„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება და „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები
- „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება და „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები ხელშეკრულება
- „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
№27, 24.05.2010, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-10 პუნქტები:
„6. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადაში
წარუდგენლობისას, დასაშვებია პრიორიტეტის უფლების აღდგენა, თუ:
განაცხადის
ა) განმცხადებლის მიერ განაცხადი საქპატენტში შეტანილია და მოთხოვნა პრიორიტეტის
უფლების აღდგენის შესახებ წარდგენილია პრიორიტეტის მოთხოვნის 6 თვიანი ვადის
გასვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა;
ბ) მოთხოვნა შეიცავს განაცხადის წარდგენის ვადის დარღვევის მიზეზსა და ფაქტობრივი
გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას;
გ) დადგინდება, რომ განაცხადის წარდგენის ვადა დაირღვა სათანადო ზომების მიღების
მიუხედავად ან უნებლიეთ.
7.
საქპატენტი
პრიორიტეტის
უფლების
აღდგენის
მოთხოვნას
განიხილავს
და
გადაწყვეტილებას იღებს პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის
გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8. პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება მოთხოვნის
წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის
შემთხვევაში, მოთხოვნა დარჩება განუხილველი.
9. განმცხადებელს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე არ შეიძლება ეთქვას უარი
მისთვის საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე.
10. პრიორიტეტის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების
წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის, არსობრივი ექსპერტიზის
ჩატარებისთვის,
დიზაინის
გამოქვეყნებისა
და
რეგისტრაციისთვის,
დაჩქარებული
ექსპერტიზის ჩატარებისთვის, პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის, მფლობელის
უფლების აღდგენისთვის, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის
რეგისტრაციის
ძალის
მომსახურებისთვის,
ყოველი
სააპელაციო
5
წლით
საჩივრის
შენარჩუნებისთვის,
წარდგენისთვის,
წინასწარი
რეესტრის
ძიების
მონაცემებში
ცვლილების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა
მოქმედების
განხორციელებისთვის
გადაიხდება
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური.“.
3. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო დიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20
მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 281-301
მუხლები.“
4. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიზაინის
რეგისტრაცია
გაუქმებულად
არ
მიიჩნევა,
თუ
დიზაინის
მფლობელი
დიზაინის
რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი
პერიოდისთვის მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის
რეგისტრაციის მოქმედების დაწყებიდან არ არის გასული 25 წელი. ამ პუნქტით
განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია უქმდება მისი
რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:
„მუხლი 281. დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენა ვადის დაუცველობის შემთხვევაში
1. თუ დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება გაუქმდა ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების
აღდგენა, თუ:
ა) დიზაინის მფლობელი წარადგენს საქპატენტში მოთხოვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრულ ვადაში;
ბ) წარდგენილ მოთხოვნაში მითითებულია ვადის დაუცველობის მიზეზი და წარდგენილია
ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება;
გ) დადგინდება, რომ ვადა დაირღვა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად ან უნებლიეთ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა საქპატენტს წარედგინება იმ
ვადაში, რომელიც ჩამოთვლილთაგან უფრო ადრე ამოიწურება:
ა) 2 თვის ვადაში იმ მიზეზის აღმოფხვრიდან, რომელმაც გამოიწვია ვადის დარღვევა;
ბ) 12 თვის ვადაში ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის
გასვლის თარიღიდან.
3. საქპატენტი განიხილავს რეგისტრაციის მოქმედების აღდგენის მოთხოვნას და იღებს
გადაწყვეტილებას ვადის დაუცველობის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენისთვის
დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. ვადის დაუცველობის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი
საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ
საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნა დარჩება განუხილველი.
5. დიზაინის მფლობელს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე არ შეიძლება ეთქვას
უარი მისთვის საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე.
6. დიზაინის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და
ქვეყნდება ბიულეტენში.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება
ინსტრუქციით.“.
მუხლი 2.
