„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 2
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 9
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 9
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
№40,
18.07.2005,
მუხ.
264,
სარეგისტრაციო
კოდი:
300.310.000.05.001.001.914) პირველი მუხლის 28 და 29 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„28. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 50-ე და 51-ე პუნქტებით
გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ ისინი ხორციელდება
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის
56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში ან „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული
მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში და მათ ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო
ორგანო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ორგანო
ან
მუნიციპალიტეტი
ან
მის
მიერ
შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ კანონის 24-ე მუხლის
50-ე (გარდა ამ მუხლის 29 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და 51-ე პუნქტებით
გათვალისწინებული ნებართვების გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს საქართველოს
მთავრობა.
29. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე
(50-ე
პუნქტით
მემკვიდრეობის
გათალისწინებულ
საქმიანობაზე
უძრავ
სარეაბილიტაციო
ძეგლზე
იმ
შემთხვევაში,
თუ
კულტურული
სამუშაოების
ნებართვის
გაცემის
უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული) პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით
განსაზღვრულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით
გათვალისწინებული
ნებართვებით
განსაზღვრული
საქმიანობების
განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების
წარმოებისას პრაქტიკაში წამოჭრილმა პრობლემებმა.
საგულისხმოა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს
მოქმედი რედაქციის მიხედვით (პირველი მუხლის 29 პუნქტი), მშენებლობის (გარდა
განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) და
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა)
მშენებლობის საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და
შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშნული
წესი უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების
ეფექტურად
განხორციელების შესაძლებლობას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში,
თუმცა ეს წესი არ მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების
ნებართვასთან მიმართებით.
ამასთანავე საგულისხმოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ძირითადად ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მიერ
დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერიცული)
იურიდიული პირის „თბილისის განვითარების ფონდის“ მეშვეობით, ქალაქ თბილისის
ტერიტორიაზე
ახორციელებს
მსხვილი
არეალების
(ქუჩები,
მოედნები,
დასახლებული
კვარტლები), ცალკეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი ნაწილების,
ისტორიული სადარბაზოების, მუზეუმებისა და სხვადასხვა ისტორიული შინაარსის მქონე
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რესტავრაციის ან/და ახლიდან მოწყობის სამუშაოებს.
როგორც წესი, აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლოსარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გზით. ხშირ შემთხვევაში, პროექტირების
ეტაპზე შეუძლებელია მაღალი სიზუსტით განისაზღვროს სამუშაო მოცულობები, რომელთა
დადგენაც
აუცილებელია
მოპოვებისთვის.
განხორციელებამდე
საქმიანი
სამშენებლო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების
ნებართვის
პრაქტიკა
ფიზიკური
სამუშაოების
საპროექტო
ცხადჰყოფს,
ორგანიზაციები,
რომ
არსებული
შენობა-ნაგებობების
სპეციფიკაციიდან (სიძველე, დახურული არეალები და სხვა) გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფენ
ზედმიწევნით ზუსტი საპროექტო მდგომარეობის განსაზღვრას, რაც საბოლოო ჯამში მოითხოვს
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის
კორექტირებას. სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოების საწყის სტადიაზე იჩენს თავს ობიექტის
კვლევის ეტაპზე ვერ აღმოჩენილი კონსტრუქციული პრობლემები, რაც განაპირობებს ახალი
საპროექტო გადაწყვეტების შეთანხმებულ პროექტში ასახვის საჭიროებას. ზოგადად, ექსკავაციის
სამუშაოების წარმოებისას (გრუნტის სხვადასხვა ფენების მოხსნის დროს) ხშირად ვლინდება
ისტორიული მნიშვნელობის სარდაფები, სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალა და
სიძველეები, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციას ან აღდგენას, რაც აუცილებელს ხდის
შეიცვალოს არსებული პროექტი ან/და დამუშავდეს სრულიად ახალი საპროექტო დოკუმენტაცია.
ამავდროულად,
თუ
ნებართვის
მფლობელი
პროექტის
კორექტირებას
სტანდარტული
სანებართვო პროცედურის საშუალებით გაივლის, სანებართვო წარმოებისთვის განკუთვნილი
ვადით არაერთხელ შეფერხდება ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო
პროექტში ჩართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა უმეტესობა კერძო საკუთრებას
წარმოადგენს.
მესაკუთრეები
კი,
სარეაბილტაციო
სამუშაოების
განმავლობაში,
უზრუნველყოფილნი არიან გარკვეული ფინანსური კომპენსაციით, რაც თვითმმართველი
ერთეულის საბიუჯეტო ასიგნებებით იფარება. შესაბამისად, სამუშაოების ნებისმიერი სახით
შეჩერება, მათ შორის, სანებართვო წარმოებით, გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯს.
ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე შესასრულებელი
სამუშაოების
ოპერატიულად განხორციელება, ცხადია უდიდესი საჯარო და კერძო ინტერესია. შესაბამისად,
პროცედურული
თვალსაზრისით
სპეციალური
გამარტივებული
წესის
გავრცელება,
ამ
მიმართულებაზეც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების კუთხით ძალზედ
მნიშვნელოვანია.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მდებარე
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლზე
სამუშაოებისათვის
სამშენებლო
დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი ასევე დაადგინოს ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გახდება
უფლებამოსილი დაადგინოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისათვის
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი. რაც თავის მხრივ, საშუალებას
მისცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს გამარტივებული წესით მოახდინოს საპროექტო
დოკუმენტაციის შეთანხმება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის 28 და 29 პუნქტებში, კერძოდ:
ა) კანონის პირველი მუხლის 28 პუნქტში განხორციელებული ცვლილებით ზუსტდება მისი
შინაარსი. კერძოდ, ამავე მუხლის შემდგომ პუნქტში განსახორციელებელი ცვლილებიდან
გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლზე სამუშაოების ნებართვით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას ხდება
გამონაკლისის დადგენა;
ბ) ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის 29 პუნქტში, რომლის თანახმადაც „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისას, თუკი ასეთი საქმიანობა განხორციელდება ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ან
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მიერ
შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ. ამასთანავე, კულტურულ მემკვიდრეობის
ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის
დადგენის უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, მიენიჭება ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და
შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია,
კანონპროექტი
განხილულ
მნიშვნელოვანია,
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ
ცვლილებების
ასახვა
საკრებულოს მიეცეს
კანონმდებლობაში,
შესაძლებლობა
იქნეს
რათა
დაჩქარებული
ვადებში
ქალაქ
წესით,
ვინაიდან,
დასრულდეს
შესაბამისი
თბილისის
დაადგინოს კულტურულ
მუნიციპალიტეტის
მემკვიდრეობის
ძეგლზე
სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი და არ
შეფერხდეს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს დადებითი გავლენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, დაიზოგება კომპენსაციის სახით გასაცემი ის თანხა,
რომლითაც
სარეაბილტაციო
სამუშაოების
განმავლობაში,
უზრუნველყოფილნი
არიან
მესაკუთრეები და რომელიც იფარება თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შემთხვევათა რაოდენობაზე. ამასთანავე, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დადგენის უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაიფარება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის
მიღება
მოახდენს
დადებით
გავლენას
იმ
პირებზე,
ვინც
ჩართულია
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესში, გამომდინარე იქიდან, რომ
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თბილისის განვითარების ფონდი კიდევ
უფრო სწრაფად უზრუნველყოფს სამშენებლო/სარეაბილიტაციო პროექტების წარმართვას.
გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევათა რაოდენობაზე და შესასრულებელი
სამუშაოების ღირებულებაზე. ამასთანავე, კანონპროექტი მოახდენს გავლენას იმ პირებზე,
რომლებიც სარეაბილტაციო სამუშაოების განმავლობაში უზრუნველყოფილი არიან კომპენსაციის
სახით მიღებული თანხით. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობასა და
კომპენსაციების ოდენობაზე, რომლებიც აღნიშნულ თანხას იღებენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი ხელაძე, აკაკი ალადაშვილი,
ზურაბ რურუა, ლევან მაჭავარიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი გაბუნია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი ხელაძე, აკაკი ალადაშვილი,
ზურაბ რურუა, ლევან მაჭავარიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი გაბუნია