„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 1439 მუხლის მე-7 ნაწილი
ამოღებული იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის
შეტყობინების წესი ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 1439 მუხლით განისაზღვრება.
აღნიშნული მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები მომეტებული საზოგადოებრივი
საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესს
განსაზღვრავს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით ყველა სხვა
დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ფარული
საგამოძიებო მოქმედება ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ
დანაშაულებთან ანუ მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე
დანაშაულებთან მიმართებით ჩატარდა და ამ დანაშაულებთან დაკავშირებით
წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორმა შემაჯამებელი
გადაწყვეტილება მიიღო, პროკურორს ეკისრება ვალდებულება ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს ამ შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინოს. აღნიშნული
ვალდებულება, კერძოდ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე,
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის
დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება, პროკურორს არ ეკისრება იმ
შემთხვევაში, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით
გათვალისწინებულ ყველა სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა. ამ
შემთხვევაში აღნიშნული ვალდებულება პროკურორს კანონით დადგენილი
შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშობა.
საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არათანმიმდევრული და ალოგიკურია.
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე შესაბამისი პირისთვის
დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება, პირველ რიგში, სწორედაც რომ
2
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-6
ნაწილით გათვალისწინებული მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების
მქონე დანაშაულებთან მიმართებით არ უნდა არსებობდეს, რადგან შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება
ავტომატურად მიზანშეწონილია. სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი ახალი
გარემოება, რომელიც შესაძლოა არამხოლოდ იმაზე მიანიშნებდეს, რომ
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის
დაუყოვნებლივ შეტყობინება მიზანშეუწონელი იყო, არამედ აღნიშნული ახალი
გარემოება შესაძლებელია ასევე გახდეს იმის საფუძველი, რომ თუ შემაჯამებელი
გადაწყვეტილების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაუქმდეს ეს შემაჯამებელი
გადაწყვეტილება და სისხლისსამართლებრივი დევნა განახლდეს, როგორც ამას
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამჟამად მოქმედი 108-ე
მუხლი ითვალისწინებს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ კი არ
წარმოიშობოდეს, არამედ აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების
მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. საკითხის
ამგვარი გადაწყვეტა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დანაშაულის
ორგანიზებული ჯგუფის ან ჯგუფურად ჩადენის შემთხვევებში, რომლის დროსაც,
თავისი კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, ახალი გარემოების მოგვიანებით
გამოვლენის ალბათობა გაცილებით მაღალია. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით
გათვალისწინებულ ყველა სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის,
სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით არის დადგენილი, რომ ამ ნაწილებით
გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით ჩატარებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების
ვალდებულება
არა
შემაჯამებელი
გადაწყვეტილების
მიღებისთანავე
დაუყოვნებლივ, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან გარკვეული ვადის
გასვლის შემდეგ წარმოიშობა.
ზემოაღნიშნული არათანმიმდევრულობისა და ალოგიკურობის აღმოსაფხვრელად,
აუცილებელია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ
შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ერთიანი წესი დადგინდეს და
განისაზღვროს, რომ როგორც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე
დანაშაულთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1439 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული
3
დანაშაულები), ისე ყველა სხვა დანაშაულთან დაკავშირებით (საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით
გათვალისწინებული დანაშაულები), ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება
პროკურორს არა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, არამედ ამ
გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის
შემდეგ წარმოეშობა. წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ შინაარსის
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ისახავს მიზნად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ
შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა აქვს. აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შეაჯამა საქმეზე „ROMAN ZAKHAROV
v. RUSSIA“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს დიდმა პალატამ
განმარტა, რომ ის საფრთხე, რომლის აღმოსაფხვრელადაც ფარული საგამოძიებო
მოქმედება ჩატარდა, შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის
მომენტიდან წლების ან დეკადების განმავლობაში გაგრძელდეს. ფარული
საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინებამ შესაძლებელია ის
მიზნები დააზიანოს, რომლის მისაღწევადაც ეს ფარული საგამოძიებო მოქმედება
ჩატარდა. სწორედ ამიტომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ
შესაბამის პირს მხოლოდ იმის შემდეგ უნდა ეცნობოს, რაც დადასტურდება, რომ ამ
მიზნებს საფრთხე არ ექმნება, ამასთანავე, დიდი პალატის განმარტებით, იმ პირის
უფლებების დაცვის მიზნით, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება
ჩატარდა, აუცილებელია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
შეტყობინების
ზუსტ
დროსთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება
დამოუკიდებელმა ორგანომ მიიღოს. 1
ხაზგასმით
უნდა
აღინიშნოს,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილება სრულად შეესაბამება ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ დადგენილ აღნიშნულ
სტანდარტს. კერძოდ, დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების საჯარო ინტერესის
დაცვის მიზნით, ერთი მხრივ, უქმდება მომეტებული საშიშროების მქონე
დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
შესახებ შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების წესი იმ
შემთხვევაში, როდესაც შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მიღებული, ხოლო, მეორე
მხრივ, შესაბამისი პირის უფლებების დაცვის მიზნით, ჩატარებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შესახებ ამ პირისთვის შეტყობინების ზუსტი დროის
1
იხ. ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA §287, §288, https://hudoc.echr.coe.int/?i=001-159324.
4
თაობაზე
საბოლოო
გადაწყვეტილებას
პროკურორის
შუამდგომლობის
საფუძველზე დამოუკიდებელი ორგანო - სასამართლო მიიღებს. საკითხის ამგვარი
გადაწყვეტა სრულად უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას შესაბამის
ინტერესებს შორის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის
შეტყობინების წესი მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი
ბალანსი, ერთი მხრივ, დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების საჯარო ინტერესის
დაცვასა და, მეორე მხრივ, იმ პირის უფლებების დაცვას შორის, რომლის მიმართაც
ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439
მუხლის მე-7 ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების
შედეგად პროკურორი არ იქნება ვალდებული მომეტებული საზოგადოებრივი
საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულები) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის
პირს სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების
მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს.
ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მომეტებული საზოგადოებრივი
საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულები) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი
პირისთვის შეტყობინების წესი ამავე მუხლის მე-6 ნაწილით დარეგულირდება,
მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე
შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
5
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
6
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის,
რომლებზედაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
7
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
8
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი
იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ალუდა ღუდუშაური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი
იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ალუდა ღუდუშაური.
9