„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#313/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 360150000.05.001.020241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“ 2. მე-8 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს დასაბუთება ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა სააგენტოს ამ მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.” ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში შენიშვნების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელს პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) შენიშვნების (რომელიც არ გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ჩერდება ამ 8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დინება.“ გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დეპარტამენტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის დასაბუთება, რაც გულისხმობს დაზიანებული მნიშვნელოვანი ზიანის ტერიტორიის მიმდებარე გამოსასწორებელი ან სხვა ტერიტორიაზე სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას.“ 3. მე-9 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში შენიშვნების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელს პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. სააგენტოს მიერ შეთანხმებული დასაბუთება სააგენტოს მიერ წარედგინება სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებებისა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ზიანის და ამ ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიების განსაზღვრას. 3. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სააგენტო წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და გამოსასწორებელი მათი განხორციელების ღონისძიებების გეგმის ვადები). მნიშვნელოვანი პროექტს უნდა ზიანის ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 4. თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით“. 4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს გათვალისწინებით შესათანხმებლად წარუდგინოს ამ გადამუშავებული/კორექტირებული მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა.“ 5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისთვის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. გეგმის განხილვის პროცესში შენიშვნების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელს პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეასრულოს სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა.“ 6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ დასაბუთების (მათ შორის შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული დასაბუთების) დადგენილ ვადაში წარუდგენლობა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ დასაბუთების (მათ შორის შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული დასაბუთების) დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“ 7. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შეუსრულებლობა შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების 1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“ 2. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.“ 8. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 2029 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2029 წლის 1 სექტემბრიდან.“ 9. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2029 წლის 1 სექტემბრიდან.“ მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, 2029 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირის ვალდებულებას მოახდინოს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და დაზიანებული გარემო აღადგინოს პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე ან თუ ეს შეუძლებელია განახორციელოს სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები. ასეთ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების დაწყება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული გარკვეული ვადების შემცირება, რათა საბოლოო ჯამში გამოსასწორებელი ზიანის მიყენებაზე ღონისძიებების პასუხისმგებელი განხორციელება უფრო პირის მხრიდან ზიანის ადრე დაიწყოს. ასევე, მიზანშეწონილია ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელებისგან თავის არიდების ან ვადების გადაცილების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციული სახდელის შემოღება და კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელის გამკაცრება. კანონი ითვალისწინებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმს, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადმინისტრაციულ ტვირთს აკისრებს ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს საქმიანობას, შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული ტვირთის შემსუბუქება გადავადება 2029 წლის 1 სექტემბრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები მოწესრიგებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად მათი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში ცვლილების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შემცირდება დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის/შეუძლებლობის დასაბუთების, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავების, განხილვის და შეთანხმების ვადები. ასევე, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელებისგან თავის არიდების ან ვადების გადაცილების პრევენციის მიზნით, შემოღებული იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელი გამკაცრდება. ასევე, მოხდება გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმის გადავადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის: - მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას ნაცვლად 120 კალენდარული დღისა, მიიღებს 90 კალენდარული დღის ვადაში; - მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისადაც, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობის შესახებ დასაბუთება სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში ნაცვლად 60 კალენდარული დღისა, წარდგენილ უნდა იქნას 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე დროს, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხდება ადმინისტრაციული სახდელის გამკაცრება, რასაც ითვალისწინებს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის მე-18 მუხლში შესატანი ცვლილება; - მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისადაც, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სსიპ-გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის ვადად, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ნაცვლად 180 კალენდარული დღისა, განისაზღვრება 90 კალენდარული დღით. - მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. ამ მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად - მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების იმავე პუნქტებით დადგენილი რიგითობის დასაბუთებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობის დასაბუთება ცალკე შეთანხმებას ექვემდებარება და გეგმის მომზადებისას ეს ეტაპი უკვე გავლილია. ამდენად, პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული საკითხის გეგმაში ასახვის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, მნიშვნელოვანია შემოღებული იქნას ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობის დასაბუთების სააგენტოს მიერ განხილვისა და შეთანხმების პროცედურა და წარმოების ვადები. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული პროცედურა გაიწეროს მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „6. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში შენიშვნების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელს პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ჩერდება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დინება.“; - მე-8 მუხლის მე-7 პუნქტში, რომლის შესაბამისადაც, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობის შესახებ დასაბუთება, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ნაცვლად 60 კალენდარული დღისა, წარდგენილ უნდა იქნას 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე დროს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხდება ადმინისტრაციული სახდელის შემოღება, რასაც ითვალისწინებს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის მე-18 მუხლში შესატანი ცვლილება; - მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობის შესახებ დასაბუთების სააგენტოში წარმოდგენის შემდგომ, ხშირად ხდება მისი შენიშვნებით ზიანის მიმყენებელი პირისათვის უკან დაბრუნება. თუმცა, კანონი არ ადგენს შენიშვნების გათვალისწინების ვადებს, სავალდებულოობასა და პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში გაიწეროს შემდეგი პროცედურა - „დასაბუთების განხილვის პროცესში შენიშვნების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელს პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა.“ ამავე დროს, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხდება ადმინისტრაციული სახდელის შემოღება რასაც ითვალისწინებს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის მე-18 მუხლში შესატანი ცვლილება; - მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის შესაბამისადაც ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირს სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების მიზნით შემუშავებული გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარმოდგენის ვადად, ნაცვლად 180 კალენდარული დღისა, დაუდგინდება 60 კალენდარული დღე; - მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის შესაბამისადაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით; - მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის შესაბამისადაც, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებული იქნება მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული მნიშვნელოვანი გამოსასწორებელი ღონისძიებების სააგენტოში საბოლოო გეგმა ზიანის წარადგინოს დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ნაცვლად 45 კალენდარული დღისა); - მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის შესაბამისადაც სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას განიხილავს და შეითანხმებს მისთვის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში (ნაცვლად 120 კალენდარული დღისა). ამავე დროს აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გეგმის განხილვის პროცესში ხშირად ხდება მისი შენიშვნებით უკან დაბრუნება, თუმცა კანონი არ ადგენს შენიშვნების გათვალისწინების ვადებს, სავალდებულობას და პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მე-11 მუხლის პირველ პუნქტში გაიწეროს შემდეგი პროცედურა - „გეგმის განხილვის პროცესში შენიშვნების არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელს პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) შენიშვნების (რომელიც არ გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა“. ამავე დროს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხდება ადმინისტრაციული სახდელის შემოღება რასაც ითვალისწინებს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 22-ე მუხლში შესატანი ცვლილება. - 13 მუხლთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმის ამოქმედებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადავადება 3 წლით 2029 წლის 1 სექტემბრამდე (აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება შედის ასევე, 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში); რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმის შემოტანა წარმოადგენდა ერთგვარი დამატებითი დაცვის მექანიზმისა და გარანტიის გაჩენას კანონში. თუმცა, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მიდგომები წარმოადგენს რთულ და ჯერ-ჯერობით გაუმართავ სისტემას ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაში. ასევე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში არსებული საბანკო, ასევე სადაზღვეო ოპერატორების მზაობა ნაკლებია და საჭიროებს დამატებით კვლევას და რისკების სწორად შეფასებას, რადგან რისკის წინასწარი ფინანსური შეფასება ხშირად არის სუბიექტური, არასრული და ვერ ასახავს რეალური აღდგენის ხარჯებს. ამასთან, ვინაიდან ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნა მნიშვნელოვან ფინანსურ და ადმინისტრაციულ ტვირთს აკისრებს ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებს, მიზანშეწონილია, რომ შესაბამისი მუხლის ამოქმედებისთვის ვადის გადაწევით მათ მიეცეთ გარკვეული შეღავათი, რაც ასევე განაპირობებს სამომავლოდ მათ მზაობას, აღნიშნული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. - ცვლილება შედის ასევე მე-18 მუხლში, რომლის შესაბამისადაც, მეტი შემაკავებელი ეფექტისათვის, ხდება ადმინისტრაციული სახდელის გამკაცრება და ჯარიმის ოდენობა, ნაცვლად 5000 ლარისა იზრდება 10 000 ლარამდე; - ცვლილება შედის 22-ე მუხლშიც, რომლის შესაბამისადაც, ხდება ადმინისტრაციული სახდელის გამკაცრება გამოსასწორებელი და ჯარიმის ოდენობა, ღონისძიებების და მეტი შემაკავებელი ეფექტისთვის, ხარჯთაღრიცხვის დროულად წარმოუდგენლობისთვის 1000 ლარის ნაცვლად იზრდება 10 000 ლარამდე, ხოლო, გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობისთვის, ნაცვლად 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე, იზრდება 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე. - კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2029 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცება. ეს დაკავშირებულია მე-13 მუხლის ამოქმედების ვადასთან, რომელმაც გადაიწია 2029 წლის 1 სექტემბრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, იზრდება ჯარიმის ოდენობები და ასევე ემატება ახალი ჯარიმის სახეობები. კერძოდ, კანონის მე-18 მუხლის თანახმად - „დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ მდგომარეობამდე დასაბუთების (მათ აღდგენის შორის შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული დასაბუთების) დადგენილ ვადაში წარუდგენლობითვის“ გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარიდან იზრდება 10 000 ლარამდე. ასევე, ამ მუხლით დგინდება ახალი ჯარიმა შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული დასაბუთების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის - 10 000 ლარის ოდენობით. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის“ გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარიდან იზრდება 10 000 ლარამდე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“ გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 000 - 40 000 ლარიდან იზრდება 30 000 - 60 000 ლარამდე. ასევე, 22-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა წესდება „შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმის“ წარუდგენლობაზე - 10 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის გავლენის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დამოკიდებული იქნება დაკისრებული ჯარიმის სახეზე და რაოდენობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე გავლენა ექნება კანონის მე-13 მუხლის ამოქმედების ვადის სამი წლით გადავადებას, ვინაიდან, ეს მუხლი ითვალისწინებს პირის ვალდებულებას რომ საქმიანობის დაწყებისთანავე და მისი განხორციელებისას ჰქონდეს შესაბამისი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება (დაზღვევა ან საბანკო გარანტია). ამ მოთხოვნის დარღვევისთვის კი დადგენილია საჯარიმო სანქცია რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად ამ მუხლის სამი წლით გადავადების შედეგად სამართალდამრღვევზე. ამ პერიოდში გავლენის სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. აღარ ოდენობა მოხდება ამ ჯარიმის დამოკიდებულია დაკისრება გამოვლენილი კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონით განსაზღვრული ვადების შემცირება გავლენას არ მოახდენს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტზე და საჭირო არ იქნება დამატებითი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს სააგენტო განახორციელებს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე რომლებიც ჩაიდენენ ამ პროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, ვინაიდან, იზრდება გარკვეული ჯარიმების ოდენობა და ასევე წესდება ახალი ჯარიმები (ჯარიმები დეტალურად მითითებული ბ.ბ ქვეპუნქტში). გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს გადამუშავებულ/კორექტირებულ დოკუმენტზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას. კანონპროექტით კი დგინდება (მე-18 მუხლი), კერძოდ: იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გაითვალისწინებს სააგენტოს მიერ დადგენილ ხარვეზს, არაუმეტეს 30 დღის ვადაში და სააგენტოში არ წარმოადგენს კორექტირებულ დოკუმენტს, მას დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ესე იგი პირი (ზიანის მიმყენებელი) დაჯარიმდება, როგორც პირველადი დასაბუთებული დოკუმენტის წარუდგენლობისთვის, 10 000 ლარით (ამჟამად არის 5000 ლარი), ასევე, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის წარუდგენლობისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გადამუშავებული/კორექტირებული დოკუმენტის მომზადება დაკავშირებული იქნება გარკვეულ ხარჯებთან იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, დასჭირდება დამატებითი კვლევის ჩატარება, რომელიც ფასიანია და ფასი დამოკიდებულია ჩასატარებელი კვლევის სახეობაზე. უმეტეს შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზების გამოსწორებას უზრუნველყოფს თავადვე დოკუმენტის წარმომდგენი-ზიანის მიმყენებელი, რაც არ იწვევს დამატებით ხარჯებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხარვეზის დადგენა და მისი გამოსწორებისთვის ვადის განსაზღვრა დღესაც ხდება და ეს ამ პროექტით არ დგინდება. პროექტი ითვალისწინებს ამ მოთხოვნის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციის დაწესებას. ანალოგიური ცვლილება შედის 22-ე მუხლის პირველ პუნქტშიც. კერძოდ, ამ პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 1000 ლარიდან იზრდება 10000 ლარამდე და ასევე, შენიშვნის გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის წესდება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ასევე ხდება გარკვეული ჯარიმების გაზრდა. მოქმედი კანონი ითვალისწინებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმს, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადმინისტრაციულ ტვირთს აკისრებს ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს საქმიანობას. ეს მექანიზმებია დაზღვევის ან საბანკო გარანტიის ქონა, რომელთა აღებისთვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სადაზღვევო/საბანკო დაწესებულებისთვის გარკვეული თანხის გადახდა. პროექტის თანახმად, ხდება შესაბამისი მუხლის (მე-13 მუხლი) ამოქმედების გადავადება 2029 წლის 1 სექტემბრამდე, რასაც დადებითი ფინანსური შედეგები ექნება შესაბამის პირებზე. ამ პირებზე, მე-13 მუხლის სამი წლით გადავადებას, ასევე დადებითი ფინანსური გავლენა ექნება იმ კუთხითაც რომ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის დადგენილია საჯარიმო სანქცია და შესაბამისად აღარ მოხდება მათი დაჯარიმება. ანალოგიური გავლენა ექნება კანონპროექტის მე-13 მუხლის ამოქმედების ვადის სამი წლით გადატანას იმ პირებზე რომლებმაც საქმიანობა 2029 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყეს (28-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის თანახმად, იზრდება უკვე არსებული ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა და ასევე, ემატება ახალი ჯარიმის სახეობები. ეს მიზნად ისახავს უფრო მეტად შემაკავებელი ეფექტის მქონე ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას, რათა მან უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენცია. პროექტის თანახმად კანონის: მე-18 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარიდან იზრდება 10 000 ლარამდე. ასევე, ამ მუხლით დგინდება ახალი ჯარიმა „შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული დასაბუთების“ დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის - 10 000 ლარის ოდენობით. 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარიდან იზრდება 10 000 ლარამდე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 000 - 40 000 ლარიდან იზრდება 30 000 - 60 000 ლარამდე. ასევე, 22-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქცია წესდება „შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმის“ წარუდგენლობაზე - 10 000 ლარის ოდენობით. პროექტით გათვალისწინებული ჯარიმების განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს. ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა ჯარიმების ოდენობები და ჯარიმის ოდენობა გაზრდილია/დაწესებულია იმ პრინციპით, რომ ჯარიმის ოდენობა იყოს სამართალდარღვევის სიმძიმის შესაბამისი და ადექვატური. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.