„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, N31,
24 ივლისი, 1997, გვ.1) 1343 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან,
არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა
მემკვიდრეობის
უფლება,
უმკვიდრო
ქონება
გადადის
სახელმწიფოს
საკუთრებაში.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343 მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს
უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის წესს. კერძოდ, „თუ
არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა
მემკვიდრემ
არ
მიიღო
სამკვიდრო
ან
ყველა
მემკვიდრეს
ჩამოერთვა
მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში,
ხოლო თუ მამკვიდრებელი ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა
სპეციალიზებული
დაწესებულების,
სოციალური
დაცვის
სხვა
დაწესებულების ანდა სამკურნალო ან აღმზრდელობითი დაწესებულების რჩენაზე
იმყოფებოდა - შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში“.
2025 წლის 19 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე
„გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული
N2/3/1395 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ხოლო თუ
მამკვიდრებელი ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
სპეციალიზებული დაწესებულების, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულების
ანდა სამკურნალო ან აღმზრდელობითი დაწესებულების რჩენაზე იმყოფებოდა −
შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში” საქართველოს კონსტიტუციის მე-11
მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 1
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ერთგვარ
გამონაკლისს საერთო წესიდან, რომლის თანახმად, უმკვიდრო ქონება გადადის
სახელმწიფოს საკუთრებაში. კერძოდ, სადავო რეგულაციით კანონმდებელი
განსაზღვრავს
უმკვიდრო
ქონების
მიმღებ
სპეციალურ
სუბიექტებს
-
მზრუნველობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და ადგენს მათთვის
უმკვიდრო ქონების გადაცემის შესაბამის წინაპირობას - მათ მიერ მამკვიდრებლის
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/3/1395
გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18404
1
რჩენის
ფაქტს. 2
სპეციალური
სუბიექტების
განსაზღვრით,
კანონმდებელმა
უმკვიდრო ქონების მიმღებ პოტენციურ პირთა წრიდან გამორიცხა ყველა სხვა
პირი, მათ შორის, გერი, რომელიც, შესაძლოა, მზრუნველობის დაწესებულების
მსგავსად არჩენდეს მამკვიდრებელს. ამდენად, სადავო ნორმაზე დაყრდნობით,
მზრუნველობის განმახორციელებელ იმ დაწესებულებებს, რომლებიც არჩენდნენ
მამკვიდრებელს, აქვთ უმკვიდრო ქონების მიღების შესაძლებლობა, ხოლო სხვა
პირებს, რომლებიც ასევე არჩენდნენ მამკვიდრებელს, ამგვარი შესაძლებლობა არ
გააჩნიათ. 3
სადავო
ნორმა
ახდენს
დიფერენცირებას
მოსარჩელის
მიერ
დასახელებულ სუბიექტებს შორის, უდგენს რა მათ განსხვავებულ სამართლებრივ
რეჟიმს იმისდა მიხედვით, ჰქონდათ თუ არა სადავო ნორმით განსაზღვრული
სოციალური
დაცვის
დაწესებულების
სტატუსი,
მამკვიდრებლის
რჩენის
განხორციელებისას. 4
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ერთ მხარეს დგანან
საჯარო და კერძო დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე
ან/და საკუთარი კეთილი ნებით ზრუნავენ მამკვიდრებელზე და არჩენენ მას,
ხოლო, მეორე მხარეს დგანან გერი და სხვა ფიზიკური პირები, რომლებიც ასევე
კანონმდებლობის საფუძველზე ან/და საკუთარი კეთილი ნებით ზრუნავენ
მამკვიდრებელზე და ახორციელებენ მის მოვლა-პატრონობას. ცხადია, ვერ
მოხდება საკითხის შაბლონურად ზუსტი კალკულაცია, თუმცა, ამავდროულად,
პრაქტიკაში
არაფერი
გამორიცხავს
შემთხვევებს,
როდესაც
კონკრეტული
ფიზიკური პირის მხრიდან მამკვიდრებლის მიმართ გაწეული ზრუნვა, მოვლაპატრონობა,
გამოჩენილი
სითბო
და
გაწეული
ხარჯები
იქნება
იმის
ეკვივალენტური (ან თუნდაც უფრო მეტი), რასაც გასწევდა სადავო ნორმით
განსაზღვრული
მზრუნველობითი
დაწესებულება,
რომელსაც,
არსებული
მოწესრიგების თანახმად, გადაეცემა მამკვიდრებლის უმკვიდრო ქონება. მეორე
მხრივ, ცხადია ისიც, რომ შესადარებელ პირებს, მამკვიდრებლის უმკვიდრო
