მთლიანი ჯაჭვი წარმოებიდან საბოლოო რეალიზაციამდე, გააანალიზა თითოეულ რგოლში არსებული
პროცესები, ურთიერთობები და ფასის ფორმირებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები.
აღნიშნული
პროცესის
ფარგლებში
შეფასდა
სექტორში
მოქმედი
კომპანიების
4
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლები, მათ შორის მარჟები, საოპერაციო ხარჯები
და კომერციული პირობები. შედეგად, შესაძლებელი გახდა ფასების ფორმირების
პროცესის თანმიმდევრული შეფასება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორების ანალიზის,
საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის, აღნიშნული სექტორების მონაწილე
მხარეებთან შეხვედრების, ფასების ფორმირების მექანიზმებისა და ღირებულებათა
ჯაჭვის სტრუქტურული მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე, დროებითმა
კომისიამ შეიმუშავა დასკვნა.
დროებითმა კომისიამ 2026 წლის 1 მაისის სხდომაზე განიხილა და მიიღო აღნიშნული
დასკვნა, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს
მთავრობას, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
კომისიის
საქმიანობა
უზრუნველყოფდა
პროცესის გამჭვირვალობასა და თანმიმდევრულობას. ასევე, ქმნიდა პირობებს, რომ
საკითხის განხილვისას სათანადოდ ასახულიყო მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე
მოქმედი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის პოზიციები. შედეგად, პროცესი ეფუძნებოდა
დაბალანსებულ
და
ფართო
ჩართულობაზე
დაფუძნებულ
მიდგომას,
რაც
უზრუნველყოფდა განხილული საკითხების სრულყოფილ დაფარვას.
5
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
დანართი 1. დროებითი კომისიის სხდომებში მონაწილე კომპანიები
დროებითი კომისიის 11 თებერვლის სხდომაში მონაწილე FMCG სექტორში მოქმედი
მწარმოებლები:
1. შპს ჩირინა
2. შპს ლიდერფუდი
3. შპს ჯი-პი-პი
4. შპს ყვარლის ბაგა
5. შპს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
6. შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“
7. შპს ბარაქა
8. შპს პოულტრი ჯორჯია (კოდა)
9. შპს დილის პროდუქტები
10. შპს კუმისი XXI
დროებითი კომისიის 13 თებერვლის სხდომაში მონაწილე FMCG სექტორში მოქმედი
მწარმოებლები:
11. შპს პლანტა
12. შპს ტირიფონის ბაღები
13. შპს ანიგოზი
14. შპს აჩინებული
15. შპს გსქ კულა
16. შპს მილმართი
17. შპს ქართული აგროპროდუქტი
დროებითი კომისიის 19 თებერვლის სხდომაში მონაწილე FMCG სექტორში მოქმედი
მწარმოებლები:
18. შპს იგრიკა
19. შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
20. შპს ჯეონატურალსი
21. შპს სანს გრუფ
22. სს ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრია
23. შპს ბარამბო
24. შპს ტკბილი ქვეყანა
25. შპს ემსიბი ჯორჯია
26. შპს ვასაძის პური
27. შპს ბევრილი
28. შპს ჯეომილ
6
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
29. შპს ჯოლიო
დროებითი კომისიის 25 თებერვლის სხდომაში მონაწილე FMCG სექტორში მოქმედი
სადისტრიბუციო კომპანიები:
30. შპს დაფნა
31. შპს მზიური
32. შპს ბიდი კომპანი
33. შპს დიპლომატ ჰოლდინგი
34. შპს გემრიელი
35. შპს ალფა
დროებითი კომისიის 5 მარტის სხდომაში მონაწილე FMCG სექტორში მოქმედი
სადისტრიბუციო კომპანიები:
36. შპს ლაქტალის ჯორჯია
37. შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია
38. შპს დიპლომატ ჯორჯია
39. შპს შარმ ტრეიდინგი
40. შპს მონდელიზ საქართველო
41. შპს ფუდსერვისი
დროებითი კომისიის 11 მარტის სხდომაში მონაწილე FMCG სექტორში მოქმედ საცალო
ქსელების ოპერატორები:
42. შპს უნივერსამი
43. შპს ზღაპარი
44. სს გუდვილი
45. შპს აგროჰაბი
46. შპს ევროპროდუქტი
დროებითი კომისიის 16 მარტის სხდომაში მონაწილე
FMCG სექტორში მოქმედი
საცალო ქსელების ოპერატორები:
47. შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია
48. სს ნიკორა ტრეიდი ჯგუფი
49. შპს ორი ნაბიჯი
50. შპს დეილი ჯგუფი
7
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის
სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
დროებითი კომისიის 30 მარტის სხდომაში მონაწილე ფარმაცევტული კომპანიები:
51. შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
52. შპს ავერსი-რაციონალი
53. შპს ბიოფარმი
54. შპს ბიოქიმფარმი
55. შპს ჯმფ
56. შპს ბერლინ ჰემი/ა მენარინი დისთრიბიუშენ ჯორჯია
57. სს ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო
დროებითი კომისიის 3 აპრილის სხდომაში მონაწილე ფარმაცევტული კომპანიები:
58. შპს პსპ ფარმა
59. შპს ავერსი-ფარმა
60. სს გეფა
61. შპს იმპექსფარმი
დროებითი კომისიის 30 აპრილის სხდომაში მონაწილე ნავთობკომპანიები:
62. შპს ვისოლ ჯგუფი
63. შპს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი
64. შპს რომპეტროლ საქართველო
65. შპს ლუკოილ ჯორჯია
66. შპს გალფ ჯორჯია
67. შპს ქონექთ ჯორჯია
68. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
8