1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ინტელექტუალური
საკუთრების
ობიექტების
დაპატენტებასთან,
რეგისტრაციასთან
და
დეპონირებასთან
დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ უზრუნველყოს
„დიზაინის
რეგისტრაციის
თაობაზე“
ინსტრუქციის
დამტკიცების
შესახებ“
საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებით
დამტკიცებული „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის ამ კანონთან
შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტის, მათ შორის, დიზაინის ეფექტიანი
დაცვა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ეკონომიკაში. დიზაინი ზრდის პროდუქტის
კონკურენტუნარიანობასა
და
სავაჭრო
ღირებულებს.
შესაბამისად,
მისი,
როგორც
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა ხელს უწყობს
შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას.
2024 წლის 22 ნოემბერს, რიადში, საუდის არაბეთის სამეფოში, ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებულ
იქნა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება. ამავე კონფერენციაზე მიიღეს
ხელშეკრულების საფუძველზე შემუშავებული რეგულაციები და შესაბამისი რეზოლუცია.
„დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება მიმართულია იმ პრაქტიკული და
ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებისკენ, რომლებიც დიზაინერებსა და მეწარმეებს,
განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმომადგენლებს ხშირად ურთულებს
დიზაინის სამართლებრივ დაცვასა და საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებას. აღნიშნული
ხელშეკრულების მიზანია აღმოფხვრას ის სირთულეები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა
ქვეყანაში განსხვავებული პროცედურული მოთხოვნებით, ვადებითა და ბიუროკრატიული
ფორმალობებით, რაც ზრდის ხარჯებს, ართულებს სამართლებრივი შედეგების წინასწარი
განსაზღვრის შესაძლებლობასა და აფერხებს დიზაინის ეფექტიან დაცვას. ამიტომ, „დიზაინის
სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება ადგენს იმ მინიმალურ, ერთიან სტანდარტებს,
რომლებიც
ზრდის
სამართლებრივი
დაცვის
პროგნოზირებადობას,
ამცირებს
ფორმალობებთან დაკავშირებულ რისკებსა და უზრუნველყოფს განაცხადის წარდგენის
პროცესის მეტ მოქნილობას.
საქართველოსთვის
შესაძლებლობაა
აღნიშნული
ხელშეკრულების
ინტელექტუალური
საკუთრების
მხარედ
ყოფნა
მნიშვნელოვანი
დაცვის
ეროვნული
სისტემის
გაძლიერებისა და ინოვაციური, კრეატიული საქმიანობის განვითარებისთვის უფრო
ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულებასთან შეერთება ხელს შეუწყობს
ქართველი დიზაინერებისა და მეწარმეების უკეთ ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზარზე,
გაამარტივებს უცხოეთში დიზაინის დაცვასა და გაზრდის საქართველოს საინვესტიციო
მიმზიდველობას.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა, ძირითადად, შესაბამისობაშია „დიზაინის
სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებით დადგენილ დებულებებთან. თუმცა,
აღნიშნულ ხელშეკრულებაში მონაწილეობა საქართველოსთვის წარმოშობს ვალდებულებას
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით
უზრუნველყოს დიზაინის განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება
ხელშეკრულებით დადგენილი მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის,
განსაკუთრებულ
შემთხვევებში,
საქმისწარმოების
აღდგენის
შესაძლებლობის
უზრუნველყოფით. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას
შეინარჩუნოს ეროვნული სპეციფიკის შესაბამისი მიდგომები იმ საკითხებში, რომლებიც
ხელშეკრულებით არ არის მკაცრად განსაზღვრული.
შესაბამისად, კანონის პროექტის მიზანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების
საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში იმპლემენტაცია და ეროვნული პრაქტიკის
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დიზაინთან დაკავშირებული უფლებების დაცვა ემსახურება ინტელექტუალურშემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს
შექმნას. დაცვის ეფექტიანი სისტემა კი უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და
ვაჭრობის წესების დაცვას, რაც ხელს უწყობს კომერციულ აქტივობასა და, შედეგად, ქვეყნის
ეკონომიკურ წინსვლას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ
უზრუნველყოს დიზაინის სამართლებრივი დაცვის მარეგულირებელი ქმედითი და
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა.
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი დიდწილად შესაბამისობაშია „დიზაინის
სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებასთან, თუმცა არსებობს
განსხვავებები, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტი აღმოფხვრის.
გარკვეული
2024 წლის 22 ნოემბერს, რიადში, საუდის არაბეთის სამეფოში, ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე „დიზაინის
სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების მიღების შემდეგ, ქართულმა მხარემ
გადაწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულების მხარედ გახდომა. აქედან გამომდინარე უაღრესად
მნიშვნელოვანია „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული ხელშეკრულების
დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა საქართველომ შეასრულოს მის მიერ
აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
შესაბამისობაში
მიღებით დიზაინის დაცვის სფეროში
მოვა „დიზაინის სამართლის შესახებ“
მოთხოვნებთან.
ცვლილებების
შედეგად,
დაინტერესებულ
მოქმედი კანონმდებლობა
რიადის ხელშეკრულების
პირებსა
და
დიზაინის
მფლობელებს
მიეცემათ
უფლება
აღადგინონ
პრიორიტეტის
უფლება
ან,
ვადის
დაუცველობის შემთხვევაში მფლობელის უფლებები, თუ ვადის დარღვევა გამოწვეული იყო
ობიექტური, არაბრალეული მიზეზებით ან მოხდა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კანონის მე-13 მუხლში, რომლის მე-5 პუნქტის შემდგომ ემატება მე-6 –მე-10
პუნქტები, რომლებშიც დეტალურად განისაზღვრება პრიორიტეტის უფლების აღდგენის
სამართლებრივი საფუძვლები, პირობები და პროცედურული წესი. კერძოდ, დგინდება, რომ
პრიორიტეტის უფლების აღდგენა შესაძლებელია განსაზღვრული ვადის დარღვევის
შემთხვევაში, თუ განმცხადებელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს საქპატენტს და
წარადგენს შესაბამის დასაბუთებასა და მტკიცებულებებს, რითაც დაადასტურებს, რომ ვადის
დარღვევა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით ან არაგანზრახ ქმედებით. ამასთან,
განისაზღვრება საქპატენტის მიერ მოთხოვნის განხილვის 10 სამუშაო დღის ვადა და
უზრუნველყოფილ იქნა განმცხადებლის პროცესუალურ უფლებათა დაცვა, მათ შორის,
მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და გაფართოვდა იმ
მომსახურებების
ჩამონათვალი,
რომელთა
შესრულებისთვისაც
გადაიხდება
კანონმდებლობით დადგენილი საფასური. კერძოდ, არსებულ ჩამონათვალს დაემატა
პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და მფლობელის უფლების აღდგენის მომსახურებები.
კანონს ასევე დაემატა 281-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს დიზაინის მფლობელის
უფლების აღდგენის შესაძლებლობას ვადის დაუცველობის შემთხვევაში. აღნიშნული
მუხლის თანახმად, განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისას, მათ შორის, შესაბამისი
მიზეზის
დასაბუთებისა
და
მტკიცებულებების
წარდგენის
შემთხვევაში,
დიზაინის
მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა აღადგინოს გაუქმებული რეგისტრაციის მოქმედება.
ამასთან, მკაფიოდ განისაზღვრება მოთხოვნის წარდგენის ვადები, საქპატენტის მიერ
გადაწყვეტილების
მიღების
10-დღიანი
ვადა
და
განმცხადებლის
მიერ
საკუთარი
მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის გარანტია. აღნიშნული რეგულირება
უზრუნველყოფს როგორც უფლებების დაცვას, ისე ადმინისტრაციული პროცესის
გამჭვირვალობასა და ერთგვაროვნებას.
