„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ნოტარიატის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს
საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აკმაყოფილებს
ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი
პროგრამით;
ბ) აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
გ) აქვს ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობის 5 წლის სტაჟი;
დ) აქვს საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში
(გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ,
წევრობაზე დაფუძნებულ და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა) სპეციალობით
მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.“.
2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირი, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი, გაივლის სტაჟიორთა
კონკურსს. სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთერთ პირობას. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირებისათვის
გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რის თაობაზედაც ინფორმაციას აწვდის
იუსტიციის სამინისტროს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი
ითვალისწინებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობებს. კერძოდ, 1. ნოტარიუსის
თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს
ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი
აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო
სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2025 წლის 19 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე
„გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული N2/4/1532
გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი, საჯარო სამსახურში
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში,
ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირის ფორმით მოქმედ უწყებაში სპეციალობით მუშაობის სტაჟის
გათვალისწინებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან. 1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებულ საკითხზე მსჯელობა
განავითარა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
სადავო ნორმა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთათვის სტაჟირების
გავლის ალტერნატივად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის 5
წლიან სტაჟს. თუმცა კანონმდებლობით, სსიპ-ებში დასაქმებული პირებისთვის აღნიშნული
ალტერნატიული შესაძლებლობით სარგებლობა გამოირიცხება. ამგვარი რეგულირებით,
კანონმდებელი ერთმანეთისგან მიჯნავს ორ ჯგუფს: ა) ერთი მხრივ, პირებს, რომელთაც
აქვთ უმაღლესი
იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა
საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნიათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი
სტაჟი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტის დაწესებულებებში და, მეორე მხრივ, ბ) პირებს, რომლებიც
აკმაყოფილებენ ზემოხსენებულ ორ პირობას, თუმცა საქმიანობენ სსიპ-ში. სადავო ნორმა
ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ამ ორ ჯგუფს შორის. პირველი ჯგუფის
წარმომადგენლები, 5 წლიანი სტაჟის საფუძველზე, თავისუფლდებიან ნოტარიუსის
თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო სტაჟირების გავლისგან, ხოლო მეორე
ჯგუფის წარმომადგენლებს, კვალიფიკაციის იდენტური ხანგრძლივობისა და პროფესიული
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/4/1532 გადაწყვეტილება
საქმეზე „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18402
1
გამოცდილების მიუხედავად, ასეთი შესაძლებლობა არ ეძლევათ. ამგვარად, სადავო ნორმა
ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, რადგან ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად
აუცილებელი საჯარო სამსახურის 5-წლიანი სტაჟის ფარგლებში, გამოირიცხება სსიპ-ში
სპეციალობით მუშაობის გამოცდილების გათვალისწინება. 2
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-9
მუხლები ადგენს, რომ სსიპ იქმნება მხოლოდ საჯარო მიზნებისა და ფუნქციების
შესასრულებლად და ახორციელებს სახელმწიფოებრივ და სხვა საჯარო საქმიანობას.
ამდენად, კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, თავისი არსით, წარმოადგენს საჯარო ფუნქციების განმახორციელებელ სუბიექტს,
რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქმედებს. შესაბამისად, როგორც სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტში, ისე სსიპ-ში დასაქმებული იურისტის საქმიანობა ემსახურება საჯარო
ინტერესს და წარმოადგენს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. 3
ამგვარად, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, აუცილებელი კვალიფიკაციისა
და გამოცდილების თვალსაზრისით, სსიპ-ებსა და სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებული
იურისტები იმყოფებიან არსებითად თანასწორ მდგომარეობაში. მათ გააჩნიათ
ერთგვაროვანი სამართლებრივი ინტერესი, გათავისუფლდნენ ნოტარიუსის სავალდებულო
სტაჟირების მოთხოვნისგან თავიანთი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების
საფუძველზე. 4
„საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის საქართველოს კანონი 2017 წელს ამოქმედდა.
აღნიშნული კანონის 126¹ მუხლმა დაადგინა „გარდამავალი პერიოდი“, რომელიც
რამდენჯერმე გადავადდა და მისი მოქმედების პერიოდად განისაზღვრება 2017 წლის 1
ივლისიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სსიპ-ებზე არ
ვრცელდება საჯარო სამსახურის მარეგულირებელი ძირითადი ნორმები. სწორედ,
მოცემული „გარდამავალი დებულება“ ქმნის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს, რომ
სსიპ-ში მუშაობის გამოცდილება არ ჩაითვალოს „საჯარო სამსახურში“ საქმიანობად. 5
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს,
რომ
სსიპ-ების
კატეგორიზაციის არარსებობა a priori არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია კონკრეტულ,
ინდივიდუალურ შემთხვევებში შეფასდეს, ახორციელებდა თუ არა პირი საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს და არის თუ არა მისი გამოცდილება ნოტარიუსის
საქმიანობასთან რელევანტური.