ქონების მიმართ, შესაძლოა, გააჩნდეთ თანაბარი საკუთრებითი ინტერესი. 5
შესაბამისად
საქართველოს
საკონსტიტუციო
განსახილველ
კონკრეტულ
შესადარებელი
პირები,
სასამართლო
სამართალურთიერთობასთან
კერძოდ,
ერთი
მხრივ,
მიიჩნევს,
რომ
მიმართებით,
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული დაწესებულებები და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირები, მათ
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/3/1395
გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 47-ე
პუნქტი
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18404
3 იხ. იქვე 48-ე პუნქტი;
4 იხ. იქვე 49-ე პუნქტი;
5 იხ. იქვე 57-ე პუნქტი;
2
შორის, მამკვიდრებლის გერი, რომლებიც ამ დაწესებულებების მსგავსად
ახორციელებენ მამკვიდრებლის რჩენას და მის მოვლა-პატრონობას, წარმოადგენენ
არსებითად თანასწორ სუბიექტებს. 6
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
ლოგიკურად
მიიჩნევს
კანონმდებლის გადაწყვეტას, რომლის მიხედვითაც, უმკვიდრო ქონება გადაეცემა
მზრუნველობით დაწესებულებას, რომელიც არჩენდა მამკვიდრებელს, თუმცა
სასამართლოსთვის აუხსნელია, რატომ ხდება მსგავსი სარგებლის მიღების
უფლების მქონე სუბიექტთაგან იმ პირების გამორიცხვა, რომლებიც სადავო
ნორმაში ჩამოთვლილი დაწესებულებების სტატუსის არქონის მიუხედავად, ამ
დაწესებულებების
მსგავსად
ან
შესაძლოა,
მათზე
უკეთ,
ზრუნავენ
მამკვიდრებელზე და ახორციელებენ მის მოვლა-პატრონობას.7
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას
არსებითად თანასწორ პირებს შორის და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს
ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან
მიმართებით. 8
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა,
კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ
საკითხის სათანადოდ მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი, ამასთანავე, ცვლილების მიღების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი შესაბამისობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2025 წლის 19 სექტემბრის N2/3/1395 გადაწყვეტილებასთან.
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/3/1395
გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 58-ე
პუნქტი
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18404
7 იხ. იქვე 65-ე პუნქტი;
8 იხ. იქვე 66-ე პუნქტი.
6
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343 მუხლის პირველი
ნაწილი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც
ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან
ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება
გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.”
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი
ძალას კარგავს 2026 წლის პირველ ივლისს. 9 შესაბამისად, კანონპროექტი
მიზანშეწონილია ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, ცვლილების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ქონება, იმ
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/3/1395
გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 70-ე
პუნქტი
9
შემთხვევაში თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ
არიან, არცერთი მემკვიდრე არ მიიღებს სამკვიდროს ან ყველა მემკვიდრეს
ჩამოერთმევა მემკვიდრეობის უფლება.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
ცვლილებების შედეგად უმკვიდრო ქონება აღარ გადაეცემა ხანდაზმულთა ან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებას,
სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებას ანდა სამკურნალო ან აღმზრდელობითი
დაწესებულებას მიუხედავად იმისა იმყოფებოდა თუ არა დასახელებული
დაწესებულებების რჩენაზე მამკვიდრებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს
არ
აქვს
გავლენა
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა
ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა
ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, რატი იონათამიშვილი.