ვინაიდან, კანონს ემატება ზემოაღნიშნული შინაარსის 281 მუხლი, რომელიც თავის მხრივ
მიემართება ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს და აღნიშული
ნორმის მოქმედება ვრცელდება საერთაშორისო დიზაინზე, ცვლილება შედის კანონის 25-ე
მუხლის პირველ პუნქტში და საერთაშორისო დიზაინისთვის გამოსაყენებელ ნორმების
ჩამონათვალს ემატება 281 მუხლი.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების აღდგენა, თუ დიზაინის
მფლობელი წარადგენს საქპატენტში მოთხოვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
ვადაში, ცვლილება შედის კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის შესაბამისადაც
უქმდება
შეზღუდვა,
რომელიც
გამორიცხავდა
დიზაინის
რეგისტრაციის
აღდგენის
შესაძლებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2026 წლის 1
სექტემბრიდან, ვინაიდან აღნიშნულ ვადამდე უნდა განხორციელდეს შესაბამისი
ცვლილებები კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ კანონქვემდებარე აქტებში.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცვლილების შედეგად, კანონს ემატება პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და ვადის
დარღვევის შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენის პროცედურა, რომლისთვისაც
გათვალისწინებული იქნება კანონით დადგენილი საფასურის გადახდა. საფასური
მიიმართება საქპატენტის ბიუჯეტში, რის გამოც აღნიშნულს გავლენა ექნება საქპატენტის
საკუთარ შემოსავლებზე. ამასთან, ვინაიდან საქპატენტის საკუთარი შემოსავლები აღემატება
1 მილიონ ლარს, საქპატენტი საკუთარი შემოსავლის არანაკლებ 10%-ს მიმართავს
სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, აღნიშნულს, ასევე, გავლენა ექნება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ცვლილების შედეგად, კანონს ემატება პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და ვადის
დარღვევის
შემთხვევაში
მფლობელის
უფლების
აღდგენის
პროცედურა,
რომლის
საფუძველზეც დაინტერესებულ პირებსა და დიზაინის მფლობელებს მიეცემათ უფლება
აღადგინონ პრიორიტეტის უფლება ან, ვადის დაუცველობის შემთხვევაში მფლობელის
უფლებები, თუ ვადის დარღვევა გამოწვეული იყო ობიექტური, არაბრალეული მიზეზებით
ან მოხდა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად. აღნიშნულს დადებითი ფინანსური
გავლენა ექნება უფლებამოსილ პირებზე, ვინაიდან მათ აღარ მოუწევთ განაცხადის თავიდან
წარდგენა და ერთი მხრივ, არ დაკარგავენ პრიორიტეტის თარიღს, ხოლო მეორე შემთხვევაში
- შეუნარჩუნდებათ დიზაინის რეგისტრაცია.
ამასთან, პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და ვადის დარღვევის შემთხვევაში
მფლობელის უფლების აღდგენის პროცედურისთვის გათვალისწინებული იქნება კანონით
დადგენილი საფასურის გადახდა. შესაბამისად, ფინანსური გავლენა დადგება იმ პირებზე,
რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული მომსახურებით და მოუწევთ შესაბამისი საფასურის
გადახდა. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს
შეუწყობს დიზაინერებისა და მეწარმეების უკეთ ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზარზე,
გაამარტივებს დიზაინის დაცვასა და გაზრდის საქართველოს საინვესტიციო
მიმზიდველობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და ვადის დარღვევის
შემთხვევაში მფლობელის უფლების აღდგენის პროცედურას, რომლისთვისაც, როგორც ამ
განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აღინიშნა, დადგენილი იქნება კანონმდებლობით
გათვალისწინებული საფასური, რომელიც განისაზღვრება „ინტელექტუალური საკუთრების
ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული
მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3
ივლისის N182 დადგენილებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
კანონპროექტი მიიღება „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებისა და
„დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების რეგულაციების მოთხოვნათა
იმპელემენტაციის მიზნით. კანონპროექტის მომზადება უკავშირდება:
„დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების მე-15 და მე-16 მუხლსა; და
„დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების რეგულაციების მე-11 წესის მე-2
პუნქტსა და მე-12 წესის მე-4 პუნქტს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.