„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 29 აპრილის №531-IIმს-XIმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
05.05.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#302/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 29 აპრილის N531-IIმს-XIმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 218-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 29 აპრილის N531-IIმს-XIმპ დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ45 ქვეპუნქტი: „ჰ45. მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.“ 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 29 აპრილის N531-IIმს-XIმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: დადგენილების პროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოს პარლამენტის მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის აუცილებლობა. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების დადგენილების პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 218-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობების დამყარების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების შექმნას. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების პროექტის მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტში მეგობრობის ჯგუფებს დაემატება საქართველოს პარლამენტის მაროკოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. შექმნილ სამეფოს ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება საქართველოს პარლამენტის მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე, რათა ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული იქნეს ბიუროს გადაწყვეტილება მაროკოს სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობორბის ჯგუფის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების განსაზღვრის თაობაზე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის დადგენილებით განსაზღვრული მეგობრობის ჯგუფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი შენატანის) შემოღებას არ ითვალისწინებს; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება: დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: დადგენილების პროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.