„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი
ნომერი
#319/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 პუნქტი: ,,341. იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის ან/და ამ მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება, გაგრძელდეს 2031 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო გადასახდელს, რომელიც გამოიანგარიშება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების” შესაბამისად. ლიცენზიის მფლობელი, ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში ადგილობრივ საეთერო კერძო და სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ ოცდაათზე მეტ კომპანიას 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 16 ნოემბერს შესული ცვლილების ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020413) საფუძველზე გაგრძელებული ვადა და კანონის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს აღნიშნული ვადის გაგრძელებას. შესაბამისად, აღნიშნულმა მაუწყებლებმა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მაუწყებლობის გაგრძელებისთვის ლიცენზია კონკურსის წესით უნდა მოიპოვონ. არსებული წესის თანახმად, კონკურსები, ამოწურვადი რაციონალურად და სიხშირული ოპტიმალურად რესურსის გამოყენებისა მაქსიმალურად და დასახლებული ეფექტიანად, პუნქტების რადიომაუწყებლობით მაქსიმალურად მოცვის მიზნით რადიომაუწყებელთა მფლობელობაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არეალთან შედარებით უფრო დიდ რადიოსამაუწყებლო ზონებში უნდა გამოცხადდეს. გაფართოებულ რადიოსამაუწყებლო ზონებში მოსახლეობის რადიოსიგნალით უზრუნველყოფა რიგ შემთხვევებში საჭიროებს კომპანიების მფლობელობაში არსებულზე უფრო მძლავრი და რაოდენობრივად უფრო მეტი რადიოსადგურის აშენებას და შესაბამისი ქსელის მოწყობას, რისთვისაც საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები და დრო, რაც რადიომაუწყებლების შემოსავლების გათვალისწინებით დიდი ტვირთი იქნება მათთვის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის1 მონაცემებით 2025 წელს რადიოსამაუწყებლო კომპანიების შემოსავლები (იგულისხმება ყველა ტიპის შემოსავალი, გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლისა) 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული, სარეკლამო შემოსავალი 2 კი - 9%-ით. 2025 წელს რადიოსამაუწყებლო კომპანიების საერთო შემოსავალი (იგულისხმება ყველა ტიპის შემოსავალი, გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლისა) შეადგენს მაუწყებლობის https://analytics.comcom.ge/ka/statisticsshare/?c=broadcasting&f=revenue&exp=radio&total=total&sid=6361713&sid=6361714 2 სარეკლამო შემოსავალი აერთიანებს რეკლამის შემდეგ ტიპებს - რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოპინგი 1 სფეროს მხოლოდ 6.6%-ს, დანარჩენი თანხა კი ტელემაუწყებლებზე მოდის. რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები კი სამაუწყებლო სარეკლამო შემოსავლების 7.1%-ს შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსამაუწყებლო ბაზარზე შეფერხებების, რადიოსექტორის მწირი შემოსავლისა და რადიომაუწყებლების ფინანსური და მათ მფლობელობაში არსებული რადიოსადგურების, ანძების/გადამცემებისა და სხვა საოპერაციო აქტივის პირობებში რადიოსამაუწყებლო ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელმა და ბაზარზე შემოსვლის მსურველმა პირებმა შეიძლება ვერ შესძლონ ლიცენზიის მოსაპოვებელი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკურსების ჩაშლა. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია 2026 წლის 31 დეკემბრისთვის ვადამოსული (რომელთაც გასდით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტით განსაზღვრული, ლიცენზიის მოქმედების ვადა) რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისთვის რადიომაუწყებლობის გაგრძელების ხელშეწყობა, რადიოსამაუწყებლო ბაზარზე სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ინვესტიციების წახალისება და ამგვარად, ქვეყანაში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონით გათვალისწინებული სანქციები. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ერთხელ ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის მეორედ გაგრძელებას. ამასთანავე, ასეთ რადიომაუწყებლებს, 2021 წლის 16 ნოემბერს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020413) საფუძველზე, უსასყიდლოდ გაუგრძელდათ მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულმა რადიომაუწყებლებმა კვლავაც უწყვეტად, არსებული პირობებით შეძლონ მაუწყებლობის გაგრძელება, აუცილებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მიღება, რომელიც ადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის საფუძველზე 2026 წლის 31 დეკემბრამდე ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერადად გაგრძელებას, 2031 წლის 31 დეკემბრამდე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს დღეის მდგომარეობით არსებული რადიომაუწყებლების საქმიანობის უწყვეტად გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი რადიომაუწყებლობის განხორციელებას და ამგვარად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მედიაპლურალიზმს, ისე რადიოსამაუწყებლო ბაზრის სტაბილურობას. ამასთანავე, კომპანიებს მიეცემათ დამატებითი დრო მოემზადონ გაფართოებულ რადიოსამაუწყებლო ზონებში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის საფუძველზე ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერადად გაგრძელებას, 2031 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით კომისიისთვის მიმართვის ვადას, კერძოდ, მაუწყებელმა კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ამასთან, ადგენს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე. კანონპროექტითვე განისაზღვრება, რომ ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო გადასახდელს, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით - „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების” შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელისა და სალიცენზიო მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის საფუძველზე. კანონპროექტის მიღებისა და ყველა შესაბამისი რადიომაუწყებლის (33 ლიცენზია) მიერ ვადის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შევა დაახლოებით 800 000 ლარი, საიდანაც სალიცენზიო მოსაკრებელი შეადგენს 33 000 ლარს და სალიცენზიო გადასახდელი - 767 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ნორმატიული აქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელისა და მოსაკრებლის გადახდის (1 ლიცენზიაზე - 1 000 ლარი) სანაცვლოდ, იმ პირებს (33 ლიცენზია), რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ჯამურად მათ მოუწევთ დაახლოებით 800 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, საიდანაც სალიცენზიო მოსაკრებელი შეადგენს 33 000 ლარს და სალიცენზიო გადასახდელი - 767 000 ლარს. ამასთანავე, აღნიშნული ლიცენზიების მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, რადიომაუწყებლებისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ფინანსური და დროითი ტვირთი, რადგან გაფართოებულ რადიოსამაუწყებლო ზონებში მოსახლეობის სრულფასოვანი რადიოსიგნალით უზრუნველყოფა საჭიროებს დამატებითი და უფრო მძლავრი რადიოსადგურების მოწყობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: არ ახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.