საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.05.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#[5988]/26/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი: სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2026-05-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 41

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3823?local=true კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 18 მაისი 2026 15:00 2026 წლის 18 მაისი, 15:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი: სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებლები: სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე; სსიპ - საქართველოს სასახლე - მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია; 2. საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე - ზურაბ იაშვილი. 5/18/2026, 3:13 PM
კომიტეტის სხდომის ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N 41 2026 წლის 18 მაისი, 15:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი: სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სსიპ - საქართველოს სასახლემუზეუმების გაერთიანების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებლები: სსიპ - საქართველოს დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე; სსიპ - საქართველოს სასახლე დირექტორი - გიორგი კალანდია; - ეროვნული მუზეუმების მუზეუმის გენერალური გაერთიანების გენერალური 2. საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი. სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია; სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე; ისკო დასენი; ლიკა შარტავა; გიორგი სოსიაშვილი; ტურძელაძე ნოდარ; აბესაძე გრიგოლ; მალხაზ თორია. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები; მოწვეული სტუმრები სხვადასხვა უწყებიდან. სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. მოისმინეს: პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობის კომიტეტის წევრებს მუზეუმის გენერალურმა ლორთქიფანიძემ გააცნო. შესახებ ინფორმაცია დირექტორმა დავით მომხსენებელმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული მუზეუმი საქართველოში ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა, რომელიც მრავალ მუზეუმსა და მდიდარ კულტურულ-სამეცნიერო კოლექციას აერთიანებს. დავით ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა მუზეუმების განვითარების მიმართულებებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საცავებისა და კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მუზეუმების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „საექსპედიციო ბაზებს ვიყენებთ როგორც საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების ცენტრებს უფრო მეტად პრაქტიკული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ვიდრე ტრადიციული საუნივერსიტეტო სასწავლო მოდელის ფარგლებში. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ როგორც სისტემის განვითარებაზე, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობითი ქსელის ფორმირებაზე. პროცესში ჩართულია უმაღლესი და საზაფხულო სკოლები, სადაც თითოეულ ინსტიტუციას საკუთარი ფუნქცია და როლი გააჩნია.“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის შესახებ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გააცნო. მომხსენებელმა სხვადასხვა მუზეუმსა და კულტურულ ობიექტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დავით და გიორგი ერისთავების სასახლეში პირველი სართულის რესტავრაცია და 2026 წლის ბოლოს მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გახსნაა დაგეგმილი. გიორგი კალანდიას თქმით, დადიანების სასახლეში დაგეგმილია დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელს ზუგდიდში გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი, სადაც მუდმივმოქმედი ექსპოზიცია მოეწყო. ხელოვნების სასახლესთან დაკავშირებით მომხსენებელმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა XV-XIX საუკუნეების 14 ფერწერული ტილო. მისივე თქმით, მუზეუმმა ასევე შეიძინა ექვსი უნიკალური ხელნაწერი, მათ შორის, ნაპოლეონისა და ალექსანდრე დიუმას წერილები. გიორგი კალანდიას ინფორმაციით, 2025 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 9 ფუნდამენტური შრომა და კატალოგი გამოიცა, ასევე გაიმართა 16 გამოფენა. „კულტურის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი ხელოვნების სასახლის მეორე კორპუსის მშენებლობაზე. პროექტი უკვე სრულად არის დამუშავებული და ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო სივრცის მოწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებული გვექნება. პროექტი წარმოადგენს სამსართულიან თანამედროვე სივრცეს, რომლის არქიტექტურული კონცეფცია ნაწილობრივ ისლამური გოთიკის ელემენტებს ეყრდნობა და ჰარმონიულად ერწყმის ხელოვნების სასახლის არსებულ არქიტექტურულ გარემოს, მასთან კონფლიქტში არ მოდის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ პროექტი უკვე დადებითად განიხილა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო.“- განაცხადა გიორგი კალანდიამ სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მდგომარეობის შესახებ, რომელიც კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში 170-ზე მეტი სამუზეუმო დაწესებულება ფუნქციონირებს. ზურაბ იაშვილმა მუზეუმების წინაშე არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მუზეუმების ნაწილი საგამოფენო ინვენტარით აღიჭურვა და სამუზეუმო სივრცეები განახლდა. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტების ნაწილში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება. ზურაბ იაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმებში ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის საკითხზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების სიმცირეც. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე ინტენსიური მუშაობა, რომელსაც მუნიციპალიტეტები შესაბამის სამოქმედო გეგმებთან ერთად დამოუკიდებლად ამუშავებენ. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, რაც მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე უნდა განხორციელდეს და შესაბამის უწყებებთან შეთანხმდეს, შესაძლებლობა გვექნება ყველა მიმართულებით უფრო სისტემურად და ეფექტიანად დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება ჩვენი ერის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით კოორდინირებული და გრძელვადიანი ხედვის არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.“- განაცხადა ზურაბ იაშვილმა მომხსენებლებმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. სხდომაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ მუზეუმების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალურ მუზეუმებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, კულტურის კომიტეტი რეკომენდაციებზე იმუშავებს, რომლებიც მუნიციპალური მუზეუმების განვითარების ხედვასა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხება. გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ მუზეუმების განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუზეუმების შინაარსობრივი დატვირთვა, მათი აქტიური ფუნქციონირება და საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდებისა და უცხოელი ვიზიტორების ჩართულობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის პროცესში. „კულტურის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში. აღნიშნულ კანონპროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა, რადგან იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებაში. კანონპროექტი ითვალისწინებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკითხის ერთობლივად განხილვას, სიღრმისეულ ანალიზს, შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ კანონის მიღებას, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს დარგის საჭიროებებსა და თანამედროვე გამოწვევებს.“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ გადაწყვიტეს: სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო. სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე