„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#308/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 441 მუხლის: ა)„ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: ,,ქ1) MSC.349(92) და MEPC.237(65) რეზოლუცია - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 21 ივნისისა და 2013 წლის 17 მაისის რეზოლუცია აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი;“. 2. 445 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSCMEPC.5/Circ.16 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.“. 3. 4415 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4415. წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს MSC.349(92) და MEPC.237(65) რეზოლუციის (Code for Recognized Organizations (RO Code) და MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა განპირობებულია საერთაშორისო საზღვაო სამართლის სფეროში მოქმედი ნორმების განახლებითა და საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის მათთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. 2013 წლის 21 ივნისს ძალაში შევიდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ მიღებული აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი (Code for Recognized Organizations – RO Code), რომელიც დამტკიცებულია საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის MSC.349(92) და საზღვაო გარემოს დაცვის კომიტეტის MEPC.237(65) რეზოლუციით. აღნიშნული კოდექსი ადგენს მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების უფლებამოსილების ფარგლებს, მათ პასუხისმგებლობებსა და საქმიანობაზე ზედამხედველობის მექანიზმებს. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც უკავშირდება აღიარებული ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების სამართლებრივ განსაზღვრას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ წლებია უკვე ხორციელდება International Maritime Organization-ის მიერ დამტკიცებული აღიარებული ორგანიზაციების კოდექსით (RO Code) განსაზღვრული მოთხოვნების გამოყენება და იმპლემენტაცია, აღნიშნულ კოდექსზე პირდაპირი და მკაფიო სამართლებრივი მითითება კანონმდებლობაში ასახული არ იყო. შესაბამისად, კანონპროექტი სწორედ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ისახავს მიზნად, რაც უზრუნველყოფს RO Code-ზე პირდაპირი მითითების ინტეგრირებას საქართველოს საზღვაო კოდექსში და არსებული პრაქტიკის შესაბამისობას სამართლებრივ რეგულირებასთან. 2025 წლის 31 მარტი - 7 აპრილის პერიოდში, საქართველოში განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტი (IMSAS). აღნიშნული აუდიტის წარმატებით დასრულების შემდგომ, საქართველოს მიმართ გაიცა რამდენიმე რეკომენდაცია. ორგანიზაციებთან ერთ-ერთი გასაფორმებელი რეკომენდაცია ხელშეკრულებების ეხება მოქმედ სტანდარტული აღიარებულ მოდელის განსაზღვრას. ამასთანავე, რეკომენდაცია ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოქმედი რეზოლუციების იდენტიფიცირებასა და მათ შესაბამის ასახვას/ინტეგრაციას საქართველოს საზღვაო კოდექსში, რაც უზრუნველყოფს სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამასთანავე, 2022 წლის 24 იანვარს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ გამოსცა ცირკულარი MSC-MEPC.5/Circ.16, რომლითაც დამტკიცდა ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელი. ასევე, მიზანშეწონილია რეზოლუცია IMO-ს A.739 (18) − ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად სახელმძღვანელოს შესახებ - ამოღება კოდექსიდან, იმდენად რამდენადაც წინამდებარე რეზოლუცია გაუქმდა და შეიცვალა აღიარებული ორგანიზაციების კოდექსით (Code for Recognized Organizations – RO Code). კანონპროექტის მიზანია: • IMSAS - აუდიტის შედეგად IMO - ს მიერ გაცემული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს საზღვაო კოდექსში. • საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოქმედ განახლებულ დოკუმენტებთან; • • გაუქმებული საერთაშორისო აქტების ჩანაცვლება მოქმედი რეგულაციებით; აღიარებული ორგანიზაციების უფლებამოსილებების გადაცემის სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტება. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს შესაბამისი რეგულაციების საქართველოს საზღვაო კოდექსში ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედ კანონმდებლობაში სრულად არ არის ასახული აღიარებული ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების სამართლებრივი საფუძველი იმ ფორმით, რაც პრაქტიკაში უკვე გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ ფაქტობრივად წლებია ხორციელდება International Maritime Organization-ის აღიარებული ორგანიზაციების კოდექსით (RO Code) განსაზღვრული მოთხოვნების იმპლემენტაცია, აღნიშნულ რეგულაციებზე პირდაპირი და ცალსახა მითითება საქართველოს საზღვაო კოდექსში არ არსებობს. შესაბამისად, აღნიშნული წესების გამოყენება უნდა დადგინდეს მოცემული კოდექსით. საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ გაუქმებული რეგულაციები, კერძოდ MSC/Circ.710 და MEPC/Circ.307, MSC. A.739(18) ცირკულარები, რომლებიც აღარ წარმოადგენენ მოქმედ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს აღიარებული ორგანიზაციების გადაცემისა და მათი საქმიანობის რეგულირებისათვის. უფლებამოსილებების ამასთანავე, განხორციელება IMSAS - აუდიტის შედეგად IMO-ს მიერ გაცემული რეკომენდაციების ასახვა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოქმედ რეგულაციებთან, მათ შორის აღიარებული ორგანიზაციების კოდექსთან (RO Code) და 2022 წლის 24 იანვრის ცირკულართან MSC-MEPC.5/Circ.16. ამასთანავე, კანონპროექტის შედეგად, განხორციელდება IMSAS - აუდიტის რეკომენდაციების პრაქტიკული ასახვა საქართველოს საზღვაო კოდექსში. შედეგად, კანონმდებლობაში გაჩნდება მითითება ძალაში მყოფ იმ რეგულაციებზე, რომელსაც სააგენტო წლებია იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საქართველოს საზღვაო კოდექსის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს: • IMSAS - აუდიტის შედეგად IMO - ს მიერ გაცემული რეკომენდაციების ასახვას საქართველოს საზღვაო კოდექსში; • საქართველოს საზღვაო კოდექსიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ გაუქმებული ცირკულარების — MSC/Circ.710; MEPC/Circ.307; MSC. A.739(18) — მითითებების ამოღებას; • აღიარებული ორგანიზაციების კოდექსის (Code for Recognized Organizations – RO Code), დამტკიცებული რეზოლუციით, მოთხოვნებთან შესაბამისი ნორმების ასახვას; • 2022 წლის 24 იანვრის IMO-ს ცირკულარით MSC-MEPC.5/Circ.16 დამტკიცებული „ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის“ გათვალისწინებას; • აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის, მათი საქმიანობის ფარგლებისა და ზედამხედველობის სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოს აუდიტი (IMSAS) სავალდებულოა 2016 წლის პირველი იანვრიდან. წევრი სახელმწიფოს აუდიტის საკითხი გვხვდება ისეთ საერთაშორისო კონვენციებში, როგორებიცაა: • 1974 წლის საერთაშორისო კონვენცია „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“, რეგულაცია 3, ნაწილი 1; • 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია „მეზღვაურის მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“, რეგულაცია I/16, ნაწილი 2; • 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია „ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ“, რეგულაცია 45, ნაწილი 1; • 1966 წლის საერთაშორისო კონვენცია „სატვირთო მარკის შესახებ“, რეგულაცია 54, ნაწილი 1; • 1969 წლის საერთაშორისო კონვენცია „ხომალდების კონვენცია „ზღვაში გაზომვის შესახებ“, რეგულაცია 9, ნაწილი 1; • 1972 წლის საერთაშორისო ხომალდების შეჯახების გაფრთხილების წესების შესახებ“, 41(a) რეგულაცია. ზემოაღნიშნული დებულებების შესაბამისად, IMO-ს მიერ უნდა ჩატარდეს თოთოეული ხელშემკვრელი მხარის აუდიტი კონვენციებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დასადასტურებლად. თავის მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ხელი შეუწყოს აუდიტის ჩატარებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.