სადავო ნორმის უპირველესი მიზანი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის
დაკავების მსურველი კანდიდატისთვის სტაჟირების ალტერნატივად 5წლიან პროფესიულ
გამოცდილებას აწესებს, წარმოადგენს გარანტიის უზრუნველყოფას, რომ პირს გააჩნია
სანოტარო საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და
პროფესიული ეთიკის სტანდარტები. 6
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, „ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი“, ხოლო ამავე
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/4/1532 გადაწყვეტილება
საქმეზე „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მე-8 პუნქტი;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18402
3 იხ. იქვე მე-12 პუნქტი;
4 იხ. იქვე მე-13 პუნქტი;
5 იხ. იქვე 25-ე პუნქტი;
6 იხ. იქვე 29-ე და 30-ე პუნქტი;
2
კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ნოტარიუსის თანამდებობის
დასაკავებლად პირი იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს განცხადებას“. ამგვარად,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და, რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაცია
წარმოადგენენ
იმ
უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებიც არ უნდა შემოიფარგლონ კანდიდატის
დამსაქმებლის ფორმალურ სტატუსზე მითითებით და უფლებამოსილი არიან, მოახდინონ
პირის გამოცდილების შინაარსობრივი შეფასება. შეფასებისას ისინი უნდა დაეყრდნონ,
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
კრიტერიუმებს და განსაზღვრონ, ახორციელებს თუ არა კონკრეტული სსიპ-ი საჯარო
მიზნებსა და ფუნქციებს და იმყოფება თუ არა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ამასთან, უნდა
დადგინდეს, რამდენად არის კანდიდატის მიერ დაგროვილი გამოცდილება, თავისი
ფუნქციური შინაარსით, სანოტარო საქმიანობისთვის რელევანტური და, შესაბამისად,
„საჯარო სამსახურის“ სტაჟის ეკვივალენტური. 7
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ღონისძიება არის დისკრიმინაციული და „ნოტარიატის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი, საჯარო
სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში,
ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირის ფორმით მოქმედ უწყებაში სპეციალობით მუშაობის გამოცდილების
გათვალისწინებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ
პუნქტს. 8
ამასთანავე,
სადავო
ნორმის
ზემოაღნიშნული
ნორმატიული
შინაარსის
დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობამ,
შესაძლოა, წარმოშვას სამართლებრივი ბუნდოვანება, საკონსტიტუციო სასამართლომ
გადაწყვეტილების აღსრულება გადაავადა 2026 წლის 1 ივლისამდე. 9
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა, კანონის
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის
სათანადოდ მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხი, ამასთანავე, ცვლილების მიღების შედეგად, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2025 წლის 19 სექტემბრის N2/4/1532 გადაწყვეტილებასთან.
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/4/1532 გადაწყვეტილება
საქმეზე „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ 36-ე პუნქტი;
https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18402;
8
იხ. იქვე 37-ე პუნქტი;
9
იხ. იქვე 39-ე პუნქტი;
7
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად:
კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, გარდა შინაარსობრივი ცვლილებისა,
ყალიბდება ტექნიკური ხასიათის ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ნოტარიუსის
თანამდებობა შეიძლება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
დაიკავოს
საქართველოს
ქმედუნარიანმა
მოქალაქემ,
რომელსაც
აქვს
უმაღლესი
იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და
აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი
პროგრამით;
ბ) აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
გ) აქვს ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობის 5 წლის სტაჟი;
დ) აქვს საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში
(გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ,
წევრობაზე დაფუძნებულ და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა) სპეციალობით
მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი (აღნიშნულ ქვეპუნქტში ზუსტდება, თუ რა ჩაითვლება
„საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობად).
გარდა ზემოაღნიშნულისა, თანმდევი ცვლილება შედის კანონის 27-ე მუხლის მე-2
პუნქტში, რომელიც, გარდა შინაარსობრივისა, აგრეთვე, ტექნიკური თვალსაზრისითაც
ახალი რედაქციით ყალიბდენა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
წარმოდგენილი
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე.კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის
შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის
დაფინანსებასთან.
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით
ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებმაც შესაძლოა დაიკავონ ნოტარიუსის თანამდებობა.
შესაბამისად, უფრო მეტ პირს მიეცემა შესაძლებლობა გახდეს ნოტარიუსი და მიიღოს
შესაბამისი ანაზღაურება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური,
აკაკი ალადაშვილი, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური,
აკაკი ალადაშვილი, რატი იონათამიშვილი.